• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ შევძლოთ ინვესტირება მზარდი საპროცენტო განაკვეთების პირობებში?

მაისი 2, 2022
in ინვესტიციის ანბანი
როგორ შევძლოთ ინვესტირება მზარდი საპროცენტო განაკვეთების პირობებში?
გაზიარება

საინვესტიციო საორიენტაციო რუკა ოდნავ განსხვავებულია, როდესაც საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ამიტომ იმის ცოდნა, თუ რა სტრატეგიებს უნდა მივმართოთ მზარდი საპროცენტო განაკვეთების გარემოს პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სტატიაში განვიხილავთ 5 სტრატეგიას, რომელიც ნავიგაციაში დაგეხმარებათ.

  1. გააკონტროლეთ თქვენი ბალანსი

საპროცენტო განაკვეთების ზრდა ნიშნავს, რომ თქვენი ვალის ღირებულება გაიზრდება. თუ გაქვთ ცვლადი განაკვეთის დავალიანება ან ისეთი სესხი, რომლის სიმწიფის დადგომისას, მის გადასახდელად სხვა კრედიტის აღება მოგიწევთ, ახლა შესანიშნავი დროა გადახდის გზის გასარკვევად ან სესხების ფიქსირებულ პროცენტში მოსაქცევად. რაც უფრო მაღალი იქნება საპროცენტო განაკვეთები, მით უფრო გაიზრდება თქვენი ცვლადი განაკვეთის მქონე ვალის ღირებულება და გაძვირდება ახალი ფიქსირებული პროცენტის მქონე სესხის აღებაც.

თქვენი ვალების დაფარვით ან რეფინანსირებით მანამ, სანამ საპროცენტო განაკვეთები ჯერ კიდევ დაბალია, შეგიძლიათ თქვენი შემოსავალი და ფულადი სახსრები გააკონტროლოთ. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმაში დასარწმუნებლად, რომ ინვესტირებისთვის საკმარისი ფულადი სახსრები გაგაჩნიათ.

  1. ორიენტირდით მოკლევადიან ობლიგაციებზე

თუ თქვენი ფინანსური განაწილების გეგმა მოითხოვს, რომ ობლიგაციებს ფლობდეთ, მაშინ, მზარდი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენს მფლობელობაში არსებული ობლიგაციები საკმაოდ მოკლე ხანგრძლივობისაა. ეს იმიტომ ხდება, რომ, რაც უფრო ხანგრძლივია ობლიგაციების ვადა, მით უფრო დაეცემა მათი ღირებულება საპროცენტო განაკვეთების ზრდისას.

თუ თქვენი მიზანი ობლიგაციები სიმწიფის ვადის დადგომამდე შენახვაა, ობლიგაციების ფულადი ნაკადები არ შეიცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ საპროცენტო განაკვეთები იზრდება. თუ ობლიგაციებს პორტფელის ბალასტად იყენებთ ან მათ გაყიდვას ვადის გასვლამდე გეგმავთ, გაიაზრეთ, რომ დაბალი კუპონებისა და ხანგრძლივი ვადის ობლიგაციები, საპროცენტო განაკვეთების ზრდისას, შეიძლება, საკმაოდ დაეცეს. ეს არის ობლიგაციების ის ტიპები, რომლებსაც, როგორც წესი, აქვთ უფრო გრძელი ვადა და, მათზე შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების ზრდა უფრო მეტად მოქმედებს.

  1. დააკვირდით თქვენი აქციების ბალანსს

იგივე რისკები, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს უნარზე – გადაიხადოთ დავალიანება, როდესაც საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ასევე ზემოქმედებს კომპანიებზე, რომლებშიც ინვესტიციას დებთ. განაკვეთების მატებასთან ერთად, მათი ცვლადი განაკვეთების დავალიანება დაუყოვნებლივ ძვირდება და მათი ფიქსირებული განაკვეთის ვალი უფრო ძვირდება, თუ ვადის მომწიფებისას რეფინანსირება ხდება საჭირო.

ეს მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რადგან კორპორაციული ვალის დიდი ნაწილი სტრუქტურირებულია, როგორც ობლიგაციები, რომლისთვისაც კომპანია პროცენტს იხდის მხოლოდ მანამ, სანამ დავალიანების სიმწიფის ვადის დადგომისას, ძირი თანხის სრულად გადახდა არ მოეთხოვება. ამრიგად, ყურადღება უნდა მიაქციოთ როგორც მათი ვალის დონეს, ასევე ვალის გადახდის გრაფიკს – ორივე ხშირად კომპანიის წლიურ ანგარიშებში აღინიშნება.

თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ კომპანიას შესწევს ძალა თავისი ფულადი სახსრების ნაკადებით მოემსახუროს დავალიანებას მაშინაც კი, როდესაც საპროცენტო განაკვეთები იზრდება. თუ სავალო ბაზარი მიიჩნევს, რომ კომპანიას უფრო მაღალი გადახდების განხორციელება არ შეუძლია, შესაძლებელია, კომპანია გაკოტრებამდე მივიდეს და მისი აქციების ფასი $0-ს გაუტოლდეს.

  1. მოძებნეთ ბიზნესები, რომლებსაც ფასის გაზრდა შეუძლია

განაკვეთების მატებასთან ერთად, ვალის მქონე ბიზნესების მარჟები შემცირდება. მათ, ვისაც შეუძლია, რომ ვალის მომსახურების გაზრდილი ხარჯები, უფრო მაღალი ფასების საშუალებით კლიენტებზე გადაიტანოს, ამ პრობლემასთან გამკლავების უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია. ამიტომ ასეთი უპირატესობის მქონე კომპანიებში ინვესტირებაზე ორიენტირდით.

  1. ფოკუსირდით თქვენს მფლობელობაში არსებული კომპანიების ღირებულებაზე

ყურადღება მიაქციეთ ისეთ კომპანიებს, რომელთა აქციები, მათ მიერ ფულადი ნაკადების გამომუშავების პოტენციალთან შედარებით, სამართლიანად ან იაფად შეფასებულად გამოიყურება, რადგან მათი ფასები, საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად, შეიძლება, ნაკლებად შემცირდეს. რაც უფრო იაფად არის კომპანია შეფასებული, მით უფრო მეტად არის მისი საბაზრო ღირებულება დამოკიდებული მის დადასტურებულ შესრულებაზე, ვიდრე მომავალში სწრაფი ზრდის პოტენციალზე.

წინა

საუკეთესო კომპანიები, რომელში ინვესტირებაც ღირს: 2022 წლის მონაცემები

შემდეგი

გახდეთ მილიონერი – იმაზე მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გახდეთ მილიონერი – იმაზე მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ

გახდეთ მილიონერი - იმაზე მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved