• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ უნდა აარიდოთ თავი ამ გავრცელებულ საინვესტიციო შეცდომას?

აგვისტო 23, 2022
in ინვესტიციის ანბანი
როგორ უნდა აარიდოთ თავი ამ გავრცელებულ საინვესტიციო შეცდომას?
გაზიარება

ინვესტირება შესაძლოა რთული იყოს და მუდამ სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია. თქვენი ინვესტიციებისგან მნიშვნელოვანი ანაზღაურების მიღებას ხშირად ათწლეულები სჭირდება, რაც რთულს ხდის იმის გაგებას, იღებთ თუ არა სწორ გადაწყვეტილებებს მოკლევადიან პერიოდში.

ინვესტირება დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი სიმდიდრის დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტირებასთან დაკავშირებით ერთიანი, უნივერსალური მიდგომა არ არსებობს, ეს სინანულის მიზეზი, რომელსაც სტატიაში განვიხილავთ ბევრისთვის ნაცნობია და მისი თავიდან აცილება საკმაოდ მარტივი გზით შეიძლება.

არასტაბილურობის მართვა სწორი (და არასწორი) გზით

როდესაც ინვესტირებას იწყებთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ საფონდო ბირჟას არასტაბილურობა ახასიათებს. ამისთვის მზად უნდა იყოთ. მრავალ ინვესტორს, ბირჟის ვარდნის ფონზე, პანიკა იპყრობს, ეს კი კარგს არაფერს მოგიტანთ. ამის შემდეგ, შესაძლოა, თქვენი ინვესტიციების გამუდმებით შემოწმებით შეპყრობილი გახდეთ, საბოლოოდ კი ასეთ რთულ პერიოდში, მრავალი ახალბედა ინვესტორი ფულის ბირჟიდან გამოტანას ირჩევს.

თუ მსგავს მდგომარეობაში ხართ, გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ. საფონდო ბირჟაზე ოპერირება შეიძლება სტრესული იყოს და ვარდნასთან გამკლავება ზოგჯერ ძალიან რთულია – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი სასიცოცხლო დანაზოგი ინვესტიციებთან არის დაკავშირებული.

თუმცა, არასტაბილურობა ნორმალური მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება, საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ ამ დროს გააკეთოთ არის იგნორირება და გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნება.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, როდესაც ბაზარი მერყევია

ინვესტირება გრძელვადიანი სტრატეგიაა. რთული ნაწილი ის არის, რომ მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღებას, შეიძლება, წლები დასჭირდეს.

თუმცა, გრძელვადიანი მიდგომის გამოყენების ერთ-ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ ასეთ დროს თქვენთვის მოკლევადიანი ცვალებადობა მნიშვნელობას კარგავს. შესაძლოა, თქვენმა ინვესტიციებმა კვირების ან თვეების განმავლობაში დიდი დარტყმები მიიღოს, მაგრამ მთავარია მათი წარმადობა ათწლეულების განმავლობაში. როდესაც ორიენტირებული ხართ გრძელვადიან პერსპექტივაზე, ბაზრის ყოველდღიური რყევების იგნორირება უფრო ადვილია.

გასაგებად რომ ვთქვათ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ განზრახ უნდა დარჩეთ არაინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება საფონდო ბირჟაზე და ეკონომიკაში. მაგრამ შეეცადეთ ემოციებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდოთ.

როდესაც ეჭვები შეგიპყრობთ, გახსოვდეთ, რომ საფონდო ბირჟამ ათეულობით მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა და საბოლოოდ ყველა დაბრკოლება გადალახა. მიუხედავად ყველაფრისა, 2000 წლიდან S&P 500 190%-ით არის გაზრდილი.

S&P 500 Performance Since 2000

საფონდო ბირჟის არასტაბილურობასთან გამკლავება გამოცდილ ინვესტორებსაც კი უჭირთ. თუმცა გამოცდილება მათ სიტუაციის სხვა კუთხით გაანალიზების უნარს სძენს. თუ შეძლებთ, რომ მოკლევადიანი რყევები უგულებელყოთ და ფული ბაზარზე გრძელვადიან პერსპექტივაში დააბანდოთ, სიმდიდრის გამომუშავებისკენ მიმავალ სწორ გზაზე დადგებით.

წინა

4 რამ, რასაც უძრავი ქონების ჭკვიანი ინვესტორები ნებისმიერ საბაზრო პირობებში აკეთებენ

შემდეგი

3 ყველაზე უსაფრთხო საბანკო დივიდენდური აქცია

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 ყველაზე უსაფრთხო საბანკო დივიდენდური აქცია

3 ყველაზე უსაფრთხო საბანკო დივიდენდური აქცია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved