• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ შეიძლება მაღალი ინფლაცია სტაგფლაციად იქცეს?

მაისი 16, 2022
in ინვესტიციის ანბანი
როგორ შეიძლება მაღალი ინფლაცია სტაგფლაციად იქცეს?
გაზიარება

ამჟამად აშშ-ის ეკონომიკური მდგომარეობა ძლიერი არ არის. ინფლაცია დაახლოებით 8.5%-ს შეადგენს, ხოლო მთლიანი ეკონომიკა პირველ კვარტალში წლიური 1.4%-ით შემცირდა. რეცესიის ოფიციალურად გამოცხადებას კლებადი ეკონომიკის ორი მეოთხედი ჭირდება, მაგრამ გამაფრთხილებელი ნიშნები საშინელია.

მაღალი ინფლაციისა და დაბალი ეკონომიკური ზრდის კომბინაციას შემზარავი სახელი აქვს: სტაგფლაცია. სტაგფლაციას ხშირად მრავალი სახის პრობლემები მოაქვს, რადგან კომპანიები ხარჯების შემცირებას ცდილობენ, ხოლო მომხმარებლები მუდმივად მზარდი ფასების პრობლემის წინაშე დგანან. სამწუხაროდ, მაღალი ინფლაცია, შეიძლება, ხშირად სტაგფლაციაში გადაიზარდოს და სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია უკვე დაწყებულია.

თანამშრომლების დათხოვნა: ხარჯების შემცირების მთავარი ნიშანი

უკვე შეინიშნება ადრეული ნიშნები იმისა, რომ კომპანიები პერსონალის ხარჯების შემცირებას ცდილობენ. Robinhood Markets-ის მიერ ბოლოდროინდელი თანამშრომლების დათხოვნა, Meta Platfroms-ში ახალი პერსონალის დაქირავების შეჩერება და Ford Motors Company-ში მიმდინარე საინჟინრო შემცირებები შეიძლება მხოლოდ აისბერგის წვერი იყოს.

ძირითადად, კომპანიები შემცირებას მიმართავენ მაშინ, როდესაც მომუშავე პერსონალის შენარჩუნების ხარჯები მათგან მიღებულ სარგებელს აჭარბებს. ინფლაციის ზრდასთან ერთად, მომუშავეები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ იმისთვის, რომ თავიანთი გაზრდილი ხარჯების გამკლავება შეძლონ, ბიზნესს კი, თავის მხრივ, საკუთარი ხარჯების შემცირებაზე უწევს ფიქრი.

ინფლაციური პერიოდის განმავლობაში, დარჩენილ თანამშრომლებს შეუძლიათ ხელფასის გაზრდას მიაღწიონ გათავისუფლებული პერსონალის სამუშაოს შესრულებით. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების გათავისუფლების შედეგად კომპანია ხარჯების შემცირებას შეძლებს, მას სწრაფი ზრდის ტემპის შენარჩუნება გაუჭირდება.

როდესაც ერთი კომპანია ასეთ არჩევანს აკეთებს, ეს შეიძლება მის მოკლევადიან მოგებას წაადგეს, თუმცა როდესაც კომპანიების უმეტესობა ასე იქცევა, მთლიანი ეკონომიკის ზრდა მცირდება. ეს არის სტაგნაცია.

ინფლაცია, როგორც მკაცრი სამომხმარებლო არჩევანის იძულება

ინფლაციის დროს ადამიანები ხარჯების შემცირებას ცდილობენ, ამიტომ ისინი პრიორიტეტებს უფრო ფრთხილად საზღვრავენ და მეტის დაზოგვაზე ორიენტირდებიან. თუ კონკრეტული ადამიანის ხელფასი ამაღლებულ ფასებს არ შეესაბამება, მან უნდა აირჩიოს, თუ რა მიმართულებით დახარჯავს თავის შეზღუდულ რესურსებს. ასეთი არჩევანის გაკეთების აუცილებლობისას, ადამიანები, როგორც წესი ფოკუსირდებიან მხოლოდ იმაზე, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მომხმარებლის მოთხოვნის შემცირება შენელებული ეკონომიკის ნიშანია.

Stagflation

რისი გაკეთება შეგვიძლია?

ამ წინაღობის წარმატებულად გადასალახად, პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ფინანსები წესრიგშია. თუ მაღალპროცენტიანი ვალების გადახდის საშუალება გაქვთ, გააკეთეთ ეს. თუ ამის ფუფუნება არ გაქვთ, გაარკვიეთ, როგორ შეიძლება მისი უფრო დაბალ და საუკეთესო შემთხვევაში ფიქსირებულ პროცენტებში რეფინანსირება. ასევე, ამ ვალების რაც შეიძლება სწრაფად გადასახდელად „ზვავის“ მეთოდი გამოიყენეთ.

„ზვავის“ მეთოდის გამოსაყენებლად დაახარისხეთ თქვენი ვალები საპროცენტო განაკვეთების მიხედვით (მაღლიდან დაბლა). თითოეული ვალისთვის (ყველაზე მაღალპროცენტიანის გამოკლებით) გადაიხადეთ მინიმუმი. ყველაზე მაღალპროცენტიანი ვალისთვის კი გადაიხადეთ იმდენი, რამდენსაც გასწვდებით. შემდეგ იგივე გააკეთეთ მომდევნო მაღალპროცენტიანი ვალისთვის და გაიმეორეთ ეს პროცესი იქამდე, სანამ ყველა ვალს არ გადაიხდით.

შესაძლოა ვალის გარკვეული ნაწილი ჯერჯერობით დაუფარავი გქონდეთ და ისე მიმართოთ ინვესტირებას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ვალი ვალდებულებაა. ასევე გაიაზრეთ, რომ აქციების ფასები ყოველთვის არ იზრდება და, შესაძლოა, ვალის დასაფარად აქციების ფულად ქცევის ხელსაყრელი საშუალება ყოველთვის არ მოგეცეთ.

ვალების კონტროლქვეშ მოქცევის შემდეგ, შექმენით საგანგებო ფონდი, რომელიც 3-დან 6 თვემდე საცხოვრებელ ხარჯებს გასწვდება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ინფლაციურ გარემოში ფული, დროთა განმავლობაში, ღირებულებას კარგავს, ამიტომ დაზოგვისას ზომიერება დაიცავით.

ვალების გაკონტროლებისა და საგანგებო ფონდის შექმნის შემდეგ, თავისუფლად შეგიძლიათ დაიწყოთ ინვესტირება იმისთვის, რომ ინფლაციის დამარცხება შეძლოთ. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ ინვესტირება გრძელვადიანი პროცესია და იმ ბიზნესის რეალური ღირებულების შესაფასებლად, რომელშიც თქვენ ინვესტიციას დებთ, ბაზარს შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.

დაიწყეთ ახლავე

მაღალი ინფლაცია და დაბალი ეკონომიკური ზრდა ხშირად კომბინირებულია და ორივე ერთად უარყოფითად ზემოქმედებს როგორც საფონდო ბირჟაზე, ასევე სამუშაო ბაზარზე. ნებისმიერი სცენარისთვის უნდა იყოთ მზად, რადგან დადგება თუ არა ყველაზე ცუდი რეალობა, თქვენ მყარი საფუძველი გექნებათ შემუშავებული, რაც ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი ფაქტორია.

წინა

3 საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ

შემდეგი

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved