• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

ჩვევები, რომლებიც უკეთეს ინვესტორად ქცევაში დაგეხმარებათ

თებერვალი 22, 2023
in ინვესტიციის ანბანი
ჩვევები, რომლებიც უკეთეს ინვესტორად ქცევაში დაგეხმარებათ
გაზიარება

„ჩვენ ვართ ის, რასაც ხშირად ვაკეთებთ“ — თქვა არისტოტელემ. „სრულყოფილება მოდის არა ჩვენი ქმედებებიდან, არამედ ჩვენი ჩვევებიდან.“

სასარგებლო ჩვევების გამომუშავება დაგეხმარებათ, გახდეთ უკეთესი ინვესტორი და დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ.

  1. დაიწყეთ ადრე

საქმის გადადების ჩვევის ნაცვლად დროულად მოქმედების უნარი ინვესტირების სამყაროში დიდ სარგებელს მოგიტანთ. ინვესტირების ადრე დაწყებით დრო თქვენი მოკავშირე გახდება და მოგეცემათ საშუალება, რთული პროცენტის ძალა მაქსიმალურად გამოიყენოთ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტირების ადრე დაწყება და რაოდენ დიდია სხვაობა საბოლოო შედეგებში.

Power of Time
  1. ჩადეთ ინვესტიცია რეგულარულად

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად დაზოგვისა და ინვესტირების ჩვევა გამოიმუშაოთ, რათა მიღებული სარგებელი მაქსიმალურად გაზარდოთ. დაიწყეთ თქვენი ფინანსების მართვა და წინასწარ განსაზღვრეთ, თუ ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილს დააბანდებთ, ნაცვლად იმისა, რომ ეს პროცესი უმართავი და არათანმიმდევრული იყოს.

  1. ჩამოაყალიბეთ აქტივთა სასურველი განაწილება და პორტფელი რეგულარულად გადააბალანსეთ

თქვენს საინვესტიციო პორტფელში აქტივთა განაწილება განსაზღვრავს ურთიერთობას მოსალოდნელ რისკსა და სარგებელს შორის. ინვესტიციების ნაზავში ზუსტი პროცენტული მაჩვენებლები დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის დონეზე და დროის ჰორიზონტზე.

აქციებს, ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა აქტივებთან შედარებით, ისტორიულად უფრო მაღალი მოკლევადიანი რისკი, მაგრამ ყველაზე მაღალი გრძელვადიანი ანაზღაურება ახასიათებს. თუ თქვენი დროის ჰორიზონტი გრძელია, ორიენტირებული ხართ ზრდაზე და მზად ხართ, გარკვეულ ცვალებადობას გაუძლოთ, მაშინ შეგიძლიათ პორტფელში ამ აქტივის წარმომადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი გაზარდოთ.

ობლიგაციები ზოგადად ნაკლებად ცვალებადია, ვიდრე აქციები, მაგრამ გვთავაზობს უფრო მოკრძალებულ ანაზღაურებას. თუ თქვენ უფრო მოკლე დროის ჰორიზონტი ან რისკის მიმართ დაბალი ტოლერანტობა გაქვთ, მაშინ, შესაძლოა, პორტფელში ობლიგაციების წილი გაზარდოთ.

ნაღდი ფული და ფულადი ეკვივალენტები ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციებია, მაგრამ ისინი ყველაზე დაბალ შემოსავალს გვთავაზობს. ნაღდ ფულზე დაფუძნებულ ინვესტიციებში ფულის დაკარგვის შანსი დაბალია, ამიტომ მათზე ორიენტირება მაშინ ღირს, თუ პენსიაზე გასვლასთან ახლოს ხართ. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირებული ინვესტორისთვის ასეთი ვარიანტი არ არის მომგებიანი — დროთა განმავლობაში ფულადი სახსრების მსყიდველუნარიანობაზე ინფლაცია ნეგატიურად იმოქმედებს.

  1. მიმართეთ დივერსიფიკაციას

არსებობს მრავალი განსხვავებული ბაზარი და ბევრი სხვადასხვა სახის ინვესტიცია, მათი ფასები კი განსხვავებულად მოძრაობს. კარგად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი დაგეხმარებათ, შეამციროთ ცვალებადობის ეფექტი და რისკი დააბალანსოთ.

  1. აკონტროლეთ ემოციები

ემოციები გვაქცევს ადამიანებად, მაგრამ არა — უკეთეს ინვესტორებად. ბაზრის აღმავლობამ და ვარდნამ, რაც სავსებით ბუნებრივი მოვლენაა, შეიძლება ჩვენში სიხარბე ან შიში გამოიწვიოს, რაც გვარღვევინებს მთავარ ფორმულას — იყიდე იაფად, გაყიდე ძვირად. ემოციების გაკონტროლება დაგეხმარებათ, უგულებელყოთ მოკლევადიანი რყევები და გრძელვადიანი მიდგომა შეინარჩუნოთ.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Donnelley Financial Solutions-ის აქციები ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Palo Alto Networks-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Palo Alto Networks-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Palo Alto Networks-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved