• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს გენერალური ვალდებულების ობლიგაცია?

სექტემბერი 15, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს გენერალური ვალდებულების ობლიგაცია?
გაზიარება

გენერალური ვალდებულების ობლიგაციები, ან GO ობლიგაციები არის მუნიციპალური ობლიგაციები, რომლებიც შემოსავლის მომპოვებელ კონკრეტულ პროექტთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული. როგორც წესი, GO ობლიგაციები გამოიყენება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომლებიც პირდაპირ შემოსავალს არ გამოიმუშავებს.

პირდაპირი შემოსავლის ნაცვლად, მუნიციპალიტეტის შესაძლებლობა – დაბეგროს, GO ობლიგაციების უსაფრთხოებისთვის გამოიყენება. ზოგჯერ მუნიციპალიტეტმა შეიძლება ლოკალური ქონების ან გაყიდვების გადასახადი გაზარდოს, რათა ობლიგაციების მფლობელებისადმი არსებული ვალდებულებები დააკმაყოფილოს.

დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ აგროვებენ ადგილობრივი ხელისუფლებები ფულს GO ობლიგაციებისთვის, გავეცნობით სხვადასხვა სახის გენერალური ვალდებულების ობლიგაციებს და ამ ტიპის ფასიანი ქაღალდების შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს ვუპასუხებთ.

GO ობლიგაციების გააზრება

GO ობლიგაციები არის სავალო ინსტრუმენტები, რომლებიც შტატისა და ქალაქის მთავრობების მიერ მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ფართო სპექტრის დასაფარად არის გამოშვებული. ისინი საყოველთაოდ გამოყენებული დაფინანსების ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება პროექტის ხარჯების სახაზინო სახსრებით დაფარვის ნაცვლად, მის დაფინანსებას ამჯობინებს. GO ობლიგაციების ფონდის პროექტების მაგალითები მოიცავს:

  • ქუჩების გაუმჯობესება
  • წყალდიდობისა და ეროზიის კონტროლი
  • პარკები და კეთილმოწყობა
  • სკოლების გაუმჯობესება ან მშენებლობა
  • ისეთი ობიექტების მშენებლობა და გაუმჯობესება, როგორიც არის ბიბლიოთეკები, პოლიციის განყოფილებები და სახანძრო სადგურები
  • ტროტუარების ან ველობილიკების დამატება

GO ობლიგაციები აშშ-ის მუნიციპალური ობლიგაციების მთლიანი ბაზრის 27%-ს შეადგენს. ეს პროცენტი დაახლოებით თანაბრად იყოფა სახელმწიფო და ადგილობრივ GO-ებს შორის. ობლიგაციების ბაზრის უმრავლესობას კი შემოსავლიანი ობლიგაციები (მუნიციპალური ობლიგაციების კლასი, გამოშვებული საჯარო პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც ინვესტორების ანაზღაურებას ამ პროექტის მიერ გამომუშავებული შემოსავლიდან უზრუნველყოფს).

Investor

ისტორიულად, GO ობლიგაციები ითვლება უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე შემოსავლიანი ობლიგაციები. ნაკლებად რისკიანობის გამო, მათ დაბალი სარგებელი გააჩნდა, მაგრამ ეს შეიცვალა 2013 წელს დეტროიტის გაკოტრების შემდეგ, როდესაც ქალაქი ამტკიცებდა, რომ მისი GO-ს მფლობელები იყვნენ „დაუცველი“ კრედიტორები. ეს ეწინააღმდეგებოდა ინვესტორების რწმენას, რომ GO ობლიგაციებს თან სდევდა „დაცული“ კრედიტორის სტატუსი, რაც გამომშვების დეფოლტის შემთხვევაში GO-ს მფლობელს პრიორიტეტს ანიჭებდა.

შტატისა და ადგილობრივი ხელისუფლების გაკოტრების შემთხვევები იშვიათია, მაგრამ მაინც არსებობს რისკები, რომელთა შესახებაც GO ობლიგაციების მფლობელმა ინვესტორებმა უნდა იცოდნენ. სწორედ ეს რისკი არის მიზეზი იმისა, რომ GO ობლიგაციებს გააჩნია უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ვიდრე სახაზინო ფასიან ქაღალდებს.

GO ობლიგაციების ტიპები

გენერალური ვალდებულების ობლიგაციების ორი ძირითადი ტიპი არსებობს: შეზღუდული GO ობლიგაციები და შეუზღუდავი GO ობლიგაციები. ორივე მათგანი მხარდაჭერილია ემიტენტი მუნიციპალიტეტის საერთო შემოსავლებით, მაგრამ ისინი, ობლიგაციების მფლობელებისთვის გადახდის მიზნით, გადასახადების დაკისრების უნარით განსხვავდება.

შეზღუდული GO ობლიგაციები

შეზღუდულ GO ობლიგაციებს აქვს ლიმიტი, თუ რამდენად შეუძლია ობლიგაციების ემიტენტს გაზარდოს გადასახადები, რათა ობლიგაციებს მფლობელებს ფული დაუბრუნოს. ეს ლიმიტი განსხვავდება და ობლიგაციების შეთავაზების განცხადებაში ზოგადად დეტალურად არის აღწერილი. გადასახადების გაზრდის შესაძლებლობის ლიმიტირება, შეზღუდულ GO ობლიგაციებს უფრო სარისკოს ხდის.

შეუზღუდავი GO ობლიგაციები

შეუზღუდავი GO ობლიგაციების ორი სახეობა არსებობს. ერთს სპეციალური გადასახადები გააჩნია, ხოლო მეორეს – არა.

შეუზღუდავი GO ობლიგაციები სპეციალური გადასახადებით ნიშნავს, რომ მას გააჩნია სპეციფიკური გადასახადი, როგორც წესი, ქონების გადასახადი, რომელიც დავალიანების დასაბრუნებლად იქნება გამოყენებული. ამ ტიპის GO ობლიგაციებით, მუნიციპალიტეტი, როგორც წესი, პირობას დებს, რომ გამოიყენებს სხვა ხელმისაწვდომ სახსრებს ან გაზრდის გადასახადებს, თუ ობლიგაციის მფლობელისთვის საჭირო თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს. ასეთი ტიპის ფასიანი ქაღალდი, ყველაზე ძლიერ და უსაფრთხო GO ობლიგაციად ითვლება.

შეუზღუდავი GO ობლიგაცია სპეციალური გადასახადების გარეშე ობლიგაციის მფლობელის წინაშე არსებულ ვალდებულებას გადაიხდის ზოგადი შემოსავლებიდან და არა პროექტთან დაკავშირებული კონკრეტული გადასახადიდან. ამ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ ხელისუფლებას ვალდებულებების შესასრულებლად საკმარისი სახსრები არ გააჩნია, მან, სხვაობის დასაფარად, გადასახადები უნდა გაზარდოს. შეუზღუდავი GO ობლიგაციები სპეციალური გადასახადების გარეშე ნაკლებად უსაფრთხოა, ვიდრე სპეციალური გადასახადებით, მაგრამ შეზღუდულ GO ობლიგაციებთან შედარებით, ისინი მაინც უფრო უსაფრთხო სავალო ინსტრუმენტია.

წინა

აღდგება თუ არა საფონდო ბირჟა 2023 წელს?

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ ნავთობმწარმოებელი კომპანიების აქციების ფასები?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ივნისი 1, 2023
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

by Giorgi
მაისი 24, 2023
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
მაისი 10, 2023
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
ინვესტიციის ანბანი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

by Giorgi
აპრილი 20, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ ნავთობმწარმოებელი კომპანიების აქციების ფასები?

რატომ შემცირდა გუშინ ნავთობმწარმოებელი კომპანიების აქციების ფასები?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved