• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

სახიფათო საინვესტიციო შეცდომა, რომელიც ბაზრის ვარდნისას უნდა აირიდოთ

სექტემბერი 6, 2022
in ინვესტიციის ანბანი
სახიფათო საინვესტიციო შეცდომა, რომელიც ბაზრის ვარდნისას უნდა აირიდოთ
გაზიარება

საფონდო ბირჟა მთელი წლის განმავლობაში ძალიან ცვალებადია და ბევრი ინვესტორი ამ გარემოებით აღელვებულია. ასევე არსებობს შანსი, რომ რეცესიაც ვიხილოთ, რამაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ინვესტირება კიდევ უფრო გაართულოს.

გასაგებად რომ ვთქვათ, აშშ ოფიციალურად რეცესიაში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში დაღმავალია, ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ბიუროს – ორგანიზაციას, რომელიც რეცესიის გამოცხადებაზე არის პასუხისმგებელი, ჯერ არ განუცხადებია, რომ რეცესია დადგა.

თუ თქვენს ინვესტიციებზე პოტენციური რეცესიის ზემოქმედება გაწუხებთ, მარტო არ ხართ. მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით არავინ იცის, თუ რა მოხდება მომავალში, არსებობს ერთი სარისკო ნაბიჯი, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია.

თქვენი ინვესტიციების გაყიდვის რისკი

როდესაც საფონდო ბირჟა მღელვარეა, თქვენი ინვესტიციების დასაცავად რაიმეს გაკეთების სურვილი ნორმალურია. ასეთ დროს შეიძლება მაცდური იყოს თქვენი ფულის ბაზრიდან გატანის სურვილი იმ მიზნით, რომ არასტაბილურობის ზეგავლენა თავიდან აიცილოთ.

თუმცა, ვინაიდან საფონდო ბირჟა არაპროგნოზირებადია, ეს სტრატეგია შეიძლება სარისკო და ხშირ შემთხვევაში ძვირი იყოს.

მაგალითად, თუ გაწუხებთ ის ფაქტი, რომ აქციების ფასები უახლოეს მომავალში დაეცემა, ამიტომ ინვესტიციებს ყიდით და ფული ბაზრიდან გამოგაქვთ, ყოველთვის არის შანსი, რომ მომავალში ფასები, დაცემის ნაცვლად, გაიზარდოს. ამ შემთხვევაში თქვენ დიდი შემოსავლის მიღების შანსს დაკარგავთ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კი ნათლად ჩანს რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საფონდო ბირჟაზე ზრდის გამოტოვება:

Advantage of Long Term Outlook

შემდეგ თუ თქვენი ინვესტიციების გაყიდვას ინანებთ და ბაზარზე რეინვესტირებას გადაწყვეტთ, გაზრდილი ფასების გამო იმავე აქციებისთვის მეტი ფულის გადახდა მოგიწევთ. ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ გამოტოვებთ პოტენციურ მოგებას, არამედ უფრო მაღალი საფასურის გადახდით ფულსაც დაკარგავთ.

უფრო უსაფრთხო გზა თქვენი ფულის დასაცავად

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, არასტაბილურობის პერიოდში თქვენი ფულის დასაცავად ერთ-ერთი საუკეთესო გზა არაფრის გაკეთებაა. უბრალოდ შეინარჩუნეთ თქვენი ინვესტიციები (იმ შემთხვევაში თუ თქვენს მფლობელობაში ხარისხიანი აქციებია და კომპანიის ბიზნესის საფუძვლებში უარესობისკენ არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც ინვესტიცია განახორციელეთ) და ბაზრის სტაბილიზაციას დაელოდეთ.

ტექნიკურად, თქვენ ფულს არ დაკარგავთ, თუ აქციებს არ გაყიდით. მოკლევადიან პერიოდში, შესაძლოა, თქვენმა საინვესტიციო პორტფელმა ღირებულება დაკარგოს, თუ აქციების ფასები შემცირდება, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია. საბოლოოდ, ბაზარი აღდგება და თქვენმა პორტფელმა თავისი ღირებულება უნდა დაიბრუნოს. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ S&P 500-ის bear ბაზრების ისტორია იხილოთ:

S&P 500 Bear Market History

თქვენი საინვესტიციო პორტფელის აღდგენის საუკეთესო შანსების შესანარჩუნებლად, რამდენიმე მარტივი ნაბიჯი არსებობს:

  • დარწმუნდით, რომ თქვენი პორტფელი სათანადოდ არის დივერსიფიცირებული: კარგად დივერსიფიცირებული პორტფელი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 25 აქციას სხვადასხვა ინდუსტრიიდან. ასეთ შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ თქვენი ერთი ან ორი აქცია რეცესიის გადალახვას ვერ შეძლებს, ეს თქვენს დანარჩენ პორტფელზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს.
  • ინვესტიცია ჩადეთ იმ ფულით, რომელიც უახლოეს მომავალში არ დაგჭირდებათ: ბაზრის ვარდნა ინვესტიციების გასაყიდად ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დროა, რადგან აქციების ფასები შემცირებულია. თუ ინვესტირებას დაიწყებთ, მაშინ მზად უნდა იყოთ ბაზარზე თქვენი ფულის მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში დასატოვებლად.
  • შეარჩიეთ სწორი აქციები: უფრო სავარაუდოა, რომ კომპანიები, რომლებსაც მყარი ბიზნეს საფუძვლები გააჩნია, რთული ეკონომიკური პერიოდის გადალახვას შეძლებს. რაც უფრო მეტ ასეთ აქციას ფლობთ, მით მეტია შანსი, რომ თქვენი პორტფელი ვარდნას გადალახავს.

ბაზრის ვარდნა დიდი გამოწვევაა და ასეთ დროს ღელვა ნორმალურია. თუმცა, გრძელვადიანი სტრატეგიის შენარჩუნებით და სწორ აქციებში ინვესტირებით, თქვენი ფული მაქსიმალურად დაცული იქნება.

წინა

განსხვავებები ჩვეულებრივ და პრივილეგირებულ აქციებს შორის

შემდეგი

Disney-ს ინვესტორებს წინ მნიშვნელოვანი კვირა ელით

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება

by Giorgi
მარტი 22, 2023
საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ

by Giorgi
მარტი 16, 2023
4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ
ინვესტიციის ანბანი

4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ

by Giorgi
მარტი 15, 2023
საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ

by Giorgi
მარტი 10, 2023
ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად
ინვესტიციის ანბანი

ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად

by Giorgi
მარტი 1, 2023
მეტი
შემდეგი
Disney-ს ინვესტორებს წინ მნიშვნელოვანი კვირა ელით

Disney-ს ინვესტორებს წინ მნიშვნელოვანი კვირა ელით

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved