• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს Bull და Bear ბაზრები?

მაისი 27, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს Bull და Bear ბაზრები?
გაზიარება

რა არის Bull Market?

როგორც წესი, bull market-ს, ასევე ცნობილი, როგორც bull run, ადგილი აქვს დასაქმების მაღალი მაჩვენებლების მქონე ხელსაყრელ ეკონომიკურ პირობებში. Bull market-ის დროს ინვესტორებს სჯერათ, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, რაც კომპანიების აქციების სტაბილურ ზრდას იწვევს.

რა არის Bear Market?

Bear market, როგორც წესი, ჩნდება დაღმავალ ეკონომიკაში, რომელიც განიცდის დუნე ან ნეგატიურ ზრდას, რაც ხშირად უმუშევრობის მზარდი მაჩვენებლით აღინიშნება. „ნამდვილი“ bear market-ის დროს ინვესტორებს მიაჩნიათ, რომ კლების ტენდენცია გაგრძელდება, რაც მდგრად დაღმავალ სპირალად გარდაიქმნება.

Bull Marker VS Bear Market

ფინანსური ბაზრები და ინვესტორების დამოკიდებულება მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. როგორც ასეთი, bull და bear ბაზრები აღწერს არა მხოლოდ საინვესტიციო ტენდენციებს, არამედ იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ინვესტორებს ბაზრების მიმართ.

Bull ბაზრებზე ფასიანი ქაღალდები განიცდის ძლიერ მოთხოვნას და სუსტ მიწოდებას, რაც ფასების ზრდას იწვევს და ინვესტორები, პოზიციების შესაძენად და მოგების მისაღებად ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. Bull ბაზრების დროს, მომხმარებლები ხშირად ხარჯავენ მეტს, შესაბამისად, კომპანიები უფრო დიდ მოგებას იღებს, ეს კი აქციების ფასების ზრდას უწყობს ხელს.

Bear ბაზარზე საპირისპირო მდგომარეობაა. როდესაც ფასები იკლებს (რაც, შეიძლება, გამოწვეული იყოს სუსტი კვარტალური ანგარიშების სეზონით, ცუდი ეკონომიკური პირობებით ან უმუშევრობის მაღალი დონით), ინვესტორებს თავიანთი აქციების გაყიდვა სურთ. რაც უფრო მეტი ინვესტორი ტოვებს ბაზარს, მით უფრო მცირდება ფასები, ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტ ინვესტორს აშინებს. გარდა ამისა, შეიძლება, კომპანიების შემოსავალი შემცირდეს, რადგან იზრდება უმუშევრობა და იკლებს სამომხმარებლო ხარჯები, რაც კიდევ უფრო აგრძელებს ციკლს. შედეგად, შესაძლოა, თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება და ინვესტიციის ანაზღაურება შემცირდეს.

რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

Bull და bear ბაზრებმა, შესაძლოა, თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს, რადგან ორივეს თან ახლავს როგორც რისკები, ასევე უნიკალური სავაჭრო შესაძლებლობები.

Bull ბაზრებზე ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ფასების მატებით ადრეულ პერიოდში პოზიციების გახსნით და შემდეგ მათი უფრო ძვირად გაყიდვით, თუმცა ბაზართან სინქრონიზების მცდელობა, შეიძლება, სარისკო იყოს. მიუხედავად იმისა, რომ bull ბაზრებს შემოსავლის მიღების უფრო მაღალი ალბათობა ახასიათებს, გარანტიები არ არსებობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი კრახს განიცდის.

Bear ბაზრებზე ზარალის შანსი იზრდება, რადგან ფასები მუდმივად იკლებს. მაშინაც კი, თუ თქვენ განახორციელებთ ინვესტიციას იმ იმედით, რომ ბაზარი გაიზრდება, შესაძლოა, მოკლევადიანი ზარალი განიცადოთ. ასეთ პერიოდში, ბევრი ინვესტორი მიმართავს „უფრო უსაფრთხო“ ინვესტიციებს, როგორიც არის ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდები და თავდაცვითი აქციები (აქციები, რომლებიც უზრუნველყოფს თანმიმდევრულ დივიდენდებს და სტაბილურ მოგებას, მიუხედავად მთლიანი ბაზრის მდგომარეობისა).

საუკეთესო საინვესტიციო სტრატეგია bull და bear ბაზრების პერიოდების გასავლელად არის გრძელვადიანი, „ყიდვა-შენარჩუნების“ მიდგომის გამოყენება. ეს სტრატეგია მოიცავს თქვენი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ დანაკარგები და მოგება გაზარდოთ. გრძელვადიანი მიდგომა ნიშნავს, რომ გაქვთ ფუფუნება bear ბაზარზე მაღალი ხარისხის აქციები დაბალ ფასად შეიძინოთ და შემდეგში, როდესაც მდგომარეობა გამოსწორდება, დიდი სარგებელი მიიღოთ.

წინა

შესაძლოა, ამ შეცდომის დაშვება სამომავლოდ ძვირად დაგიჯდეთ

შემდეგი

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved