ბევრი ადამიანი ოცნებობს გამდიდრებაზე, თუმცა კაცობრიობის ისტორიაში ძალიან ცოტამ შეძლო, მილიარდერი გამხდარიყო. ყველამ ვიცით, რომ მილიარდერად ქცევა ადვილი არ არის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამისთვის საფუძვლის შექმნაც თავად გიწევს. თუმცა ეს ნამდვილად შესაძლებელია და დღეს გაგიზიარებთ წარმოუდგენელ, მაგრამ ნამდვილ ამბავს ადამიანის შესახებ, რომელმაც ამის მიღწევა შეძლო. მისი სახელია სტიუარტ ჰორიში.
როგორ მიაღწია სტიუარტ ჰორიშმა წარმატებას?
სტიუარტ ჰორიშის ქონება ამჟამად $2 მილიარდს აჭარბებს. Forbes-ის 2019 წლის მილიარდერთა სიაში მან 1277-ე ადგილზე დაიკავა.
სტიუარტმა 1962 წელს კანზასის უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც იგი თავის მშობლიურ ქალაქ სალინაში დაბრუნდა, რათა საოჯახო შედუღება-მომარაგების კომპანიაში ემუშავა. 1980 წლისთვის სტიუარტი დაკავებული იყო საოჯახო ბიზნესით, რომელიც გამოწვევებს რამდენიმე ფრონტზე აწყდებოდა. კონკურენტები მის მოგებას აზარალებდნენ და თავად საოჯახო ბიზნესის გადარჩენაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
იმავე წელს იგი ფინანსებით დაინტერესდა და წაიკითხა ჯონ ტრეინის წიგნი — The Money Masters. ამ წიგნში შეჯამებულია მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორის (ჯონ ტემპლტონი, ბენჟამინ გრეჰემი, უორენ ბაფეტი) ჩვევები და ტაქტიკები. წაკითხულით შთაგონებულმა სტიურტმა მოქმედებაზე გადასვლა გადაწყვიტა.
მან უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის 40 აქცია შეიძინა — თითო $265-ად. რამდენიმე თვეში პოზიციები გაზარდა და უკვე Berkshire-ის 300 აქციას ფლობდა. სტიუარტმა არ იცოდა, რომ დროთა განმავლობაში ეს მოკრძალებული სტარტი მის ცხოვრებას სრულიად გარდაქმნიდა.
წლების განმავლობაში მან განაგრძო ოჯახური ბიზნესიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის უორენ ბაფეტის კომპანიაში ინვესტირება. პიკში ის Berkshire-ის 5,800 აქციას ფლობდა.
დღეს, Berkshire Hathaway-ის A კლასის აქცია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია და მისი ფასი დაახლოებით $500,000-ს შეადგენს. მხოლოდ ამ ერთ აქციაში ინვესტირებით და, რაც მთავარია, გრძელვადიანი მიდგომის შენარჩუნებით, სტიუარტ ჰორიში მილიარდერი გახდა.