• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები დამწყები ინვესტორებისთვის

მარტი 30, 2023
in ინვესტიციის ანბანი
საუკეთესო წიგნები დამწყები ინვესტორებისთვის
გაზიარება

დღეს ვისაუბრებთ წიგნების შესახებ, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს საინვესტიციო სამყაროს სპეციფიკის გააზრებაში დაეხმარება. ბევრი ამ წიგნთაგანი საცალო ინვესტორების ინტერესების გათვალისწინებით არის დაწერილი და მათში აღწერილია ბევრი საინტერესო საკითხი, მაგალითად: როგორ უნდა ვაკონტროლოთ სახსრები, როგორ შევქმნათ საინვესტიციო პორტფელი, როგორ გავზარდოთ საგადასახადო ეფექტურობა და ა.შ. გარდა ამისა, ამ წიგნების უმეტესობა საინვესტიციო ინდუსტრიის გამოჩენილმა ფიგურებმა დაწერეს.

  1. ბარტონ გორდონ მალკიელის “A Random Walk Down Wall Street”

ინვესტორებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, უნდა სცადონ თუ არა ბედი აქციების შეძენაში, უნდა წაიკითხონ A Random Walk Down Wall Street, რათა ამ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები გაიაზრონ. პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტი — ბარტონ გორდონ მალკიელი თავის წიგნში ასახავს ბაზრის დამარცხებისა და აქციების ფასების პროგნოზირების მცდელობის ამაოებას, მოჰყავს აკადემიური კვლევა, რომელიც ტექნიკურ და ფუნდამენტურ ანალიზში არსებულ ხარვეზებს წარმოაჩენს. ის ასკვნის, რომ მკითხველმა თავი აარიდოს აქციების შერჩევასა და აქტიურად მართული ურთიერთდახმარების ფონდებში ინვესტირებას, ამის ნაცვლად კი დაბალი დანახარჯების მქონე საინდექსო ფონდებზე ფოკუსირდნენ.

A Random Walk Down Wall Street
  1. ჯონ ბოგლის “The Little Book of Common Sense Investing: The Only Way to Guarantee Your Fair Share of Stock Market Returns”

ამ საინვესტიციო წიგნში ჯონ ბოგლი თავის იდეებს ლაკონიურად აცნობს იმ ადამიანებს, რომელთათვისაც ეს სფერო უცნობია. 2014 წელს აქციონერებისადმი მიწერილ წერილში უორენ ბაფეტმა ამ წიგნის წაკითხვა ყველას ურჩია.

თავად ავტორის თქმით, მასაც კი სჭირდებოდა დროდადრო საკუთარი რჩევების შეხსენება. ტონი რობინსთან საუბრისას ჯონმა აღნიშნა, რომ ბაზრის მკვეთრი ვარდნა მასზე მაინც ზემოქმედებდა და ამ დროს ხელახლა კითხულობდა თავის რამდენიმე წიგნს, რათა „კურსზე“ დაბრუნებულიყო.

The Little Book of Common Sense Investing The Only Way to Guarantee Your Fair Share of Stock Market Returns
  1. ჯონ ბოგლის “Common Sense on Mutual Funds: New Imperatives for the Intelligent Investor”

ამ კლასიკის პირველი გამოცემა 1999 წელს გამოქვეყნდა, მაგრამ ბოგლმა სრულიად განახლებული მეორე გამოცემა ათწლეულის შემდეგ გამოუშვა. ამ წიგნის მიზანია ინვესტორებს ურთიერთდახმარების ფონდების საქმიანობის გააზრებაში და ბოგლის მარტივი და დაბალ დანახარჯიანი საინვესტიციო სტრატეგიის უპირატესობის გაცნობიერებაში დაეხმაროს.

Morningstar-ში ფონდების კვლევის მმართველი დირექტორი და პრეზიდენტი — დონ ფილიფსი წიგნის შესახებ ამბობს: „ეს შეიძლება იყოს საუკეთესო წიგნი ურთიერთდახმარების ფონდების შესახებ“. მაიკლ ბატნიკმა — Ritholtz Wealth Management-ის კვლევის დირექტორმა, ჯონ ბოგლის ნამუშევარი საუკეთესო საინვესტიციო წიგნების სიაში შეიტანა.

Common Sense on Mutual Funds New Imperatives for the Intelligent Investor
  1. ჯოელ გრინბლატის “You Can Be a Stock Market Genius”

ეს წიგნი დაწერა ჯოელ გრინბლატმა, ცნობილმა ღირებულებაზე ორიენტირებულმა ინვესტორმა, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების სკოლიდან მოდის, იმავე ინსტიტუტიდან, რომელმაც ბენჟამინ გრეჰემისა და უორენ ბაფეტის კარიერა შექმნა. წიგნში ჯოელი უფრო მარტივ და ადვილად შესასრულებელ ინსტრუქციებად ანაწევრებს ფორმულას, რომელსაც ცნობილი ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორები იყენებენ. ჯოელი ასევე განუმარტავს მკითხველებს სხვადასხვა ტიპის კორპორატიულ მოვლენებს, როგორიცაა შერწყმა, კომპანიების გამოყოფა და რესტრუქტურიზაცია.

You Can Be a Stock Market Genius
  1. ნასიმ ნიკოლას ტალების “The Black Swan: The Impact of the Highly Improbable”

რისკ მენეჯმენტი საცალო და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. ამ წიგნში ტალები იყენებს სხვადასხვა აზროვნების სავარჯიშოებს, რათა აჩვენოს, თუ რამდენად არასაკმარისად აფასებენ ადამიანები (ინვესტორების ჩათვლით) უკიდურესად არაპროგნოზირებადი მოვლენების — ეგრეთ წოდებული „შავი გედების“ მოვლენების უკიდურეს ზეგავლენას.

The Black Swan The Impact of the Highly Improbable
  1. ბენჟამინ გრეჰემის “The Intelligent Investor”

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა. თუ გსურთ, კარგი ინვესტორი გახდეთ, ბენჟამინ გრეჰემის ამ წიგნის წაკითხვა აუცილებელია.

წიგნში მრავალ საინტერესო ციტატას აღმოაჩენთ, რომლებიც დაფიქრებისა და არსებული მოსაზრებების გადაფასებისკენ გიბიძგებთ. The Intelligent Investor მარტივი წასაკითხი არ არის, ადამიანები მას თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში სწავლობენ. თუმცა როდესაც საბოლოოდ გაიაზრებთ მას, თქვენს წინაშე სრულიად ახალი სამყარო გადაიშლება.

The Intelligent Investor
წინა

რატომ გაიზარდა გუშინ Amazon-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაორმაგდა მიმდინარე კვირის განმავლობაში Biomea Fusion-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაორმაგდა მიმდინარე კვირის განმავლობაში Biomea Fusion-ის აქციების ფასი?

რატომ გაორმაგდა მიმდინარე კვირის განმავლობაში Biomea Fusion-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved