• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

რას გვასწავლის უორენ ბაფეტისა და ჩარლი მანგერის პარტნიორობა ლიდერობის შესახებ?

მარტი 19, 2024
in ადამიანები
რას გვასწავლის უორენ ბაფეტისა და ჩარლი მანგერის პარტნიორობა ლიდერობის შესახებ?
გაზიარება

ჩარლი მანგერმა Berkshire Hathaway-ის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ეს არის გზავნილი, რომელიც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — უორენ ბაფეტმა, ხმამაღლა და მკაფიოდ მიაწოდა თავის ბოლო წერილში აქციონერებს. წერილი იწყება პატივისცემის გამოხატვით ჩარლი მანგერისადმი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იკავებდა Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობას, სანამ გასული წლის ნოემბერში გარდაიცვლებოდა.

ჩარლი მანგერი ხშირად „მეორე მევიოლინედ“ იყო წარმოჩენილი და თავად იგი ძირითადად ბაფეტს უთმობდა საჯარო ასპარეზს. თუმცა უორენმა თავისი ყოველწლიური წერილი რეალობის უკეთ წარმოსაჩენად გამოიყენა.

უორენ ბაფეტის თქმით, ჩარლის არასოდეს უცდია თავისი როლისთვის აღიარების მოპოვება. „ფიზიკურ სამყაროში დიდი შენობები დაკავშირებულია არქიტექტორებთან. მათ კი, ვინც საძირკველში ბეტონი ჩაასხა ან ფანჯრები დაამონტაჟა, მალე ივიწყებენ. Berkshire შესანიშნავ კომპანიად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ „სამშენებლო ჯგუფს“ დიდი ხანია ვხელმძღვანელობ, არქიტექტორის სტატუსი ჩარლის უნდა მიენიჭოს“ — განაცხადა ლეგენდარულმა ინვესტორმა.

ამ შესანიშნავი სიტყვებით ბაფეტი არა მხოლოდ პატივს მიაგებს თავის მეგობარს და საქმიან პარტნიორს, არამედ იგი გვასწავლის მნიშვნელოვან გაკვეთილს ემოციურად ინტელექტუალური ლიდერობის შესახებ. მოდით, ეს საკითხი უფრო დეტალურად განვიხილოთ.

თავმდაბალი ლიდერი

ბაფეტი და მანგერი ერთმანეთს 1959 წელს შეხვდნენ, როდესაც ორივე ერთსა და იმავე ვახშამს დაესწრო.

უორენ ბაფეტის პირველმა მეუღლემ — სიუზანმა ამ შეხვედრის გახსენებისას თქვა: „ვფიქრობ, უორენმა იგრძნო, რომ ჩარლი იყო ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც ოდესმე შეხვედრია, ჩარლი კი, თავის მხრივ, იმავეს ფიქრობდა უორენთან დაკავშირებით“.

ისინი მალე დამეგობრდნენ, დღეში რამდენჯერმე საუბრობდნენ ტელეფონით. როდესაც ბაფეტმა საკონტროლო პაკეტი შეიძინა Berkshire Hathaway-ში, რომელიც იმ პერიოდში ტექსტილი მწარმოებელი ჩამოშლილი კომპანია იყო, მანგერმა მას გადაწყვეტილება არ მოუწონა.

„თუმცა რადგან ეს ნაბიჯი უკვე გადავდგი, ის მეუბნებოდა, როგორ უნდა გამომესწორებინა შეცდომა“ — ჰყვება ბაფეტი.

რამდენიმე წელიწადში ჩარლი მანგერი კომპანიას შეუერთდა.

ბაფეტმა საინვესტიციო სამყაროში მოღვაწეობა დაიწყო, როგორც ღირებულებაზე ორიენტირებულმა ინვესტორმა, ცდილობდა აღმოეჩინა შეუმჩნეველი და, შესაბამისად, ბაზარზე დაუფასებელი კომპანიები. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავდა ისეთი აქციების პოვნას, რომლებსაც, რეალურად, თავიანთ საბაზრო ფასზე მაღალი შინაგანი ღირებულება გააჩნდა.

დროთა განმავლობაში ჩარლიმ ბაფეტი დაარწმუნა, რომ კონკრეტული აქციების საბაზრო ღირებულებით ყიდვას ან თუნდაც მათთვის პრემიის გადახდას შეიძლება აზრი ჰქონოდა, თუ კომპანიის მთავარი ღირებულება მომავალში იქნებოდა გამოვლენილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ შეიძლება კომპანიის აქციები ამჟამად ბაზარზე სწორად იყოს შეფასებული, მაგრამ ფასმა მომავალში გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწიოს.

ეს არის ზუსტად ის, რაც Berkshire-მა გააკეთა მაშინ, როდესაც ტკბილეულის მწარმოებელი ამერიკული კომპანია — See’s Candies შეიძინა. ეს იყო მანგერისა და ბაფეტის ყველაზე მსხვილი შენაძენი, ამავდროულად, ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც მათმა ფირმამ მთლიანად შეისყიდა. უორენ ბაფეტი $25 მილიონის გადახდას ყოყმანობდა. ეს ფასი სამჯერ აღემატებოდა კომპანიის საბალანსო ღირებულებას, ხოლო მის მიერ გამომუშავებულ წლიურ მოგებას — 6-ჯერ.

„ჩვენ See’s Candies-ში $25 მილიონი დავაბანდეთ და კომპანიამ $2 მილიარდის ოდენობით შემოსავალი მოგვიტანა (გადასახადებამდე). ეს ფული კი სხვა ბიზნესებში ინვესტირებისთვის გამოვიყენეთ“ — განაცხადა ბაფეტმა.

ეს ამბავი შესანიშნავად ასახავს თავმდაბლობის ძალას ბიზნესში.

უორენ ბაფეტი საკმარისად თავმდაბალი აღმოჩნდა, რომ ჩარლისთვის მოესმინა. გარდა ამისა, ბაფეტი უკვე დიდი ხანია, რაც საკუთარი საინვესტიციო ფილოსოფიის ჩამოყალიბებაში მანგერის როლს ხაზს უსვამს. მაგრამ თავის უახლეს წერილში უორენი კიდევ უფრო აფასებს პარტნიორს, მას კომპანიის არქიტექტორს უწოდებს და მკითხველებს სთხოვს, დაიმახსოვრონ, რომ ჩარლი მანგერი Berkshire Kathaway-ის წარმატების მთავარი მიზეზია.

ამავდროულად კი ვხედავთ ჩარლი მანგერის თავმდაბლობის შესანიშნავ მაგალითს. მიუხედავად საკუთარი დამსახურებებისა, იგი სიამოვნებით უთმობდა მეგობარს ასპარეზს და თავისი როლის საჯაროდ წარმოჩენისკენ არ ისწრაფოდა.

წინა

შესაძლოა, Alphabet-სა და Apple-ს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგეს

შემდეგი

რა ხდებოდა 19 მარტს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 19 მარტს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 19 მარტს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved