• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ჩემი პორტფელი

აკო ახალაია | ჩემი საინვესტიციო პორტფელი

იანვარი 14, 2022
in ჩემი პორტფელი
აკო ახალაია
გაზიარება

1. Შენი ტოპ 5 კომპანია, რომელშიც აკეთებ ინვესტირებას და რატომ?

ჩემთვის აქციებში ინვესტირება სიახლეა, ამის ინტერესი სულ მქონდა, მაგრამ მუდამ სხვების საქმე მეგონა და მეგონა რომ ასაკთან ერთად უნდა მოსულიყო ან ძალიან დიდი თანხით უნდა დამეწყო. როგორც კი ეს შესაძლებლობა გამიჩნდა პირველი ხუთეულიც იმ კომპანიებით დავაკომპლექტე რომლებთანაც უბრალოდ სიამოვნებით ექნება ნებისმიერ ადამიანს კავშირი.

  1. Apple (AAPL) – ბრენდი რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, კარიერაზე და თან მჯერა რომ დიდი პოტენციალი აქვს, ვიცი რომ ამ ორგანიზაციაში მუდამ არიან ადამიანები, რომლებიც სიახლეზე და ინოვაციაზე ფიქრობენ და ამიტომ მჯერა მათი.
  1. Google (GOOGL) – მეორე კომპანია სადაც ავტომატურად ინვესტირება გავაკეთე გუგლია, მათ სიახლეებს მუდმივად ვეცნობი, ვიცი როგორ და რა გზებით ეძებენ ადამიანებს განვითარებისთვის და მჯერა ეს კომპანიაც მომდევნო წლები მხოლოდ გაიზრდება.
  1. Amazon (AMZN) – ამაზონი გარდა იმისა რომ ზოგადად მიყვარს ახლა მგონია საინტერესო დროშია, პანდემიის ფარგლებში მგონია რომ მათზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზრდილია და პანდემიის წასვლამდე მგონია რომ ეს აქციაც მუდამ ზემოთ წავა.
  1. Pfizer (PFE) – ისტორიულად რასაც გაადავხედე მუდამ სტაბილური აქცია იყო, ამიტომ თანხის ნაწილი ფაიზერსაც ვანდე, პანდემიაზე საბოლოოდ გამარჯვების გზაზე მჯერა ფაიზერი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, სათქმელი სიტყვა ჯერ კიდევ აქვთ.
  2. Airbnb (ABNB) – ეარბიენბი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პლატფორმაა, მგონია რომ მასში ინვესტირებისთვის ახლა კარგი დროა, რადგან დროთაგანმავლობაში, როგორც კი შესუსტდება პანდემია მოლოდინი მაქვს რომ მთელ მსოფლიოში დიდი ტურისტული ბუმი ატყდება, არ ვიცი ეს პირდაპირ როგორ გაზრდის ამ აქციის ფასს, მაგრამ განცდა მაქვს რომ ჩემი მინიმალური ინვესტირებით ამ სექტორს ვუჭერ მხარს.

2. რა პრინციპით არჩევ ახალ კომპანიას, რომლის აქციებსაც იძენ?

ჩემი აღქმით (მინდა ხაზი გავუსვა რომ დამწყები ინვესტორი ვარ აქციებში) აქციებში ინვესტირებისას არ მოელი რომ 1 დღეში მილიონერი გახდები, აქ უბრალოდ ფიქრობ იმაზე რომ ყოველთვიური დანაზოგი არამარტო შეგენახოს, არამედ გრძელვადაში გაიზარდოს, ამიტომ პრინციპი ჩემთვის არის ვიცოდე კომპანიის შესახებ ინფორმაცია და მერე პერიოდულად ვამოწმებდე მათ პერფრომანსს.

3. Რამდენ დროს უთმობ საინვესტიციო სიახლეების გასაცნობად?

ამ ეტაპზე ძალიან გამიტაცა ინვეტიციებმა და დღეში მინიმუმ 1 საათს, მაგრამ ზოგადად ჩემი ცხოვრება ბიზნეს სამყაროსთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა მარკეტერის და ბევრი სხვა საერთაშორისო წყაროს წყალობით თითქმის ყოველდღიუად უამრავ სიახლეს ვიგებ კომპანიების შესახებ, რაც გავლენას ახდენს აქციებზე და მათ ფასებზე.

4. Რას ურჩევდი დამწყებ ინვესტორებს?

დაიწყეთ ინვესტირება დღესვე, აუცილებლად ცადეთ და დააკვირდით თქვენ მოქმედებებს, ჩემს მიერ ჩამოთვლილი ხუთეულმა არ გაფიქრებინოთ, რომ ათასობით დოლარის ინვესტიცია გავაკეთე, მე 100$ ით დავიწყე და უბრალოდ ვიექპერიმენტე რომ მცოდნოდა, როგორ მუშაობს ეს პლატფორმა, ახლა კი ინვესტირება მინდა ნელ-ნელა ჩემი ცხოვრების წესად იქცეს და ხელფასიდან ყოველთვიურად ნაწილი თანხით ინვესტირება გავაკეთო აქციებში, შესაბამისად გამოცდილ და უსაფრთხო გზაში.

5. Რა არის საჭირო იმისათვის, რომ გავხდეთ წარმატებული ინვესტორი?

ამ კითხვაზე წლების შემდეგ შევძლებ ვუპასუხო თუ წარმატებული ივნესტორი გამოვდექი, ახლა კი მხოლოდ განცდა მაქვს, რომ ძალიან სწორ საქმეს ვაკეთებ. საჭირო კი ზოგადად ამ გზაზე დაწყებაა.

  ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

საფონდო ბაზარი “მასობრივად” გადაფასებულია, გვაფრთხილებენ სტრატეგები

შემდეგი

Wall Street-ის წამყვანი ანალიტიკოსების რჩეული გვრძელვადიანი აქციები ინვესტირებისათვის

მსგავსი სტატიები

No Content Available
მეტი
შემდეგი
საფონდო ბირჟა 2022

Wall Street-ის წამყვანი ანალიტიკოსების რჩეული გვრძელვადიანი აქციები ინვესტირებისათვის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved