• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ვინ იყო ჰეტი გრინი? — ინვესტორის ბიოგრაფია

დეკემბერი 1, 2023
in ადამიანები
ვინ იყო ჰეტი გრინი? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

მას შემდეგ, რაც 1916 წლის 3 ივლისს ჰეტი გრინი გარდაიცვალა, პრესამ მას „მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი“ უწოდა — მისი ქონება $100 მილიონზე მეტად იყო შეფასებული. მას კიდევ ერთი საინტერესო ტიტული ჰქონდა — „უოლ სტრიტის ჯადოქარი“. ჰეტიმ მამისა და დეიდის მიერ 1865 წელს დატოვებული ქონება, რომელიც $5-$10 მილიონს შეადგენდა (ცნობები განსხვავებულია), 51 წლის განმავლობაში დღევანდელი ეკვივალენტით დაახლოებით $2.8 მილიარდამდე გაზარდა.

ადრეული ცხოვრება და განათლება

ჰენრიეტა ჰოლანდ რობინსონი 1834 წლის 21 ნოემბერს, ნიუ ბედფორდში, მასაჩუსეტსში დაიბადა. იგი ედვარდ მოტ რობინსონის — ნავთობის მწარმოებლისა და ვეშაპებზე ნადირობის წარმატებული აგენტის და ამ საქმეში კიდევ უფრო ცნობილი ისააკ ჰოლადის შვილიშვილის — ები ჰოლანდის ქალიშვილი იყო. ჰეტი მკაცრად აღზარდეს. 6 წლის ასაკში იგი სუსტი მხედველობის მქონე მამისა და ბაბუისთვის ფინანსურ გაზეთებს კითხულობდა. 8 წლისას კი მან თავისი პირველი საბანკო ანგარიში გახსნა. ჰეტიმ სკოლაში სიარული 10 წლის ასაკში დაიწყო, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სენდვიჩში მდებარე პანსიონში.

15 წლის ასაკში მან Friends Academy-ში საზაფხულო სესია გაიარა და შემდეგ სამი წელი ბოსტონის კეთილშობილ ქალთა პანსიონში სწავლობდა. ჰენრიეტა მამის ბუღალტრადაც მუშაობდა. ერთხელ მან ამერიკელ ჟურნალისტს — დოროთი დიქსს უთხრა: „მე იძულებული გავხდი, ბიზნესის სამყაროში ჩავრთულიყავი. ორი მდიდარი ოჯახის ერთადერთი შვილი ვიყავი და 6 წლის ასაკიდან მასწავლეს, რომ საკუთარი ქონებისთვის უნდა მიმეხედა“.

მნიშვნელოვანი მიღწევები

გარდა დაგროვებული სიმდიდრისა, ჰეტის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, ალბათ, საკუთარი სურვილების შესაბამისად ცხოვრებაა მამაკაცების მიერ დომინირებულ საზოგადოებაში და ინდუსტრიაში, იმ დროს, როდესაც კანონით ქალის ქონებას ქმარი აკონტროლებდა. ჰეტი ცნობილი იყო საუბრის მტკიცე მანერით, ასევე იმით, რომ იარაღს ატარებდა და დიდ დისტანციებზე მარტო მოგზაურობდა, რაც იმ დროის ქალისთვის სკანდალურ ქცევად ითვლებოდა.

მან ასევე შექმნა წინასაქორწინო შეთანხმების ადრეული მაგალითი ქორწინების საკუთრების შესახებ კანონის გვერდის ავლის მიზნით. 1867 წელს, როდესაც ჰენრიეტა ვერმონტის მდიდარ ბიზნესმენზე — ედვარდ გრინზე დაქორწინდა, მან იზრუნა, რომ კანონიერად თითოეულის ფინანსური ცხოვრება ერთმანეთთან კავშირში არ ყოფილიყო. ეს ალბათ იმით იყო განპირობებული, რომ ჰეტისგან განსხვავებით, ედვარდი იყო ძალიან უდარდელი ინვესტორი, რომელსაც სპეკულაციები და ექსტრავაგანტური ცხოვრება იზიდავდა. მიუხედავად ამისა, მან არაერთხელ იხსნა ქმარი ვალისგან, ყოველ შემთხვევაში 1885 წლამდე, სანამ არ გაიგო, რომ ედვარდი, ზარალის შესამსუბუქებლად, ჰეტის თანხიდან $550,000-ის გამოყენებას მისი თანხმობის გარეშე აპირებდა. სამართლებრივი შეთანხმების წყალობით, ჰეტის ბანკმა ფულის გადაცემაზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ განქორწინებულან, ჰეტი და ედვარდი განცალკევდნენ და მათი ქორწინება სრულყოფილად არასდროს აღმდგარა.

გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ჰენრიეტას, სესხის გაცემის მიზნით, მუდმივად ჭირდებოდა დიდი მოცულობის ნაღდი ფული, მან 1907 წლის პანიკის დროს კატასტროფის თავიდან აცილება შეძლო. ჰეტიმ დახმარების ხელი გაუწოდა ნიუ-იორკს მაშინ, როდესაც ბანკებმა ამაზე უარი თქვეს და იმ დროისათვის ბევრ მსხვილ ინვესტორს ჰქონდა მისი ვალი. აღსანიშნავია, რომ ქმართან განშორების შემდეგ მან მოაწყო თავისი ოფისი Chemical Bank-ში და უოლ სტრიტზე დიდი ქონება დააგროვა. ამ სფეროში მოღვაწე ბევრი მამაკაცი რეგულარულად ინტერესდებოდა ჰეტის საინვესტიციო რჩევებით, რის გამოც მას პრესამ კიდევ ერთი მეტსახელი მოუფიქრა — „უოლ სტრიტის დედოფალი“.

სიმდიდრე და ქველმოქმედება

ჰენრიეტამ თავისი უზარმაზარი ქონება დისციპლინირებული და კონსერვატიული მეთოდებით დააგროვა. 1905 წელს მან მან New York Times-ს განუცხადა: „მე ვყიდულობ მაშინ, როცა ფასი დაბალია და ინვესტირება არავის სურს. ინვესტიციებს მანამდე ვფლობ, სანამ ფასი გაიზრდება და ხალხს მათი შეძენა მოუნდება“. ჰეტი უარს ამბობდა ვალით ინვესტირებაზე და ზოგადად ფულის უძრავ ქონებაში დაბანდებას ამჯობინებდა. თუმცა იგი არ მიჰყვებოდა “buy and hold” ფილოსოფიას: „მე არასოდეს ვყიდულობ რამეს მხოლოდ შესანარჩუნებლად“ — ამბობდა ჰეტი. „ყველაფერს აქვს ფასი. როცა ამ ფასს მთავაზობენ, ვყიდი“.

მისმა ვაჟმა ჰეტის საინვესტიციო ფილოსოფია ასე ახსნა: „დედაჩემს არასდროს გამოუმუშავებია ფული სპეკულაციებით. გრინები სპეკულაციებით არ არიან დაკავებულნი. იგი ერთგვარი „ადამიანი ბანკი“ იყო. როდესაც ბაზარზე ფულის ნაკლებობა ჩნდებოდა, მას ყოველთვის საკმარისი თანხა ჰქონდა გასასესხებლად“.

საკუთარი რწმენიდან გამომდინარე, ჰეტი ქველმოქმედებით საჯაროდ არ იყო დაკავებული. თუმცა, მისი ვაჟის თქმით, იგი ფარულად უჭერდა მხარს სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას და ასევე მინიმუმ 30 ოჯახს რეგულარული შემოსავლით უზრუნველყოფდა.

წინა

პროფკავშირი — UAW აშშ-ში 12 ავტომწარმოებლის მუშაკების გადაბირებას გეგმავს

შემდეგი

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved