• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ვინ იყო ჯიმ საიმონსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

მაისი 13, 2024
in ადამიანები
ვინ იყო ჯიმ საიმონსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

ჯიმ საიმონსი ცნობილი მათემატიკოსი და ინვესტორი იყო. იგი 10 მაისს, 86 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ჯიმს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “Quant King”-ს, რადგან მან თავის საინვესტიციო სტრატეგიაში რაოდენობრივი ანალიზი1 ჩართო. საიმონსი Renaissance Technologies-ისა და მის მიერ მართული Medallion Fund-ის დამფუძნებელია.

აღსანიშნავია, რომ ჯიმი ასწავლიდა მათემატიკას MIT-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტში და სტონი ბრუკის უნივერსიტეტში.

ადრეული ცხოვრება და განათლება

ჯიმ საიმონსი 1938 წლის 25 აპრილს, ბრუკლაინში, მასაჩუსეტსში დაიბადა. 1958 წელს მან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მათემატიკაში ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. 1961 წელს კი მან კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი დოქტორის ხარისხით დაამთავრა კვლავ მათემატიკის განხრით.

ვიეტნამის ომის დროს საიმონსი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან კოდების გამშიფრავად მუშაობდა და 1968 წლამდე თავდაცვის ანალიზის ინსტიტუტის კვლევითი პერსონალის წევრი იყო.

ჯიმი ასწავლიდა მათემატიკას MIT-ში და ჰარვარდის უნივერსიტეტში მანამ, სანამ სტონი ბრუკის უნივერსიტეტის მათემატიკის განყოფილების თავმჯდომარედ დაინიშნებოდა.

Jim Simons Teaching Math

“Quant King”

მათემატიკოსისა და პროფესორის წარმატებული კარიერის მიუხედავად, ჯიმ საიმონსმა გადაწყვიტა ბედი ფინანსებში ეცადა.

1978 წელს მან დააარსა ჰეჯ-ფონდი სახელწოდებით Monemetrics. ჯიმმა გააცნობიერა, რომ ნიმუშების ამოცნობა შეიძლება გამოყენებულ იქნას ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობისთვის და რაოდენობრივი მოდელების საშუალებით სისტემა შეიმუშავა. 1982 წელს, მათემატიკოსების, სტატისტიკოსების და ფიზიკოსების დაქირავების შემდეგ, დაარსდა Renaissance Technologies და მის მიერ მართული Medallion Fund. მთლიანად რაოდენობრივ ანალიზსა და ალგორითმულ საინვესტიციო სტრატეგიებზე დაყრდნობის გამო ჯიმ საიმონსმა მიიღო მეტსახელი — “Quant King”.

2022 წლის მონაცემებით, Renaissance Technologies $55 მილიარდის ღირებულების აქტივებს მართავდა. მისი Medallion Fund, რომელიც მხოლოდ Renaissance Technologies-ის მფლობელებისთვის და თანამშრომლებისთვის არის ხელმისაწვდომი, დაახლოებით $10 მილიარდი ღირს.

2010 წელს პენსიამდე გასვლამდე ჯიმ საიმონსი Renaissance Technologies-ის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობებს იკავებდა.

სიმდიდრე და ქველმოქმედება

ბოლო მონაცემებით ჯიმ საიმონსის ქონების ღირებულება $31.4 მილიარდს აღწევს.

ჯიმმა 1994 წელს მეუღლესთან, მერილინ საიმონსთან ერთად დააარსა საქველმოქმედო ფონდი — Simons Foundation, რომელშიც მან $2.7 მილიარდზე მეტი შეიტანა. ფონდის მიზანი განათლების, ჯანმრთელობისა და აუტიზმის კვლევის მხარდაჭერაა.

გარდა ამისა, 2004 წელს ჯიმ საიმონსმა დააარსა ორგანიზაცია Math for America, რომლის მიზანია, წაახალისოს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები, დარჩნენ თავიანთ როლებში და პედაგოგიკური უნარები გაიუმჯობესონ.


[1] ფინანსური ბაზრების ქცევის გასაგებად მათემატიკური და სტატისტიკური მოდელირების, საზომებისა და კვლევის გამოყენება.

წინა

რა არის კონვერტირებადი პრივილეგირებული აქცია?

შემდეგი

რა ხდებოდა გასულ კვირაში საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გასულ კვირაში საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გასულ კვირაში საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved