• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ვინ არის მაიკლ ბერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

მარტი 15, 2024
in ადამიანები
ვინ არის მაიკლ ბერი? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

მაიკლ ჯეიმს ბერი არის ამერიკელი ინვესტორი, რომელმაც 2000 წელს, მცირე მემკვიდრეობის საშუალებით, ჰეჯ-ფონდი — Scion Capital დააარსა. ამავდროულად იგი ექიმია, რომელიც სპეციალიზებულია ნევროლოგიაში. საინვესტიციო სამყაროში იგი ცნობილია იმით, რომ იწინასწარმეტყველა იპოთეკური კრიზისი, რომელიც აშშ-ში 2007-2010 წლების მანძილზე გრძელდებოდა. 2007 წელს მან მოკლე პოზიცია1 დაიკავა იპოთეკური ობლიგაციების ბაზარზე, რითაც გამოიმუშავა პირადი მოგება — $100 მილიონი, ხოლო Scion Capital-ის ინვესტორებს $700 მილიონი მოუტანა. 2008 წელს მან ჰეჯ-ფონდი დახურა, რათა თავის პირად ინვესტიციებზე ფოკუსირებულიყო. შემდეგ კი, 2011 წელს, დააარსა Scion Asset Management, კერძო საინვესტიციო ფირმა, რომელსაც ინვესტორი დღესაც მართავს.

2015 წელს იპოთეკური ბაზრის კრიზის შესახებ გადაღებულ ფილმში — The Big Short მაიკლი ცნობილმა მსახიობმა — კრისტიან ბეილმა განასახიერა. რეჟისორმა ადამ მაკკეიმ ჩარლზ რენდოლფთან ერთად დაწერა სცენარი (რომელმაც შემდეგ ოსკარი დაიმსახურა), რომელიც ადაპტირებულია მაიკლ ლუისის არამხატვრული წიგნის — The Big Short: Inside the Doomsday Machine-ის საფუძველზე.

Christian Bale as Michal Burry

პირადი ცხოვრება და განათლება

მაიკლ ჯეიმს ბერი 1971 წელს სახ ხოსეში, კალიფორნიაში დაიბადა და აქვე გაიზარდა. ორი წლის ასაკში მან მარცხენა თვალი დაკარგა კიბოს იშვიათი ფორმის გამო, რომელსაც რეტინობლასტომა ჰქვია. მას შემდეგ იგი თვალის პროთეზს ატარებს.

მაიკლმა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესში, სადაც მან წინასამედიცინო კურსიც გაიარა. შემდეგ მან მიიღო დოქტორის ხარისხი ვანდერბილტის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში და მოგვიანებით დაიწყო რეზიდენტურა სტენფორდის უნივერსიტეტში, ნევროლოგიისა და პათოლოგიის მიმართულებით. სწავლის პერიოდში მაიკლი თავისუფალ დროს ინვესტიციებზე ფოკუსირებისთვის იყენებდა. მართალია, მაიკლი სამედიცინო სკოლაში სწავლობდა და ლიცენზირებული ექიმი გახდა, მაგრამ მას რეზიდენტურა არასოდეს დაუმთავრებია. რეზიდენტურის მეორე ნაწილის შუა პერიოდში მან გადაწყვიტა, ფინანსების სფეროში შეექმნა კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ მაიკლს სამედიცინო რეზიდენტურა არ დაუსრულებია და ექიმად არასოდეს უმუშავია, იგი ლიცენზიას მაინც ინარჩუნებს. მისთვის ეს წარმოადგენს შრომისმოყვარეობისა და თავდადების წლების ერთგვარ გამოხატულებას, რომლის დათმობაც არ სურს.

ბერის ჰყავს ცოლი და ორი ზრდასრული ვაჟი, რომელთაგან ერთ-ერთს ბავშვობაში ასპერგერის სინდრომის (აუტისტური სპექტრის აშლილობის ფორმა) დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგად მაიკლმა ამოაჩინა, რომ ეს სინდრომი მასაც აქვს. როგორც ასახულია ფილმში — The Big Short, ბერი ასევე ცნობილია იმით, რომ იგი მძიმე მეტალის მოყვარულია.

რა ტიპის ინვესტორია მაიკლ ბერი?

მაიკლ ბერი იყენებს სტრატეგიებს, რომლებიც ბრბოს მენტალიტეტისგან განსხვავდება და ამის თვალსაჩინო მაგალითი სწორედ იპოთეკური კრიზისის პერიოდში მის მიერ გაკეთებული საინვესტიციო სვლები იყო. თავად კი მაიკლი საკუთარ თავს ღირებულებაზე ორიენტირებულ ინვესტორად მოიაზრებს.

გარდა ამისა, იგი ცნობილია მთავრობის, განსაკუთრებით კი ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed), ფინანსური პოლიტიკის კრიტიკით. 2010 წელს New York Times-თან ინტერვიუში მან განაცხადა: „მე შევამჩნიე, რომ კრიზისი ახლოს იყო. რატომ ვერ მოახერხა ეს Fed-მა?“.


[1] ეს არის საინვესტიციო აქტივობა, რომლის დროსაც ინვესტორი სესხულობს და ყიდის ფასიან ქაღალდებს იმ იმედით, რომ შემდგომში მათ უფრო იაფად შეიძენს.

წინა

რას ნიშნავს აგრესიული საინვესტიციო სტრატეგია?

შემდეგი

როგორ გახდეთ აქციონერი? — SOLO Talks-ის შეხვედრა

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ გახდეთ აქციონერი? — SOLO Talks-ის შეხვედრა

როგორ გახდეთ აქციონერი? — SOLO Talks-ის შეხვედრა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved