• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ გავხდეთ დისციპლინირებული ინვესტორი?

ივლისი 25, 2023
in ინვესტიციის ანბანი
როგორ გავხდეთ დისციპლინირებული ინვესტორი?
გაზიარება

ადამიანების უმეტესობას ესაჭიროება როგორც სტაბილური შემოსავალი, ასევე თანმიმდევრული ინვესტირება, რათა ცხოვრების განმავლობაში სიმდიდრის დაგროვება შეძლოს. თუმცა, თუ საინვესტიციო სამყაროში წარმატების მიღწევა გსურთ, აუცილებელია, დისციპლინა გაგაჩნდეთ.

დისციპლინირებული ინვესტირება კარგად ჟღერს, მაგრამ ამის განხორციელება რეალურ სამყაროში, სადაც იცვლება ბაზრის პირობები, შემოსავალი, პირადი საჭიროებები და სურვილები, არც ისე მარტივია. თუ ნამდვილად გსურთ, დისციპლინირებული ინვესტორი იყოთ, ამ სფეროს წარმატებულ წარმომადგენლებს უნდა დააკვირდეთ, ცოდნის გაღრმავებაზე კონცენტრირდეთ და შეიმუშაოთ გეგმა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სტაბილურობა ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნოთ. დღევანდელ სტატიაში კი შემოგთავაზებთ 5 რჩევას, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

  1. დაიწყეთ ადრე და ინვესტირება რეგულარულ პროცესად აქციეთ

დისციპლინირებული ინვესტორები ინვესტირებას ადრე იწყებენ და ამ პროცესს ჩვევად აქცევენ. მათი სტრატეგია არა დიდი ფულის ერთჯერადად დაბანდებაში, არამედ რეგულარულად ინვესტირებაში მდგომარეობს. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ისინი ინვესტიციებს დებენ და რთული პროცენტის წყალობით მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ.

  1. ემოციებს თქვენი ქცევის განსაზღვრის საშუალებას ნუ მისცემთ

ინვესტირებაში არაფერი უნდა იყოს ემოციური. მიუხედავად იმისა, რომ მოგებისა და ზარალის მიღება მღელვარების ან შიშის გარეშე რთულია, თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათ არ უნდა ეყრდნობოდეს. ამ პროცესიდან ემოციების გამორიცხვა საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ არჩეული კურსი მაშინ, როდესაც ბაზარზე მოკლევადიან დადებით ან უარყოფით მოვლენებს აქვს ადგილი.

  1. კარგად გაიაზრეთ ბაზრის ციკლურობა

თუ საფონდო ბირჟაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები გაქვთ ჩადებული, შესაძლოა, ბაზრის მერყეობის დროს ემოციების კონტროლი განსაკუთრებით რთული იყოს. თუმცა, დისციპლინირებულ ინვესტორებს კარგად ესმით, რომ ბაზარი ციკლურია და მისთვის როგორც ზრდის, ასევე კლების პერიოდები სრულიად ბუნებრივია.

თუ აშშ-ის საფონდო ბირჟის ისტორიას გადავხედავთ ვნახავთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ფართო ბაზარი მზარდი ტენდენციით ხასიათდება, ამიტომ პანიკამ არ უნდა შეგიპყროთ, როდესაც ინვესტირებას გრძელვადიანი მიდგომით ახორციელებთ.

  1. დააბალანსეთ საინვესტიციო პორტფელი

დივერსიფიკაცია დისციპლინირებული ინვესტირების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მთელი ფულის „დაუჯერებლად კარგ“ კომპანიებში ინვესტირების ცდუნება არსებობს, ამ მაღალი რისკის შემცველმა გადაწყვეტილებამ შეიძლება საბოლოოდ ძალიან დიდ ზარალამდე მიგიყვანოთ. თქვენი ფულის აქტივთა სხვადასხვა კლასზე სტრატეგიულად განაწილება კი საშუალებას მოგცემთ, რისკი დააბალანსოთ.

  1. მოთმინება გამოიჩინეთ

როდესაც ხედავთ, რომ დროთა განმავლობაში თქვენი ინვესტიციების ღირებულება იზრდება, დროდადრო გაგიჩნდებათ სურვილი, რომ მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად მისი ნაწილი გაანაღდოთ, თუმცა ამ შემთხვევაში რთული პროცენტით მაქსიმალურად სარგებლობას ვერ შეძლებთ. ინვესტირებისადმი გრძელვადიანი მიდგომის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ამას კი ქვემოთ მოცემული ფოტო ნათლად გვიჩვენებს.

Investing in S&P 500

ნელი, სტაბილური და სტრატეგიული

მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოპულარული აქციების დევნა, მათი ხშირი ყიდვა-გაყიდვა უფრო სახალისო იყოს, მსგავსი მიდგომა სარისკო და არასტაბილურია. შეიძლება მიიღოთ დიდი მოგება, ან, პირიქით, საბოლოოდ ყველაფერი დაკარგოთ. ეს სრულიად სხვა მიდგომაა და არა ის, რაზეც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღება. გრძელვადიან პერსპექტივაში, დისციპლინირებული ინვესტირება ბევრად უფრო უსაფრთხო და ეფექტურია. მის აღსაწერად სამი სიტყვა გამოდგება: ნელი, სტაბილური და სტრატეგიული. თუ ეს სიტყვები მოსაწყენად ჟღერს, ალბათ მართალი ხართ. მაგრამ იცით რა არ არის მოსაწყენი? უყუროთ იმას, თუ როგორ იზრდება თქვენი ფული და გროვდება სიმდიდრე, რომელიც საბოლოოდ კომფორტულად ცხოვრების საშუალებას მოგცემთ.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved