• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების 5 თვისება

ივლისი 13, 2023
in ინვესტიციის ანბანი
ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების 5 თვისება
გაზიარება

დღევანდელ რეალობაში პოტენციური ინვესტორებისთვის სულ უფრო მეტი საინვესტიციო შესაძლებლობა იხსნება, თუმცა ყველა მათგანი ხელსაყრელი არ არის. ამიტომ, სანამ ინვესტიციას ჩადებთ, მნიშვნელოვანია, ყველაფერი კარგად გათვალოთ, რათა არ დაზარალდეთ. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და კარგი საინვესტიციო შესაძლებლობის 5 თვისებას განვიხილავთ. თუ კომპანიას ყველა ეს თვისება ან მათი უმეტესობა ახასიათებს, დიდი ალბათობით, ის თქვენთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანას შეძლებს.

გრძელვადიანი პერსპექტივა

როგორც ლეგენდარული ინვესტორი — უორენ ბაფეტი ამბობს: „თუ აქციის ათი წლის განმავლობაში ფლობა არ გსურთ, მის ათი წუთით ფლობაზეც არ იფიქროთ“. ინვესტირება საუკეთესო შედეგს სწორედ გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა, ამიტომ უნდა შეარჩიოთ ისეთი კომპანიები, რომელთა აქციების წლობით ფლობა თქვენთვის კომფორტული იქნება და, ამასთან, მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ ნათლად იხილოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტირებისას გრძელვადიანი მიდგომის შენარჩუნება.

Investing in S&P 500

საბაზრო კაპიტალიზაცია

შეადარეთ თქვენ მიერ შერჩეული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია სხვა იმავე ღირებულების ბიზნესებს, რათა განსაზღვროთ ღირს თუ არა აქცია ის თანხა, რის გადახდასაც მისთვის აპირებთ. მაგალითად, თუ კომპანია სხვა მსგავს (ზომისა და პროდუქტის მიხედვით) ბიზნესთან შედარებით უფრო დაბალ მოგებას გამოიმუშავებს, თუმცა მისი აქციების ფასი უფრო მაღალია, მაშინ, როგორც წესი, მასში ინვესტირება არ ღირს.

კარგი ბიზნეს სტატისტიკა

შეგიძლიათ კომპანიაში ინვესტიცია მისი ხედვის ან ბრენდინგის საფუძველზე ჩადოთ, მაგრამ თუ ის მოგებას ვერ გამოიმუშავებს, არ გააჩნია კარგი მენეჯმენტი და, ამასთან, ძვირად არის შეფასებული, დიდი ალბათობით, ფულს დაკარგავთ. კარგად უნდა შეისწავლოთ კომპანიის სტატისტიკური მონაცემები, გაიგოთ იზრდება თუ არა მისი შემოსავალი და მოგება კვარტლიდან კვარტლამდე, წლიდან წლამდე, ვითარდება თუ არა ის და ა. შ. რათა გააზრებული გადაწყვეტილების მიღება შეძლოთ.

კომპანია ორიენტირებულია აქციების გამოსყიდვაზე

ერთი შეხედვით შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს ბიზნესის არასახარბიელო წარმადობის ნიშანია, თუმცა კომპანია, რომელიც აქციების გამოსყიდვით არის დაკავებული თავის ამჟამინდელ და დიდი ხნის აქციონერებს სიმდიდრის კიდევ უფრო გაზრდის საშუალებას აძლევს. აქციების გამოსყიდვის შედეგად კომპანიის მიერ გამოშვებული აქციების რაოდენობა მცირდება, შესაბამისად, მოქმედი აქციონერების წილი იზრდება. უფრო დიდი წილი კომპანიაში კი ნიშნავს მოგების მეტ ნაწილზე წვდომას დამატებითი ინვესტიციის გარეშე.

ადვილად გასაგები ბიზნეს მოდელი

როდესაც ბიზნესი მარტივად იმართება ის უფრო სტაბილურია და კარგი ზრდით ხასიათდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მარტივი ბიზნეს მოდელის მქონე კომპანიის გაფართოება უფრო სწრაფად შეიძლება, ახალი ლოკაციების გახსნა უფრო ადვილია, რაც, თავის მხრივ, მეტ მომხმარებელს, ბაზრის წილის გაზრდას და მეტ მოგებას ნიშნავს.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved