• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ვინ იყო ფილიპ ფიშერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

ივნისი 16, 2023
in ადამიანები
ვინ იყო ფილიპ ფიშერი? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

ფილიპ ფიშერი იყო ცნობილი საინვესტიციო სტრატეგი და წიგნის — Common Stocks and Uncommon Profits — ავტორი. ფიშერის პრინციპები, რომელიც ცნობილია ინვესტიციებისადმი “buy-and-hold” მიდგომით (გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც აქციების ყიდვას და მათი დიდი ხნის განმავლობაში ფლობას გულისხმობს), აქციების მზარდი პოტენციალის აღმოსაჩენად ფუნდამენტურ ანალიზს იყენებდა.

ინვესტორმა 1931 წელს დააარსა თავისი საინვესტიციო ფირმა — Fisher & Co. იგი 2004 წლის 11 მარტს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ადრეული ცხოვრება და განათლება

ფილიპ ფიშერი 1907 წლის 8 სექტემბერს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში დაიბადა და სტენფორდის უნივერსიტეტი ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. მან კარიერა Anglo-London Bank-ში სან-ფრანცისკოში, ფასიანი ქაღალდების ანალიტიკოსობიდან დაიწყო.

Fisher & Co.

ფილიპ ფიშერი ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირების პიონერად ითვლება. 1931 წელს მან დააარსა Fisher & Co., თავის კლიენტებს ძლიერი შემოსავალი მოუტანა და ინსპირაციად იქცა უდიდესი ინვესტორებისთვის, რომელთა შორის უორენ ბაფეტიც არის.

ფიშერმა ინვესტორებს გრძელვადიანი, ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირების მეთოდი — “buy-and-hold” გააცნო. ის იყო პირველი, ვინც აქციების ღირებულება განიხილა პოტენციური ზრდის კუთხით, ნაცვლად მათი მიმდინარე ფასების ტენდენციებისა და აბსოლუტური ღირებულებისა. იგი ამბობდა: „მხოლოდ ხანდახან არსებობს საერთოდ რაიმე მიზეზი გაყიდვისთვის“. საკუთარ მეთოდზე დაყრდნობით, ფიშერმა Motorola-ს აქციები 1955 წელს შეიძინა და მათ 2004 წელს გარდაცვალებამდე ფლობდა.

1958 წელს ფილიპ ფიშერმა დაწერა Common Stocks and Uncommon Profits. მსოფლიო ომის შემდგომი bull market-ის დროს გამოქვეყნებული წიგნი გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივას შეეხება. ამ ნაშრომში ინვესტორი მკითხველებს ურჩევს, ფოკუსირდნენ ბიზნესებზე, რომლებიც თავიანთ სფეროში ლიდერები არიან, ორიენტირებულნი არიან კვლევასა და განვითარებაზე, ამასთან იმართებიან კვალიფიციური ხელმძღვანელების მიერ.

ფილიპ ფიშერი Fisher & Co-ს 1999 წელს პენსიაზე გასვლამდე ხელმძღვანელობდა.

Fisher Investments

1979 წელს ფილიპის ვაჟმა — კენ ფიშერმა დააარსა Fisher Investments, რომელიც აქტივებს კაპიტალიზმისა და თავისუფალი კაპიტალის ბაზრების რწმენით მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ყურადღებას ზრდაზე ორიენტირებულ ინვესტირებაზე ამახვილებდა და თავის საინვესტიციო მომსახურებას ინვესტორთა შერჩეულ ჯგუფს სთავაზობდა, კენმა საკუთარი კომპანია მასობრივი მარკეტინგის რწმენით დააარსა.

კენ ფიშერის თეორიულმა ნაშრომმა პოპულარიზაცია გაუწია P/S (ფასი/გაყიდვები) თანაფარდობას, როგორც ინსტრუმენტს მცირე კაპიტალიზაციის პორტფელების მართვისთვის. 2012 წლისთვის Fisher Investments ევროპაში გაფართოვდა. დღეს ფირმა და მისი შვილობილი კომპანიები ფუნქციონირებენ 13 ოფისით რვა ქვეყანაში და გლობალურად 100 000-ზე მეტ კლიენტს ემსახურებიან.

წინა

IPO-ს შემდეგ Cava Group-ის აქციების ფასი თითქმის გაორმაგდა

შემდეგი

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში Nasdaq-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში Nasdaq-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში Nasdaq-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved