• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

5 ძირითადი რჩევა აქციებში სწორად ინვესტირებისთვის

მარტი 29, 2023
in ინვესტიციის ანბანი
5 ძირითადი რჩევა აქციებში სწორად ინვესტირებისთვის
გაზიარება

აქციების შეძენა მარტივია. თუმცა რთულია შექმნათ ისეთი საინვესტიციო პორტფელი, რომლის წარმადობაც საფონდო ბირჟას მუდმივად ჯაბნის. ეს არის ის, რაც ადამიანების უმეტესობას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ ეძებენ დამწყები ინვესტორები რჩევებს. დღეს კი შემოგთავაზებთ 5 რჩევას, რომელიც აქციებში სწორად ინვესტირებაში დაგეხმარებათ.

  1. აკონტროლეთ ემოციები

„ინვესტირებაში წარმატება არ არის დაკავშირებული IQ-სთან… თქვენ გჭირდებათ ტემპერამენტი, რომ გააკონტროლოთ ის სურვილები, რომლებიც სხვა ადამიანების საინვესტიციო საქმიანობას აზარალებს“. ეს ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის სიტყვებია.

ბაფეტი აქ გულისხმობს ინვესტორებს, რომლებიც საინვესტიციო გადაწყვეტილებებს ემოციებზე დაყრდნობით იღებენ. სინამდვილეში, ემოციებით გამოწვეული გადაჭარბებული ყიდვა-გაყიდვა არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა საინვესტიციო პორტფელის ანაზღაურების შესამცირებლად.

  1. ორიენტირდით კომპანიებზე და არა აქციებზე

არასოდეს უნდა დაგავიწყდეთ, რომ აქციის შეძენით, რეალურად, მისი გამომშვები კომპანიის წილის მფლობელი ხდებით. ამიტომ აქციებში ინვესტირებას აბსტრაქტულ კონცეფციად ნუ აქცევთ.

როდესაც ამ საკითხს სწორად შეხედავთ, დაინტერესდებით კომპანიების პოზიციით ინდუსტრიაში, მისი კონკურენტებით, გრძელვადიანი პერსპექტივებით, თავს ნამდვილ აქციონერად იგრძნობთ და თქვენთვის ეს ყველაფერი რეალური გახდება.

  1. რთული პერიოდისთვის გეგმა იქონიეთ

გარკვეულ ეტაპზე ყველა ინვესტორი დგება ცდუნების წინაშე — შეცვალოს თავისი ურთიერთობის სტატუსი კონკრეტულ აქციასთან მიმართებაში. თუმცა ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებამ შეიძლება ინვესტირების ერთ-ერთი მთავარი წესის — იყიდე იაფად, გაყიდე ძვირად — დარღვევა გამოიწვიოს.

სწორედ ამიტომ, კარგი ნაბიჯია დღიურის შექმნა, რომელშიც თითოეული აქციის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას ნათლად გამოხატავთ. მაგალითად, განმარტეთ, თუ რატომ ყიდულობთ კონკრეტულ აქციას, რა გიზიდავთ მის უკან არსებულ კომპანიაში, როგორია თქვენი მოლოდინები მასთან დაკავშირებით, რომელი მეტრიკებია თქვენთვის მნიშვნელოვანი, როგორ ზომავთ კომპანიის პროგრესს და ა. შ.

გარდა ამისა, აუცილებელია განსაზღვროთ, თუ რატომ შეიძლება გაყიდოთ აქციები. ხანდახან ამისთვის მართლაც კარგი მიზეზები არსებობს. აქ ჩვენ არა აქციების ფასების მოძრაობის (განსაკუთრებით მოკლევადიანის), არამედ ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ ვსაუბრობთ, რომლებმაც, შესაძლოა, კომპანიის გრძელვადიანი ზრდის პოტენციალი შეამციროს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ კომპანიის მიერ საკვანძო მომხმარებლის დაკარგვა, აღმასრულებელი დირექტორის მიერ ბიზნესის მიმართულების შეცვლა და ა. შ.

  1. პოზიციები თანდათანობით „ააშენეთ“

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც განსაკუთრებით ეკონომიკური შენელების დროს უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ საფონდო ბირჟისთვის ვარდნის პერიოდი ნორმალურია — ეს ბიზნეს ციკლის ნაწილია. თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ, შეგიძლიათ ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების შესაძლებლობით ისარგებლოთ. ეს არის სტრატეგია, რომელიც რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ეს სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციებს გამორიცხავს, რაც მაღალი ცვალებადობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, bear market-ის პერიოდში აქციების დაბალ ფასად ყიდვით შესაძლებლობა გეძლევათ, კონკრეტული ინვესტიციის საშუალო ღირებულება შეამციროთ.

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ მცირედით დაწყება პრობლემა სულაც არ არის. მიუხედავად იმისა, თუ რა მოცულობის ინვესტიციას ახორციელებთ, თქვენი ფულის დაბანდება იქ, სადაც მას ზრდის პოტენციალი გააჩნია, შეიძლება არა მხოლოდ სიმდიდრის გაზრდაში, არამედ იმ ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებაში დაგეხმაროთ, რომლებიც მთლი ცხოვრების მანძილზე გამოგადგებათ. წილადობრივი ინვესტირების (კომპანიის ერთი სრული აქციის გარკვეული წილის, მაგალითად 1/2 ნაწილის შეძენა) საშუალებით შეგიძლიათ ნებისმიერი თანხა ჩადოთ კომპანიაში, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა სრული აქციის შეძენისთვის საკმარისი ფული.

  1. მოერიდეთ ხშირ ყიდვა-გაყიდვას

გრძელვადიან პერსპექტივაში საშუალო დონის ინვესტორის საინვესტიციო პორტფელის წარმადობა ფართო ბაზარს ჩამორჩება, რისი მთავარი მიზეზიც ინვესტიციების ხშირი ყიდვა-გაყიდვაა. აქციების ფასის კლებისას ჩვენი ინსტინქტი გაყიდვაა მანამ, სანამ „ყველაფერი გაუარესდება“. შემდეგ, როდესაც bull market დგება, ჩვენ ვყიდულობთ აქციებს, რათა მოგება არ გამოვტოვოთ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინვესტირების მთავარი მიზანია იაფად ყიდვა და ძვირად გაყიდვა, ბაზრის რყევებზე ემოციური რეაგირებით კი საპირისპიროს ვაკეთებთ.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Lucid-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Amazon-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Amazon-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Amazon-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved