• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

საინტერესო საინვესტიციო ისტორიები ინსპირაციისთვის

მარტი 28, 2023
in ინვესტიციის ანბანი
საინტერესო საინვესტიციო ისტორიები ინსპირაციისთვის
გაზიარება

ის რისკები, რომლებიც ინვესტირებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება ახალბედა ინვესტორებისთვის განსაკუთრებით დამზაფვრელი იყოს. თუმცა, არსებობს უამრავი ინვესტორი, რომელმაც დიდ წარმატებას გათვლილ რისკებზე წასვლით, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებითა და დასახული მიზნების ერთგულებით მიაღწია.

საინვესტიციო წარმატების ისტორიები რეალური ცხოვრებიდან არის შთაგონების და მოტივაციის შესანიშნავი წყარო მათთვის, ვინც ინვესტირების საშუალებით სიმდიდრის დაგროვებისკენ ისწრაფვის. ეს ისტორიები გვთავაზობს ღირებულ აღქმებს საინვესტიციო სტრატეგიების, ტექნიკისა და ფილოსოფიების შესახებ, რომლებსაც წარმატებული ინვესტორები იყენებენ.

დღეს მოგიყვებით რამდენიმე საინტერესო საინვესტიციო ისტორიას, რომლებიც შეიძლება დამწყები ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან ინსპირაციად იქცეს.

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის ისტორია №1

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ პირველი ინვესტიცია Apple-ში მხოლოდ 2016 წელს ჩადო. ტექნოლოგიურმა გიგანტმა მას შემდეგ შესანიშნავი წარმადობა დააფიქსირა. 2015 წლის 31 დეკემბერს Apple-ის აქციების ფასი $26.3-ს შეადგენდა, 2022 წლის შობის ღამეს კი ეს მაჩვენებელი უკვე $131.9-მდე იყო გაზრდილი. დივიდენდების გათვალისწინების გარეშეც კი, აქციების დაყოფის, ბონუსების და სხვა კორპორატიული ქმედებების შედეგად, Apple-ის აქციებმა ამ 7 წელიწადში აქციონერების ინვესტიციები 5-ჯერ გაზარდა.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. უორენ ბაფეტს Apple-ში ინვესტიცია 2007 წელს iPhone-ის გამოშვების შემდეგ რომ ჩაედო (2007 წლის 31 დეკემბერს კომპანიის აქციის ფასი $7-ს შეადგენდა) მისი ინვესტიციის ზრდა 2,500%-ზე მაღალი იქნებოდა.

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის ისტორია №2

ეს ისტორია კიდევ უფრო დრამატულია ვიდრე — პირველი, თუ გავითვალისწინებთ ინფორმაციის მოცულობას, რომელიც უორენ ბაფეტს გააჩნია და იმ ანაზღაურებას, რომლის მიღებაც მას შეეძლო. ბაფეტი და Microsoft-ის ყოფილი თავმჯდომარე — ბილ გეითსი 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან მეგობრობენ. ჰიპოთეტურად, ლეგენდარულ ინვესტორს 1995 წლის 31 დეკემბერს Microsoft-ის აქციები რომ შეეძინა, თითო $5.48-ად, დღევანდელი მდგომარეობით მისი ინვესტიციის ზრდა 890%-ს გადააჭარბებდა.

Warren Buffett and Bill Gates

უჩვეულო მილიონერი

გრეის გრონერი 2010 წელს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი ქონება $8 მილიონს შეადგენდა. მან $7 მილიონი თავის ალმა მატერს — Lake Forest College-ს შესწირა. ადვილია ვივარაუდოთ, რომ იგი მდიდარ ოჯახში დაიბადა ან წარმატებულ კაცზე დაქორწინდა, მაგრამ გრეისის ისტორია ასეთი არ არის.

იგი ილინოისში, დაბალშემოსავლიან ფერმერთა ოჯახში დაიბადა. დაობლებული გრეისი, თავის ტყუპ დასთან ერთად, 12 წლის ასაკში ადგილობრივმა მაცხოვრებელმა იშვილა. მანდ მოკრძალებული განათლება მიიღო და არასოდეს დაქორწინებულა. 1943 წელს გრეისმა თავისი დანაზოგით $360-ის ღირებულების აქციები შეიძინა Abbott Labs-ში, კომპანიაში, სადაც 43 წლის განმავლობაში მუშაობდა. ფირმის ზრდასთან ერთად აქციები რამდენიმეჯერ დაიყო, გრეისი კი მიღებულ დივიდენდების რეინვესტირებას მიმართავდა.

გრეისი მიჰყვებოდა მარტივ წესს — იცხოვრე შენი შესაძლებლობების ფარგლებში. მას მოკრძალებული მოთხოვნილებები ჰქონდა და შემოსავალს მაქსიმალურად ზოგავდა. ამ წესის დაცვა და მოთმინება, რომელიც აქციების დიდი ხნით შენარჩუნებისას გამოიჩინა, გრეისს დიდი წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

ის, რაც ამ ისტორიებს აერთიანებს

თუ ზემოთ მოთხრობილ ისტორიებს დავუკვირდებით აღმოვაჩენთ ერთ-ერთ საერთო ფაქტს — დაწყებული მსოფლიოში ცნობილი მილიარდერით, დამთავრებული შედარებით უცნობი ადამიანით, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია, ყველა გაურბოდა იმას, რაც არ ესმოდა.

დაიმახსოვრეთ, რომ ინვესტირებისთვის სულაც არ არის აუცილებელი ზებუნებრივ ტექნიკურ უნარებს ფლობდეთ, ეს საქმე მოითხოვს მოთმინებას, მიზანმიმართულობას და გათვლილი რისკებზე წასვლის მზაობას. სწორი აზროვნებით, მიდგომით და იმის გააზრებით, თუ სად აბანდებთ ფულს, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ფინანსურ წარმატებას და მოიწყოთ ისეთი ცხოვრება, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ IBM-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Lucid-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Lucid-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Lucid-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved