ანტერპრენერმა და ბიზნესმენმა — ბილ გეითსმა თავის ბიზნესპარტნიორთან — პოლ ალენთან ერთად დააარსა და განავითარა მსოფლიოში ყველაზე დიდი პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესი — Microsoft. ამ პროცესში ბილი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. დღეს კი მის შესახებ საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ.
- ბილ გეითსმა თავისი პირველი პროგრამა 13 წლის ასაკში დაწერა
ბილმა პროგრამების წერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. სკოლის დამთავრებამდეც კი აშკარა იყო, რომ ის სხვა ბავშვებს არ ჰგავდა. 13 წლის ასაკში ბილმა General Electric-ის კომპიუტერზე tic-tac-toe-ის (ცნობილი თამაში X-ითა და 0-ით) ვერსია შექმნა.
- მან ჰარვარდში სწავლა შეწყვიტა
შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ბილ გეითსმა, ასეთმა წარმატებულმა ადამიანმა, ერთ დროს კოლეჯში სწავლა შეწყვიტა.
ბილმა, ორწლიანი სწავლის შემდეგ, დატოვა ჰარვარდი 1975 წელს, რათა თავი Microsoft-ის განვითარებისთვის მიეძღვნა.
მიუხედავად ამისა, მას მიანიჭა დოქტორის წოდება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებმა, მათ შორის ჰარვარდმაც.
- ბილმა Microsoft დააარსა
ეს დაიწყო 1975 წელს, როდესაც ჰარვარდი დატოვა, რათა ბიზნეს პარტნიორთან — პოლ ალენთან ერთად Microsoft შეექმნა.
ალენმა გამოიგონა სახელი — “Micro-soft”, როგორც მიკროკომპიუტერისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომბინაცია.
ისინი ბევრს მუშაობდნენ, რათა შეექმნათ ის, რასაც დღეს Microsoft ქვია.
პოლ ალენი კომპანიიდან 1982 წელს წავიდა, ბილმა კი Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2000 წელს დატოვა. 2014 წელს იგი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდანაც გადადგა. ბილმა კომპანიაში თავისი საქმიანობა წლების განმავლობაში ეტაპობრივად შეამცირა, რათა მეტი დრო და კონცენტრაცია დაეთმო Gates Foundation-ისთვის — ფონდისთვის, რომელიც მან და თავისმა მეუღლემ 2000 წელს დააარსეს.
- მან მხოლოდ ერთი ენა იცის
ბილის თქმით, ის ძალიან ნანობს, რომ სხვა ენა არ უსწავლია. მიუხედავად იმისა, რომ ის მრავალი ციფრული და პროგრამირების ენის ოსტატია, მან ინგლისურის გარდა სხვა ადამიანური ენა არ იცის.
- მას მრავალ სამეწარმეო კომპანიაში აქვს ინვესტიცია ჩადებული
როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, ბილ გეითსს ინვესტირების გამოცდილებაც აქვს. წლების განმავლობაში მან ინვესტიციები ჩადო მრავალი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელ სამეწარმეო სტარტაპებში.
გარდა სტარტაპების ფინანსური მხარდაჭერისა, იგი ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიებში, მაგალითად, Danaher Corp-ში, Ecolab-ში, Caterpillar-ში, Walmart-ში და ა. შ.
- 2017 წლამდე ბილ გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იყო
ბილი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის წოდებად 2000 წლიდან 2017 წლამდე თითქმის ყოველწლიურად ატარებდა. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2010-2013 წლების პერიოდი, როდესაც მას ჯეფ ბეზოსმა გადაუსწრო. დღესდღეობით, ბილ გეითსის ქონება $107 მილიარდს შეადგენს და იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეექვსე ადგილს იკავებს.
- ბილი მილიარდერი 31 წლის ასაკში გახდა
ბილ გეითსი მილიონერი 1981 წელს, 26 წლის ასაკში, Microsoft-ის IPO-ს (პირველადი საჯარო შეთავაზება) წყალობით გახდა. 1987 წელს კი, 31 წლის ბილი უკვე მილიარდერი იყო. ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის ტიტულს ის მანამ ატარებდა, სანამ 2008 წელს Meta Platforms-ის დამფუძნებელი — მარკ ცუკერბერგი 23 წლის ასაკში მილიარდერი გახდებოდა.
- მას კითხვა უყვარს
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კითხვა ამდიდრებს ცხოვრებასა და კულტურას, უზრუნველგვყოფს ახალი პერსპექტივით და ცვლის ჩვენს მსოფლმხედველობასაც კი. ამაზე მრავალი წარმატებული ადამიანი მიგვითითებს, მათ შორის არის ბილ გეითსიც, რომელმაც ადრე აღნიშნა, რომ წელიწადში 50 წიგნს კითხულობს. რადგან ის ახალგაზრდობაში ჰარვარდის უნივერსიტეტიდან წამოვიდა, ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ბილი ცუდი სტუდენტი, სინამდვილეში ის კარგად სწავლობდა, ჰარვარდში სწავლა კი თავისი მიზნის განსახორციელებლად შეწყვიტა.