• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა ემართება თქვენს ფულს საფონდო ბირჟის კრახის დროს?

სექტემბერი 1, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რა ემართება თქვენს ფულს საფონდო ბირჟის კრახის დროს?
გაზიარება

საფონდო ბირჟაზე ინვესტირება მოკლევადიან პერსპექტივაში სარისკოა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – საიმედო. ვინაიდან არავის შეუძლია ზუსტად განსაზღვროს ბაზრის შემდეგი ნაბიჯი, ჩვენ ხშირად გვაშინებს ბაზრის ვარდნა.

დღეს ჩვენ გავეცნობით, თუ რა ხდება რეალურად ბაზრის კრახის დროს და შემოგთავაზებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას ასეთ პერიოდებში ნავიგაციისთვის.

რა ხდება საფონდო ბირჟის კრახის დროს?

როდესაც საბაზრო ღირებულებები მცირდება, მიწოდებისა და მოთხოვნის საფუძვლებს თვალს რეალურ დროში ვადევნებთ. აქციების ფასები ეცემა, როდესაც კონკრეტულ ფასიან ქაღალდს უფრო მეტი გამყიდველი ჰყავს, ვიდრე მყიდველი.

საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები შეიძლება მრავალი მიზეზის გამო შემცირდეს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზრის მოკლევადიანი მომავლის შესახებ არსებული შიშისა და გაურკვევლობის ერთობლიობაა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ მოკლევადიან პერიოდში ბაზრები შეარყია, თუმცა ფასების წარმოუდგენელი ზრდის მომსწრენიც გავხდით.

მომავლის მოლოდინების ცვლილების გამო შეიძლება აქციების ფასები მოკლევადიან პერსპექტივაში შემცირებული იყოს. მაგალითად, თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) მიუთითებს, რომ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთები მოსალოდნელზე მეტად გაზარდოს, საფონდო ბირჟა ამ სიახლეზე, სავარაუდოდ, ნეგატიურად ირეაგირებს.

რა ემართება თქვენს ფულს?

დავუშვათ, შეიძინეთ Vanguard’s Total Stock Market Index Fund-ის 100 აქცია მაშინ, როდესაც თითო აქციის ფასი $100-ს შეადგენდა და ჯამში $10,000 დახარჯეთ. წარმოიდგინეთ, რომ ამის შემდეგ ფართო ბაზარი 20%-ით დაეცა და ახლა თქვენი მთლიანი ინვესტიციის ღირებულება $8,000-ს შეადგენს.

როდესაც ბაზარი ეცემა, თქვენი ინვესტიციის მთლიანი ღირებულება მცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი ინვესტიციის საბაზრო ღირებულება შეიცვალა, მაგრამ კვლავ 100 აქციას ფლობთ.

შეგახსენებთ, რომ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება სარისკო საქმეა და საბაზრო ღირებულებები შეიძლება ხშირად შეიცვალოს. თუმცა, არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირება ჭკვიანური მიდგომაა და მოკლევადიანი რყევები უნდა უგულებელყოთ.

როგორ მოვემზადოთ საფონდო ბირჟის კრახისთვის?

კარგად დივერსიფიცირებული პორტფელი საფონდო ბირჟის არასტაბილურობისგან გადარჩენის გასაღებია. თუ ყველა კვერცხს ერთ კალათში ჩადებთ, ბაზრის კრახისას დიდი თანხის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდებით. მაგრამ თუ თქვენი ფული სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან აქციებზეა გადანაწილებული, გაცილებით მეტი შანსია, რომ თქვენი პორტფელი ამ წინაღობას გადალახავს.

თუ საგანგებო ფონდში უკვე არ გაქვთ ექვსი თვისთვის სამყოფი დანაზოგი, ახლა დროა ჯანსაღი უსაფრთხოების ბადის შექმნაზე ფოკუსირდეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, ბაზრის ვარდნა საშინელი დრო იქნება თქვენი ინვესტიციების გასანაღდებლად. ასეთ დროს, აქციების ფასები, რა თქმა უნდა, დაბალია, ამიტომ თქვენ იმაზე ნაკლებ ფასად მოგიწევთ გაყიდვა, ვიდრე შეიძინეთ, შესაბამისად, ზარალი გარდაუვალია. თუ ბაზრის ვარდნის პერიოდში მოულოდნელ ხარჯებს წააწყდებით, საგანგებო ფონდმა, შეიძლება, თავიდან აგარიდოთ თქვენი ინვესტიციების გამოყენება.

ბაზრის ვარდნა შემაძრწუნებელია, თუნდაც გამოცდილი ინვესტორებისთვის, მაგრამ ეს ნორმალური და დროებითი მოვლენაა. წლების განმავლობაში ბაზარმა ათობით კორექცია და კრახი განიცადა, მაგრამ თითოეული მათგანისგან აღდგენა შეძლო. შესაბამისად, ბაზრის ვარდნის შემთხვევაში, მისი გამოსწორების შანსი ძალიან დიდია. მაგალითისთვის, ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ასახულია S&P 500-ის წარმადობა 2000 წლიდან.

S&P 500 Performance Since 2000

შეარჩიეთ სწორი აქციები

თუ საფონდო ბირჟაზე მაქსიმალურად მეტი ფულის გამომუშავება გსურთ, შესაძლოა მაღალი რისკისა და ჯილდოს მქონე ინვესტიციების არჩევა მაცდური იყოს. თუმცა ეს ინვესტიციები ყოველთვის არ ანაზღაურდება და შეიძლება იმაზე ბევრად მეტი დაკარგოთ, ვიდრე გამოიმუშავებთ.

ასე რომ, უფრო უსაფრთხო ვარიანტია ნელი ზრდის ტემპის მქონე, მაგრამ სტაბილურ აქციებში ინვესტირება. ასეთი ინვესტიციები ერთ ღამეში მილიონერად არ გაქცევთ, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში მათგან დიდი სარგებელი მიიღოთ. საუკეთესო გრძელვადიანი ინვესტიციები არის ის კომპანიები, რომლებსაც გააჩნია მყარი ბიზნეს საფუძვლები, როგორიც არის, მაგალითად, ძლიერი ფინანსები და კომპეტენტური მმართველი გუნდი.

თუ ინვესტირებისას ნაკლებად აქტიურ მიდგომას ანიჭებთ უპირატესობას, შეიძლება, S&P 500-ის საინდექსო ფონდი თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი იყოს. ამ ტიპის ინვესტიციით დროთა განმავლობაში თქვენ დიდი ალბათობით დადებით საშუალო ანაზღაურებას მიიღებთ. ამასთან, აქციების ინდივიდუალურად შერჩევა არ მოგიწევთ.

მოკლევადიანი ცვალებადობის მიუხედავად, საფონდო ბირჟა სიმდიდრის დასაგროვებლად შესანიშნავი საშუალებაა. დასაწყებად ბევრი ფული არ გჭირდებათ, მაგრამ აუცილებელია სტრატეგია. სწორი მიდგომის საშუალებით შეძლებთ დიდი ძალისხმევის გარეშე პოტენციურად ასობით ათასი დოლარი გამოიმუშაოთ.

წინა

რას გვასწავლის უორენ ბაფეტი საფონდო ბირჟაზე დროის მნიშვნელობის შესახებ?

შემდეგი

აშშ-მ Nvidia-სა და AMD-ს ჩინეთში ექსპორტი აუკრძალა – მათი აქციების ფასები შემცირდა

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
აშშ-მ Nvidia-სა და AMD-ს ჩინეთში ექსპორტი აუკრძალა – მათი აქციების ფასები შემცირდა

აშშ-მ Nvidia-სა და AMD-ს ჩინეთში ექსპორტი აუკრძალა - მათი აქციების ფასები შემცირდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved