• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 რამ, რასაც ჭკვიანი ინვესტორები Bear Market-ის დროს აკეთებენ

დეკემბერი 19, 2024
in ინვესტიციის ანბანი
3 რამ, რასაც ჭკვიანი ინვესტორები Bear Market-ის დროს აკეთებენ
გაზიარება

მაღალმა ინფლაციამ და მზარდმა საპროცენტო განაკვეთებმა დიდი ეკონომიკური გაურკვევლობა შეიძლება შექმნას, რამაც საფონდო ბირჟის მკვეთრი ვარდნა შეიძლება გამოიწვიოს.

ვარდნის ხანგრძლივობისა და სიმძიმის შესახებ სპეკულირება გარკვეულწილად უაზროა. ასე რომ, ამ სტატიაში მოცემულია სამი რამ, რასაც საზრიანი ინვესტორები bear market-ის პერიოდში აკეთებენ.

Investor

პიტერ ლინჩი: შეინარჩუნეთ ინვესტიციები Bear Market-ის პერიოდში

ლეგენდარული ინვესტორი – პიტერ ლინჩი 13 წლის განმავლობაში Fidelity-ში Magellan Fund-ს მართავდა. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად ორი bear market-ისა, ლინჩმა წლიური 29.2%-იანი შემოსავალი გამოიმუშავა და S&P 500-ის ანაზღაურებას ორჯერ აჯობა. ლინჩის თქმით, აქციებით ფულის გამომუშავების გასაღები არის ის, რომ ისინი პანიკის საფუძველზე არ გაყიდოთ.

Bear ბაზრები საშინელია. დაღმასვლის დროს თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულის შემცირების ყურება რთულია და ამ ტიპის სტრესი ხშირად ირაციონალურ გადაწყვეტილებებს იწვევს. მაგალითად, ასეთ დროს შეიძლება საკუთარ თავს უთხრათ, რომ დროებით გაყიდით აქციებს და შემდეგ ისევ იყიდით მათ, როდესაც მდგომარეობა გამოსწორდება. პირველ რიგში, ბაზართან სინქრონიზება შეუძლებელია და, გარდა ამისა, ეს საბოლოოდ იქამდე მიგიყვანთ, რომ გაყიდით იაფად და იყიდით ძვირად, რაც მოგებას ნამდვილად არ მოგიტანთ.

თუ ინვესტირებამდე სათანადო კვლევა ჩაატარეთ და bear market-ის დროს კომპანიის ბიზნესის საფუძვლებში არაფერი შეცვლილა, მაშინ პოზიციები უნდა შეინარჩუნოთ და ბაზრის აღდგენას დაელოდოთ.

შელბი დევისი: Bear ბაზრები ყიდვის შესაძლებლობებს წარმოქმნის

შელბი დევისი არ არის ისეთი ცნობილი, როგორც უორენ ბაფეტი ან პიტერ ლინჩი, მაგრამ მისი ისტორია არანაკლებ შთამაგონებელია. 1947 წელს, როდესაც ის 38 წლის იყო, დევისმა საფონდო ბირჟაზე $50,000 დააბანდა. 1994 წლისთვის, როდესაც უკვე 8 bear market-ჩაიარა, შელბი Forbes 400 სიაში მოხვდა და მისი პორტფელის ღირებულება $900 მილიონს შეადგენდა. შესაძლოა, ეს წარმატება მიეკუთვნებოდეს მის უნარს, კარგად შეაფასოს შესყიდვის შესაძლებლობები. ერთხელ დევისმა თქვა: „თქვენი ფულის უმეტეს ნაწილს bear market-ზე გამოიმუშავებთ, უბრალოდ ამას გვიან აცნობიერებთ.“

ადამიანის ბუნებაა წარმატებულ პერიოდებში ზედმეტი ოპტიმიზმის, ხოლო ცუდ სიტუაციებში ზედმეტი პესიმიზმის გამოჩენა. შედეგად, bull market-ის დროს აქციების ფასები ზედმეტად იზრდება, ხოლო bear market-ის დროს – გადამეტებულად მცირდება. ეს ნიშნავს, რომ აქციების შესაძენად ვარდნა განსაკუთრებით კარგი დროა.

უორენ ბაფეტი: ყველა გაიაფებული აქცია კარგი საინვესტიციო შესაძლებლობა არ არის

უორენ ბაფეტი ფართოდ არის აღიარებული, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი და ეს რეპუტაცია დამსახურებულია. მისი ხელმძღვანელობით, Berkshire Hathaway-ის აქციონერებმა 1965 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში 20.1%-ის ტოლი წლიური ანაზღაურება მიიღეს. ამ წარმატების დიდი ნაწილია ბაფეტის მიერ მომგებიანი ინვესტიციების შერჩევის განსაკუთრებული უნარებით არის განპირობებული.

ბაფეტი ორიენტირებულია ისეთ ბიზნესებზე, რომლებსაც მდგრადი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. Apple-ის ბრენდის ავტორიტეტი სამომხმარებლო ელექტრონიკაში, Amazon-ის ინტელექტუალური საკუთრება ქლაუდ გამოთვლებში და Bank of America-ს ფინანსური სერვისების მიწოდების მასშტაბი, ამის კარგი მაგალითებია და უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის მეშვეობით სამივეს ფლობს.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ bear ბაზრები აქციების შესაძენად შესანიშნავი დროა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, რომ ინვესტიციები სწორად შეარჩიოთ. ინვესტორებმა უნდა მოძებნონ ბიზნესი ზრდის ძლიერი პერსპექტივით და კონკურენტული უპირატესობებით.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

შესაძლოა, ეს საინვესტიციო გაკვეთილი თქვენი წარმატების გასაღებად იქცეს

შემდეგი

რა არის დივერსიფიკაცია და როგორ შევქმნათ დივერსიფიცირებული პორტფელი?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა არის დივერსიფიკაცია და როგორ შევქმნათ დივერსიფიცირებული პორტფელი?

რა არის დივერსიფიკაცია და როგორ შევქმნათ დივერსიფიცირებული პორტფელი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved