• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 რამ, რასაც ჭკვიანი ინვესტორები Bear Market-ის დროს აკეთებენ

აგვისტო 17, 2022
in ინვესტიციის ანბანი
3 რამ, რასაც ჭკვიანი ინვესტორები Bear Market-ის დროს აკეთებენ
გაზიარება

ბევრი ინვესტორისთვის სავალალო წელი იყო. მაღალმა ინფლაციამ და მზარდმა საპროცენტო განაკვეთებმა დიდი ეკონომიკური გაურკვევლობა შექმნა, რამაც საფონდო ბირჟის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. S&P 500-ს ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ცუდი პირველი ნახევარი ჰქონდა, იანვრიდან ივნისამდე ინდექსი 21%-ით დაეცა. 1970 წლის შემდეგ S&P 500 bear market-ის ტერიტორიაზე მეშვიდედ აღმოჩნდა.

მას შემდეგ ინდექსმა ზარალის ნაწილი გააბათილა, თუმცა bear market ოფიციალურად არ დასრულდება მანამ, სანამ ინდექსი ახალ მაქსიმუმს არ მიაღწევს. შესაძლოა ამას გარკვეული დრო დასჭირდეს. S&P 500-მა პიკს დაახლოებით 210 დღის წინ მიაღწია, მაგრამ ისტორიული მონაცემები აჩვენებს, რომ წარსული bear ბაზრები საშუალოდ 391 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ვარდნის ხანგრძლივობისა და სიმძიმის შესახებ სპეკულირება გარკვეულწილად უაზროა. ასე რომ, ამ სტატიაში მოცემულია სამი რამ, რასაც საზრიანი ინვესტორები bear market-ის პერიოდში აკეთებენ.

Investor

პიტერ ლინჩი: შეინარჩუნეთ ინვესტიციები Bear Market-ის პერიოდში

ლეგენდარული ინვესტორი – პიტერ ლინჩი 13 წლის განმავლობაში Fidelity-ში Magellan Fund-ს მართავდა. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად ორი bear market-ისა, ლინჩმა წლიური 29.2%-იანი შემოსავალი გამოიმუშავა და S&P 500-ის ანაზღაურებას ორჯერ აჯობა. ლინჩის თქმით, აქციებით ფულის გამომუშავების გასაღები არის ის, რომ ისინი პანიკის საფუძველზე არ გაყიდოთ.

Bear ბაზრები საშინელია. დაღმასვლის დროს თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულის შემცირების ყურება რთულია და ამ ტიპის სტრესი ხშირად ირაციონალურ გადაწყვეტილებებს იწვევს. მაგალითად, ასეთ დროს შეიძლება საკუთარ თავს უთხრათ, რომ დროებით გაყიდით აქციებს და შემდეგ ისევ იყიდით მათ, როდესაც მდგომარეობა გამოსწორდება. პირველ რიგში, ბაზართან სინქრონიზება შეუძლებელია და, გარდა ამისა, ეს საბოლოოდ იქამდე მიგიყვანთ, რომ გაყიდით იაფად და იყიდით ძვირად, რაც მოგებას ნამდვილად არ მოგიტანთ.

თუ ინვესტირებამდე სათანადო კვლევა ჩაატარეთ და bear market-ის დროს კომპანიის ბიზნესის საფუძვლებში არაფერი შეცვლილა, მაშინ პოზიციები უნდა შეინარჩუნოთ და ბაზრის აღდგენას დაელოდოთ.

შელბი დევისი: Bear ბაზრები ყიდვის შესაძლებლობებს წარმოქმნის

შელბი დევისი არ არის ისეთი ცნობილი, როგორც უორენ ბაფეტი ან პიტერ ლინჩი, მაგრამ მისი ისტორია არანაკლებ შთამაგონებელია. 1947 წელს, როდესაც ის 38 წლის იყო, დევისმა საფონდო ბირჟაზე $50,000 დააბანდა. 1994 წლისთვის, როდესაც უკვე 8 bear market-ჩაიარა, შელბი Forbes 400 სიაში მოხვდა და მისი პორტფელის ღირებულება $900 მილიონს შეადგენდა. შესაძლოა, ეს წარმატება მიეკუთვნებოდეს მის უნარს, კარგად შეაფასოს შესყიდვის შესაძლებლობები. ერთხელ დევისმა თქვა: „თქვენი ფულის უმეტეს ნაწილს bear market-ზე გამოიმუშავებთ, უბრალოდ ამას გვიან აცნობიერებთ.“

ადამიანის ბუნებაა წარმატებულ პერიოდებში ზედმეტი ოპტიმიზმის, ხოლო ცუდ სიტუაციებში ზედმეტი პესიმიზმის გამოჩენა. შედეგად, bull market-ის დროს აქციების ფასები ზედმეტად იზრდება, ხოლო bear market-ის დროს – გადამეტებულად მცირდება. ეს ნიშნავს, რომ აქციების შესაძენად ვარდნა განსაკუთრებით კარგი დროა.

უორენ ბაფეტი: ყველა გაიაფებული აქცია კარგი საინვესტიციო შესაძლებლობა არ არის

უორენ ბაფეტი ფართოდ არის აღიარებული, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი და ეს რეპუტაცია დამსახურებულია. მისი ხელმძღვანელობით, Berkshire Hathaway-ის აქციონერებმა 1965 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში 20.1%-ის ტოლი წლიური ანაზღაურება მიიღეს. ამ წარმატების დიდი ნაწილია ბაფეტის მიერ მომგებიანი ინვესტიციების შერჩევის განსაკუთრებული უნარებით არის განპირობებული.

ბაფეტი ორიენტირებულია ისეთ ბიზნესებზე, რომლებსაც მდგრადი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. Apple-ის ბრენდის ავტორიტეტი სამომხმარებლო ელექტრონიკაში, Amazon-ის ინტელექტუალური საკუთრება ქლაუდ გამოთვლებში და Bank of America-ს ფინანსური სერვისების მიწოდების მასშტაბი, ამის კარგი მაგალითებია და უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის მეშვეობით სამივეს ფლობს.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ bear ბაზრები აქციების შესაძენად შესანიშნავი დროა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, რომ ინვესტიციები სწორად შეარჩიოთ. ინვესტორებმა უნდა მოძებნონ ბიზნესი ზრდის ძლიერი პერსპექტივით და კონკურენტული უპირატესობებით.

წინა

რას ნიშნავს ფრაზა “ნაღდი ფული მეფეა” ?

შემდეგი

დაუშვა თუ არა Moderna-მ უხეში შეცდომა Bear Market-ზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება

by Giorgi
მარტი 22, 2023
საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ

by Giorgi
მარტი 16, 2023
4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ
ინვესტიციის ანბანი

4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ

by Giorgi
მარტი 15, 2023
საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ

by Giorgi
მარტი 10, 2023
ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად
ინვესტიციის ანბანი

ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად

by Giorgi
მარტი 1, 2023
მეტი
შემდეგი
დაუშვა თუ არა Moderna-მ უხეში შეცდომა Bear Market-ზე?

დაუშვა თუ არა Moderna-მ უხეში შეცდომა Bear Market-ზე?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved