• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

4 რჩევა, რომელიც უფრო ჭკვიან ინვესტორად გაქცევთ

ნოემბერი 12, 2024
in ინვესტიციის ანბანი
4 რჩევა, რომელიც უფრო ჭკვიან ინვესტორად გაქცევთ
გაზიარება

იდეალური ინვესტორი ან საინვესტიციო სტრატეგია არ არსებობს, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ გახდეთ უფრო ჭკვიანი და აირჩიოთ საზრიანი საინვესტიციო სტრატეგია. გარკვეული მიზეზების გამო, განსხვავებულ ინვესტორებს სხვადასხვა სტრატეგიები შეეფერება, თუმცა არსებობს ზოგიერთი აპრობირებული საინვესტიციო რჩევა, რომელიც, შეიძლება, ყველასთვის სასარგებლო იყოს. ამ სტატიაში მოცემულია ოთხი რჩევა, რომელიც უკეთე ინვესტორად გაქცევთ.

Smarter=Happier
  1. გამოიყენეთ საინდექსო ფონდები

საინდექსო ფონდი შედგენილია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის მიერ იმისთვის, რომ კონკრეტული ინდექსის წარმადობა გაიმეოროს. საინდექსო ფონდების გამოყენება ინვესტორებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, რადგან ის მყისიერი დივერსიფიკაციის საშუალებას გაძლევთ. მხოლოდ ერთი ინვესტიციით, თქვენ ერთდროულად ინვესტიციას რამდენიმე კომპანიაში ახორციელებთ.

მაგალითად ავიღოთ, S&P 500-ის საფონდო ინდექსი – Vanguard S&P 500 ETF (VOO). მასში ინვესტირებით თქვენ 505 ყველაზე ცნობილ მსხვილ კომპანიაზე იღებთ წვდომას. მიუხედავად იმისა, რომ S&P 500-ში წარმოდგენილი სამი ინდუსტრია არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჯანდაცვა და სამომხმარებლო დისკრეციული სფერო, ინდექსი მოიცავს პრაქტიკულად ნებისმიერ ინდუსტრიას, რომლის წარმოდგენად შეგიძლიათ.

  1. გაიაზრეთ რთული პროცენტის ძალა

თქვენი ინვესტიციებით ფულის გამომუშავება ერთი საკითხია, ხოლო როდესაც ეს ფული თავად იწყებს კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებას – მეორე. სწორედ ეს არის რთული პროცენტის ეფექტი. ყველაფერი რაც გჭირდებათ არის დრო და ინვესტიცია, დანარჩენს კი რთული პროცენტი გააკეთებს.

წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ ჩადეთ $10,000-ის მოცულობის ერთჯერადი ინვესტიცია ფონდში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველწლიურად 10%-ს გამოიმუშავებს. აი, როგორი იქნება შედეგი:

  • ღირებულება 20 წლის შემდეგ: $67,200
  • ღირებულება 25 წლის შემდეგ: $108,300
  • ღირებულება 30 წლის შემდეგ: $174,500
  1. გააცნობიერეთ საკომისიო გადასახადები, რომლებსაც იხდით

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ინდუსტრიის პრაქტიკა თავისუფალი ვაჭრობის დაშვებაა, ჯერ კიდევ არსებობს გადასახადები, რომლის შესახებაც ინვესტორებმა უნდა იცოდნენ. ნებისმიერ ფონდს გააჩნია ხარჯების კოეფიციენტი – წლიური გადასახადი, რომელიც მთლიანი საინვესტიციო თანხის პროცენტულად არის დარიცხული. მაგალითად, 0.50%-ის ტოლი ხარჯების კოეფიციენტი ნიშნავს, რომ $1,000-ის ტოლი ინვესტიციისთვის თქვენ წელიწადში $5-ს იხდით. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფონდების ხარჯების კოეფიციენტებს შორის განსხვავება, შეიძლება, უმნიშვნელო ჩანდეს, დროთა განმავლობაში ისინი გროვდება და თქვენი მოგების განადგურება შეუძლია.

  1. იცოდეთ, რომ ყველა დანაკარგის აღდგენის ლოდინი არ ღირს

ზოგადად, თქვენს ინტერესებშია, რომ იყოთ ინვესტორი, რომელიც ინვესტიციას გრძელვადიან პერსპექტივაში ახორციელებს. თუმცა, დგება მომენტი, როდესაც უნდა გააცნობიეროთ, რომ ზოგიერთი დანაკარგი, შეიძლება, არასოდეს აღდგეს და მაშინაც კი, თუ ისინი მომავალში აღდგება, შესაძლოა, ამ პერიოდში ხელიდან სხვა უფრო ხელსაყრელი შესაძლებლობა გაუშვათ. ხანდახან საკუთარ თავს ინვესტიციის შენარჩუნებით უფრო მეტ ზიანს აყენებთ, ვიდრე მისი გაყიდვით.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

რას ნიშნავს აქციის დაწინაურება და დაქვეითება?

შემდეგი

ვინ იყო ჯონ ბოგლი? — ინვესტორის ბიოგრაფია

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ვინ იყო ჯონ ბოგლი? — ინვესტორის ბიოგრაფია

ვინ იყო ჯონ ბოგლი? — ინვესტორის ბიოგრაფია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved