• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

შესაძლოა, ამ ოთხმა საინვესტიციო შეცდომამ რეცესიაზე მეტად დაგაზარალოთ

ივნისი 13, 2022
in ინვესტიციის ანბანი
შესაძლოა, ამ ოთხმა საინვესტიციო შეცდომამ რეცესიაზე მეტად დაგაზარალოთ
გაზიარება

რეცესიის შიში ახლა ბევრ ინვესტორს აწუხებს და ზოგიერთი მათგანი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება საგრძნობლად შემცირდა. ეს შეიძლება მართლაც საშინელი იყოს, მით უმეტეს, რომ თქვენ ეკონომიკის მოქმედების კონტროლის უნარი არ შეგწევთ. თუმცა შეგიძლიათ, რომ თქვენი საინვესტიციო პროცესი აკონტროლოთ. ამ სტატიაში მოცემული ოთხი დამანგრეველი შეცდომის თავიდან აცილება, შესაძლოა, თქვენი დანაკარგების შემცირებაში დაგეხმაროთ.

  1. დივერსიფიკაციაზე უარის თქმა

საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის საშუალებით თქვენი რისკები გადაანაწილეთ. შეეცადეთ თქვენი ფული რამდენიმე სექტორის მინიმუმ 25 განსხვავებულ აქციაზე გაანაწილოთ იმისთვის, რომ ერთი კომპანიის ან სექტორის დაზარალებამ თქვენზე დიდად არ იმოქმედოს.

Investor

საინდექსო ფონდში ინვესტირება არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომელიც ერთი შესყიდვით პორტფელის დივერსიფიკაციის საშუალებას გაძლევთ. S&P 500-ის ზოგიერთი საუკეთესო საინდექსო ფონდის საკომისიო გადასახადი ყოველ $10,000-ზე ყოველწლიურად მხოლოდ $3 იქნება.

რა თქმა უნდა, საინდექსო ფონდში ინვესტირება ვერ იქნება იმის გარანტი, რომ ფულს არ დაკარგავთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ისინი, როგორც წესი, ინვესტორებს ძლიერი შემოსავლით უზრუნველყოფს.

  1. ზედმეტად კონსერვატიულად ინვესტირება

შესაძლოა, კონსერვატიულად ინვესტირება დაგეხმაროთ, რომ თავი უფრო დაცულად იგრძნოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვალს შესაძლო რეცესიას ადევნებთ. თუმცა, ზედმეტად კონსერვატიულად ინვესტირებამ, შეიძლება, დანაკარგებთან ერთად, თავიდან დიდი მოგებაც აგარიდოთ. შედეგად, მოგიწევთ, რომ კიდევ უფრო მეტი ფული დაზოგოთ იმისთვის, რომ თქვენს ფინანსურ მიზნებს მიაღწიოთ.

ახლა შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ საინვესტიციო პორტფელს გადახედოთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენი ინვესტიციები თქვენს რისკისადმი ტოლერანტობას ემთხვევა. თუ ზარალით ხართ შეშფოთებული, შესაძლოა, შედარებით კონსერვატიული ინვესტიციების ჩადება დაგჭირდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ბაზრის პირობების ცვლილებასთან ადაპტირების უნარი უნდა გაგაჩნდეთ.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელი ადეკვატურად დივერსიფიცირებულია და დანაზოგების უახლოეს მომავალში გამოყენებას არ აპირებთ, მაშინ, შეიძლება, თქვენი ინვესტიციები ხელუხლებელი დატოვოთ.

  1. ბაზართან სინქრონიზების მცდელობა

ბაზართან სინქრონიზების მცდელობა არასდროს არის კარგი იდეა, რადგან ეს, სავარაუდოდ, ცუდად დასრულდება. ყიდვის მცდელობა მაშინ, როდესაც ფასები ყველაზე დაბალია და გაყიდვა მაშინ, როდესაც ფასები მაქსიმალურ დონეზეა, არის ის, რასაც გამოცდილი ინვესტორებიც კი არ ცდილობენ, რადგან ბაზრის ყოველდღიურ რყევებს ვერავინ იწინასწარმეტყველებს.

დარჩით გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული. მოძებნეთ ისეთ წარმატებული კომპანიები, რომლებსაც რთულ პერიოდებში გადარჩენის უნარი შესწევს. თუ თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულების ცვლილების ყურება სტრესის დონის ზრდას იწვევს, ის ნაკლებად ხშირად შეამოწმეთ.

  1. საგანგებო ფონდის ან მოკლევადიანი დანაზოგების ინვესტირება

ინვესტიციებში მხოლოდ ის ფული უნდა ჩადოთ, რომლის გამოყენებასაც მინიმუმ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში არ აპირებთ. საგანგებო ფონდი და მოკლევადიანი მიზნებისთვის საჭირო ფულადი სახსრები შეინახეთ შემნახველ ანგარიშზე, რომელზე წვდომაც მარტივად გექნებათ.

თქვენი მოკლევადიანი დანაზოგების ინვესტირება სახიფათოა, განსაკუთრებით რეცესიის პერიოდში, რადგან არსებობს შანსი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფული დაგჭირდებათ, იძულებული გახდებით თქვენი პოზიციები ზარალით გაყიდოთ. კარგ ეკონომიკურ პირობებშიც კი, ამ რისკზე წასვლა არ ღირს.

ზემოთ ჩამოთვლილი შეცდომების თავიდან აცილებით, შეძლებთ, რომ ზარალის განცდის რისკი შეამციროთ. ამას გარდა, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ მოკლევადიანი რყევების ნაცვლად, გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა ორიენტირდეთ.

წინა

3 შესანიშნავი დივიდენდური აქცია, რომლის შეძენასაც $30-ზე იაფად შეძლებთ

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ ავიაკომპანიების აქციების ფასები?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ ავიაკომპანიების აქციების ფასები?

რატომ შემცირდა გუშინ ავიაკომპანიების აქციების ფასები?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved