• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

გახდეთ მილიონერი – იმაზე მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ

მაისი 2, 2022
in ინვესტიციის ანბანი
გახდეთ მილიონერი – იმაზე მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ
გაზიარება

მიუხედავად იმისა, რომ მილიონერად ქცევის მრავალი გზა არსებობს, თითქმის ყველას ერთი საერთო აქვს: ფულის ინვესტირება. აქციებზე ორიენტირებული ინვესტორისთვის, მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პორტფელის გასაღები რეალურად საკმაოდ მარტივია. ის შემდეგი ფორმულით გამოიხატება:

ჩადეთ ინვესტიცია დიდებულ კომპანიებში + ეცადეთ მათი აქციები არასოდეს გაყიდოთ

ცხადია ეს ფორმულა ზედმეტად გამარტივებულია, მაგრამ ეს არის ძირითადი სტრატეგია, რომელსაც ბევრი მილიონერი იყენებს.

მოდით, ეს საკითხი უფრო დეტალურად განვიხილოთ.

Investment Growth

დაიწყეთ ადრე

როდესაც საქმე ინვესტირებას ეხება, ინვესტორებს დროის ფაქტორი კარგად ესმით. ინვესტირების დასაწყებად საუკეთესო დრო ახალგაზრდობაა, ხოლო შემდეგი საუკეთესო დრო სწორედ ახლაა.

ამ კონცეფციის გასაგებად საუკეთესო გზა არის რთული პროცენტის კალკულატორის ექსპერიმენტი.

მაგალითად, $1,000-ის მოცულობის ინვესტიცია, რომელიც წლიურად 10%-ით იზრდება, პირველ წელს დამატებით $100-ს მოგიტანთ, მაგრამ მეორე წელს დაემატება $110, რადგან ამჯერად $1,100-ის 10% დაგერიცხებათ და არა $1,000-ის. განავრცეთ ეს 20 წელიწადზე და ნახავთ, რომ ზრდა შთამბეჭდავი იქნება.

ამასთან, შეამჩნევთ, რომ შენახვის პერიოდის ბოლოსკენ, თქვენი ინვესტიციის ზრდა უფრო აჩქარდება. 20-წლიანი ინვესტიციის ბოლო 5 წელი თითქმის პირველი 15 წლის ზრდას უტოლდება (მუდმივი ყოველთვიური შენატანისა და წლიური ანაზღაურების მაჩვენებლის გათვალისწინებით).

ჩადეთ ინვესტიცია ხშირად

ზემოთ მოყვანილი სცენარი ცოტა იდეალისტურია. ჩვენ ვიცით, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში საფონდო ბირჟა ურყევი ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ არის ფინანსური ბაზრის გათვალისწინების გარეშე ტოლი თანხების პერიოდული შენატანების განხორციელება მნიშვნელოვანი. ისტორია გვიჩვენებს, რომ ბაზრის კრახი გარდაუვალია, მაგრამ ამ მოვლენის წინასწარ განსაზღვრის (რის გაკეთებასაც ყველაზე საზრიანი ეკონომისტების კი, როგორც წესი, ვერ ახერხებენ) ნაცვლად, თქვენი ფულის ყოველთვიურად დაბანდება უფრო გონივრული იქნება.

ყოველთვიურად განსაზღვრული თანხის ინვესტირებით, თქვენ ბაზრის გრძელვადიან ტენდენციაზე ფოკუსირდებით, რაც ინვესტორებისთვის, ისტორიულად, ძალიან მომგებიანი იყო.

გაყიდეთ იშვიათად

თავის წიგნში – One Up On The Wall Street, საინვესტიციო მენეჯერი – პიტერ ლინჩი წერს:

„გამარჯვებული კომპანიების პოზიციების გაყიდვა და დამარცხებულების – შენარჩუნება, ყვავილების მოჭრასა და სარეველების მორწყვას ჰგავს“.

ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ცუდი კომპანიების აქციების ყიდვა ყველაზე დიდი შეცდომაა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, კარგ კომპანიებში არსებული პოზიციების ნაადრევად გაყიდვით გამოწვეულ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას, მივხვდებით, რომ ეს უკანასკნელი, რეალურად, უფრო ძვირი შეცდომაა.

გაყიდვის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს: თქვენი საინვესტიციო თეზისი (კონკრეტული საინვესტიციო სტრატეგიის დასაბუთებული არგუმენტი, რომელიც კვლევითა და ანალიზით არის გამყარებული) უარყოფილია, გჭირდებათ ფული მაგალითად, სახლის საყიდლად ან ფიქრობთ, რომ სხვაგან უფრო მაღალი ანაზღაურების მიღება შეგიძლიათ. თუმცა სანამ გაყიდით გახსოვდეთ, რომ გამარჯვებულები გამარჯვებას აგრძელებენ.

დიდებული კომპანიების იდენტიფიცირება

როგორც ჩანს, ბევრი ინვესტორი ფიქრობს, რომ კარგი კომპანიების იდენტიფიცირება ისეთი პენი აქციების აღმოჩენას გულისხმობს, რომელთა ფასები მომავალში ძალიან სწრაფად გაიზრდება. სინამდვილეში ეს ბევრად უფრო ადვილია. როგორც წესი, დიდებული კომპანიები ზრდას დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ირგვლივ ბევრი ვარიანტი არსებობს.

აი, რამდენიმე ასეთი კომპანია, რომელმაც წარმოუდგენელი შემოსავლის გამომუშავება შეძლო:

  • Chipotle Mexican Grill-ის ანაზღაურებამ 2006 წლიდან 3,500% შეადგინა.
  • Lowe’s-ის ანაზღაურება 2009 წლიდან – 1,100%.
  • Domino’s Pizza-ს ანაზღაურებამ 2008 წლიდან 7,700%-ს მიაღწია.

ყველა ამ კომპანიას ერთი საერთო აქვს: ისინი, აქციების ფასების ზრდამდე, საყოველთაოდ ცნობილი სამომხმარებლო ბრენდები იყვნენ.

დიდებული კომპანიების იდენტიფიცირება, ცხადია, უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე ეს უბრალოდ თქვენი საყვარელი რესტორნის ან პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის აქციების შეძენაა, მაგრამ, ზემოთ მოყვანილი მაგალითები აჩვენებს, რომ გამარჯვებულ კომპანიებში ინვესტირებისთვის არ არის აუცილებელი აქციების გენიალური ამომრჩეველი იყოთ. უბრალოდ უნდა გქონდეთ სურვილი, რომ, ანაზღაურების მისაღებად, მათში ჩადებულ ინვესტიციებს დიდი ხნის განმავლობაში ფლობდეთ.

წინა

როგორ შევძლოთ ინვესტირება მზარდი საპროცენტო განაკვეთების პირობებში?

შემდეგი

Nasdaq-ის 2022 წლის Bear ბაზარი – 3 მარადიული გაკვეთილი

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Nasdaq-ის 2022 წლის Bear ბაზარი – 3 მარადიული გაკვეთილი

Nasdaq-ის 2022 წლის Bear ბაზარი - 3 მარადიული გაკვეთილი

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved