„უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთიდან გასული კომპანიების აქტივების ჩამორთმევა ინვესტორების ნდობას ათწლეულების განმავლობაში დაარღვევს და რუსეთს 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის ავბედით დღეებში დააბრუნებს”, – თქვა მეტალის მაგნატმა, ვლადიმერ პოტანინმა. აქვე, ის დასძენს, რომ რუსეთმა პრაგმატიზმით უნდა უპასუხოს გლობალური ეკონომიკის მთლიანი ნაწილისგან თავის გარიყვას.
Telegram-ის აპლიკაციაში მან დაწერა, რომ საჭიროა არა ახალი კარების გაღება, არამედ ბაზრებზე იმ პოზიციების შენარჩუნება, რომელთა კულტივირებაზეც ამდენი დრო დაიხარჯა.
რუსეთის ეკონომიკა უმძიმესი კრიზისის წინაშე დგას 1991 წლის საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, მას შემდეგ რაც დასავლეთმა მძიმე სანქციები დააწესა რუსეთის თითქმის მთელ ფინანსურ და კორპორატიულ სისტემაზე 24 თებერვალს მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა უთხრა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ მთავრობამ კომპანიები, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, მენეჯმენტის გარეთ უნდა გაიყვანოს. ამის ზუსტი მექანიზმები გაურკვეველია, თუმცა რუსეთის ელიტაში მწვავე დებატები მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რამდენად მკაცრი უნდა იყოს მოსკოვის რეაქცია დასავლეთის სანქციებზე. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ღია რჩება მათთვის, ვისაც აქ სურს ბიზნესის კეთება.
BP-მ გასულ თვეში განაცხადა, რომ ის ტოვებს თავის წილს რუსულ ნავთობის მწარმოებელ როსნეფტში, ხოლო კომპანიებმა, როგორიცაა მაკდონალდსი და კოკა-კოლა Co Toyota-სა და IKEA დახურეს თავიანთი ბიზნესი რუსეთში.
პოტანინი აღიზარდა როგორც მაღალი რანგის საბჭოთა ჩინოვნიკის შვილი და განათლება მოსკოვის ელიტარულ დიპლომატიურ აკადემიაში მიიღო, რაც მას ყოველთვის განასხვავებდა 90-იანების ქაოსში შემთხვევით გამდიდრებული ოლიგარქებისაგან.
გარდა იმისა, რომ არის პალადიუმის და მაღალი ხარისხის ნიკელის მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელი, MMC Norilsk Nickel პლატინას, სპილენძს, ოქროს, ვერცხლს, სელენსა და გოგრიდსაც აწარმოებს. პოტანინი ამბობს, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ სანქციები გამოიყენა კონკურენციის დასაძლევად, ამიტომ მოსკოვს გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდებოდა. მან ასევე მოითხოვა რუსეთის საგარეო ვალის კუპონების გადახდაზე უცხოური ვალუტის შეზღუდვების მოხსნა, რომელიც, მისი თქმით, შეადგენდა 480 მილიარდ აშშ დოლარს.
პუტინი ამბობს, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უკრაინაში აუცილებელია რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა ნატოს წევრობა რუსეთის საზღვრამდე და მხარი დაუჭირა კიევის პროდასავლურ ლიდერებს. თავის მხრივ, უკრაინა იბრძვის საკუთარი უსაფრთხოებისთვის. შეერთებული შტატები, უკრაინის ევროპელი და აზიელი მოკავშირეები გმობენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.
წყარო: finance yahoo