• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

7 რჩევა წარმატებული ინვესტორებისგან

ოქტომბერი 9, 2024
in ინვესტიციის ანბანი
7 რჩევა წარმატებული ინვესტორებისგან
გაზიარება

ინვესტიცია არის შესანიშნავი გზა იმისთვის, რომ ფულმა თქვენზე იმუშაოს, ამისათვის კი არ გჭირდებათ რაიმე აკადემიური ხარისხი. ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ყველას არ გვასწავლიან რა არის ინვესტირება, დაზოგვა და როგორ მუშაობს ფული, თუმცა თუ გსურთ მეტის გაგება ეს შესაძლებელია წარმატებულ ინვესტორთაგან, გიზიარებთ მათ რამოდენიმე რჩევას. 

1. რჩევისათვის მიმართეთ ექსპერტს 

თქვენ წიგნებისა და ბლოგების კითხვით ბევრი საკითხის გაგება შეგიძლიათ, თუმცა ვინმესთან საუბარი ხანდახან საუკეთესო გზა არის. ფინანსების სერტიფიცირებული სპეციალისტი, საფონდო მიმართულებით მომუშავე ბროკერი, ან სფეროს ექსპერტი საუკეთესო შესაძლებლობა შეიძლება იყოს თქვენი მდგომარეობის გადასააზრებლად. მათ შეუძლიათ საკუთარი გამოცდილებისა და არსებული რეგულაცია/კანონების გათვალისწინებით მოგცენ რჩევა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით. თუნდაც რჩევა ხარჯთან იყოს დაკავშირებული, თქვენ საუბრის შემდეგ დარწმუნებული იქნებით რომ გაქვთ კვალიფიციური სპეციალისტისგან მიღებული სანდო ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელოვანი ზარალისგან დაცვა ან მნიშვნელოვანი სარგებლის მოცემა შეუძლია. 

2. გაითვალისწინეთ ყველაზე უარესი სცენარიც 

ის რასაც ეხლა წაიკითხავთ შესაძლოა ქართული რეალობისათვის ცოტა შეუსაბამოდ გეჩვენოთ, მაგრამ ვეცდები ამბავი გავაქართულო. გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს.  შეიძლება შეუძლოდ გახდეთ ან სამსახური დაკარგოთ, ასევე შესაძლებელია რომ თქვენ საკუთრებაში არსებული აქციების ფასი შემცირდეს. არ გაგიკვერდეთ რომ ამ შესაძლებლობებს შორის გარდაცვალების შესაძლებლობაც არსებობს. ასე რომ, თქვენ უნდა  გააანალიზოთ ყველაზე უარესი შემთხვევაც კი. ინვესტირებაზე ფიქრის დაწყებამდე დარწმუნდით რომ თქვენ დაზღვეული გაქვთ სხვა დაგეგმილი თუ დაუგეგმავი ხარჯები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ასევე დარწმუნდით რომ ყველა რისკისაგან მაქსიმალურად აზღვევთ როგორც საკუთარ თავს ასევე თქვენზე დამოკიდებულ პირებს, ეს ასევე აგარიდებთ დაუგეგმავ ხარჯს. 

3. რისკები ქველმოქმედებამდე განსაზღვრეთ

საქველმოქმედო საქმიანობა დიდი რამაა.  ეს დიდ სამსახურს უწევს საზოგადოებას და ეხმარები მას ვინც საკუთარ თავს ვერ შველის. თუმცა მსგავსი განაცემის შესახებ გადაწყვეტილებაც ფრთხილად უნდა მიიღოთ, ადვილად საროგნოზოა რომ ქართულ რეალობაში რთულად გასაგებად შეიძლება ჟღერდეს, თუმცა მნიშვნელოვანია ჯერ საკუთარი პოტენციური  რისკების სრულად დაფარვა მოვახერხოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავაპროგნოზიროთ პოტენციურად გასაცემი თანხა.  

4. არ შეჩერდეთ

თუ ახალგაზრდა და ენერგიული ხართ საუკეთესო რჩევა თქვეთვის შემდეგია: განაგრძეთ მუშაობა, არ გაჩერდეთ ! განაგრძეთ მუშაობა რაც შეიძლება დიდხანს, რადგან თქვენ გაქვთ საუკეთესო აქტივი: დრო. რაც უფრო მეტხანს მუშაობთ, მით მეტი ფული  გიჩნდებათ ინვესტირებისთვისაც. თუ არ გეგმავთ და აგენერირებთ თანხას საპენსიო ასაკისათვის ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა უძრავი ქონება ან ბიზნესი, მაშინ უნდა იმუშაოთ რაც შეიძლება დიდხანს, რათა შექმნათ თქვენი მოცულობითი საპენსიო ფონდი. 

5. ჩადეთ ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაში

საინტერესო და ამაღელვებელია როდესაც უყურებ ფილმს, სადაც მთავარი გმირები უოლ სტრიტზე მყისიერად ყიდულობენ და ყიდიან აქციებს და ამით შოულობენ მილიონებს. თუმცა სინამდვილეში ასე არ ხდება, ან იშვიათად თუ ხდება. მსგავს შედეგს დიდი მატერიალური რესურსი, უნარი და დრო სჭირდება. თუმცა ამისგან განსხვავებით დადასტურებულია რომ გრძელვადიანი ინვესტირება მიუხედავად რყევებისა საკმაოდ კარგ და მისაღებ უკუგებას იძლევა, ამისათვის კარგი საშუალება კი სანდო კომპანიაში ან/და ინდექსებში თანხის დაბანდებაა.

6. ინვესტიცია განახორციელეთ იმაში, რაც იცით და რაც მოგწონთ

90-იანი წლების მიწურულს,  „Dot Com“- ის ბუმის ეპოქაში, აქციებით მოვაჭრეებმა კითხეს უორენ ბაფეტს,თუ რატომ არ ანხორციელებდა ინვესტირებას ტექნიკური კომპანიების აქციებსა თუ სტარტაპებში. პასუხი კი შემდეგნაირი იყო: მას არ ესმოდა, თუ როგორ მუშაობდნენ ეს კომპანიები და როგორ ახდენდნენ საქმის მონეტიზაციას. ბევრმა ის ძველმოდურ ინვესტორად მიიჩნია, თუმცა  საბოლოოდ სწორედ ამან გადაარჩინა ბაფეტი მოსალოდნელი ზარალისაგან. ამიტომაც სანამ კომპანიებში ინვესტირებას განახორციელებთ, იფიქრეთ მონეტიზაციისა და პერსპექტივის საკითხზეც.  მოიძიეთ მის შესახებ ინფორმაცია, გაიგეთ როგორ აგენერირებს თანხას და თუ მოგწონთ კომპანია და რეალურად ხარჯავთ ან დახარჯავდით ფულს მათი პროდუქტებისა და სერვისების შესაძენად,  მაშინ ეს შეიძლება იყოს ის რასაც ეძებდით.

7. არ დაგავიწყდეთ გადასახადები

ნებისმიერი ოპერაცია, რომელსაც განახორციელებთ,  მათ შორის აქციების გაყიდვა თუ შენახვა მოითხოვს გადასახადს. ამიტომ სანამ აქციებს გაყიდით ან ფულს ამოიღებთ დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი ფული გადასახადებისათვის და თქვენი მოგება მხოლოდ გადასახადების დაფარვას არ მოხმარდება. 


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

რა არის განვითარებადი ინდუსტრია?

შემდეგი

6 მარტივი საფეხური ფინანსური თავისუფლების მისაღწევად

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
6 მარტივი საფეხური ფინანსური თავისუფლების მისაღწევად

6 მარტივი საფეხური ფინანსური თავისუფლების მისაღწევად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved