• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

7 ნაბიჯი წარმატებული საინვესტიციო მოგზაურობისთვის

აგვისტო 14, 2023
in ინვესტიციის ანბანი
7 ნაბიჯი წარმატებული საინვესტიციო მოგზაურობისთვის
გაზიარება

წარმატებულ ინვესტორებად ერთ დღეში არ ყალიბდებიან. ფინანსური სამყაროს და საკუთარი პიროვნების, როგორც ინვესტორის შესწავლას დრო და მოთმინება სჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ გამოცდილების დაგროვებასა და შეცდომებზე სწავლაზე. დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ საინვესტიციო ექსპედიციის პირველ შვიდ საფეხურს და გაჩვენებთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ მოგზაურობის დროს.

  1. ინვესტირების დაწყება

წარმატებული ინვესტირება არის მოგზაურობა და არა ერთჯერადი მოვლენა, ამიტომ უნდა მოემზადოთ ისე, თითქოს ხანგრძლივ ექსპედიციაში მიდიხართ. დაიწყეთ  დანიშნულების ადგილის განსაზღვრით და საინვესტიციო მოგზაურობა ამის შესაბამისად დაგეგმეთ. მაგალითად, პენსიაზე გასვლას 20 წლის შემდეგ, 55 წლის ასაკში აპირებთ? რამდენი ფული დაგჭირდებათ ამის გასაკეთებლად? ჯერ ეს კითხვები უნდა დასვათ. გეგმა, რომელსაც შექმნით, თქვენს საინვესტიციო მიზნებზე იქნება დამოკიდებული.

  1. გაიაზრეთ, როგორ მუშაობს ბაზარი

იკითხეთ წიგნები ან გაიარეთ საინვესტიციო კურსი, რომელიც თანამედროვე ფინანსურ იდეებს ეხება. ინვესტირება მეცნიერებისა (ფინანსური საფუძვლები) და ხელოვნების (ხარისხობრივი ფაქტორების) ერთობლიობაა. ფინანსების სამეცნიერო ასპექტი დასაწყებად კარგი ადგილია და ის იგნორირებული არ უნდა იყოს. თუ მეცნიერება თქვენი ძლიერი მხარე არ არის, ნუ იდარდებთ, არსებობს მრავალი ნაშრომი, მაგალითად, ჯერემი სიგელის Stocks For The Long Run, რომელიც რთულ ფინანსურ იდეებს მარტივად და გასაგებად ხსნის.

მას შემდეგ რაც გაიგებთ, თუ რა მუშაობს ბაზარზე, შეძლებთ თქვენთვის შესაფერისი მარტივი წესები ჩამოაყალიბოთ. მაგალითად, ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის საინვესტიციო სტილი შეიძლება ამ ერთი ციტატით შევაჯამოთ: „არასოდეს ჩადოთ ინვესტიცია იმ ბიზნესში, რომელიც არ გესმით“.

  1. გაიაზრეთ თქვენი საინვესტიციო სტრატეგია

თქვენზე უკეთ არავინ იცნობს თქვენს პიროვნებას. აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოთ ყველაზე კვალიფიციური ადამიანი, საკუთარი ინვესტიციების წარსამართად — მხოლოდ ცოტა დახმარება გჭირდებათ. დაადგინეთ პიროვნული თვისებები, რომლებიც დაგეხმარებათ ან ხელს შეგიშლით წარმატებულად ინვესტირებაში და ისინი შესაბამისად მართეთ.

ძალიან სასარგებლო ქცევითი მოდელი, რომელიც ეხმარება ინვესტორებს საკუთარი თავის გაგებაში, შეიმუშავეს ფონდის მენეჯერებმა — ტომ ბეილარდმა, ლარი ბიჰლმა და რონ კაიზერმა.

მოდელი ინვესტორებს ორი პიროვნული მახასიათებლის მიხედვით ახარისხებს: მოქმედების მეთოდი (ფრთხილი ან იმპულსური) და თავდაჯერებულობის დონე (თავდაჯერებული ან მშფოთვარე). ამ პიროვნული თვისებების საფუძველზე, BB&K მოდელი ინვესტორებს ხუთ ჯგუფად ყოფს:

  • ინდივიდუალისტი — ყურადღებიანი და თავდაჯერებული, ხშირად იღებს ინიციატივას საკუთარ თავზე
  • ავანტიურისტი — არასტაბილური, ანტერპრენერი და გაბედული
  • სახელგანთქმული — უახლესი საინვესტიციო ტენდენციების მიმდევარი
  • მცველი — რისკისადმი ნეგატიურად განწყობილი, სიმდიდრის შემნახველი
  • კეთილსინდისიერი ადამიანი — თანაბრად იზიარებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებს

გასაკვირი არ არის, რომ საუკეთესო საინვესტიციო შედეგებს, როგორც წესი, აღწევს ინდივიდუალისტი, ან ის, ვინც ამჟღავნებს ანალიტიკურ ქცევას, თავდაჯერებულობას და კარგად აფასებს ღირებულებას. თუმცა, თუ დაადგენთ, რომ თქვენი პიროვნული თვისებები წააგავს ავანტიურისტს, მაინც შეგიძლიათ ინვესტირებაში წარმატებას მიაღწიოთ, თუ სტრატეგიას შესაბამისად შეცვლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ჯგუფში მიეკუთვნებით, ძირითადი აქტივები სისტემატური და დისციპლინირებული გზით უნდა მართოთ.

Investor
  1. იცნობდეთ საკუთარ მეგობრებსა და მტრებს

უფრთხილდით ცრუ მეგობრებს, რომლებიც თავს გაჩვენებენ, რომ თქვენს მხარეს არიან. მათ მიეკუთვნება, მაგალითად, არაკეთილსინდისიერი საინვესტიციო პროფესიონალები, რომელთა ინტერესები შეიძლება თქვენსას ეწინააღმდეგებოდეს. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ, როგორც ინვესტორი, კონკურენციას უწევთ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებსაც მეტი რესურსი გააჩნიათ, მათ შორის უფრო მეტი და სწრაფი წვდომა ინფორმაციაზე.

დაიმახსოვრეთ, რომ საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი თავად ხართ. თქვენი პიროვნებიდან, სტრატეგიიდან და კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა საკუთარ წარმატებას ხელს უშლიდეთ. მაგალითად, „მცველი“ ეწინააღმდეგება საკუთარი პიროვნების ტიპს, თუ ის ბაზრის უახლეს ტენდენციების მიჰყვება და მოკლევადიან მოგებაზეა ორიენტირებული.

  1. იპოვეთ სწორი საინვესტიციო გზა

თქვენ მიერ არჩეულ საინვესტიციო გზას თქვენი ცოდნის დონე, პიროვნება და რესურსები უნდა განსაზღვრავდეს. ზოგადად, ინვესტორები შემდეგ სტრატეგიათაგან ერთ-ერთს ირჩევენ:

  • არ ჩადოთ ყველა კვერცხი ერთ კალათაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დივერსიფიკაციას მიმართეთ.
  • ყველა თქვენი კვერცხი ერთ კალათაში ჩადეთ, მაგრამ ყურადღებით აკონტროლეთ ინვესტიციები.
  • გამოიყენეთ ამ ორი სტრატეგიის ნაზავი.

ყველაზე წარმატებული ინვესტორები დაბალრისკიანი, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელით იწყებენ და თანდათან გამოცდილებას აგროვებენ. დროთა განმავლობაში სათანადო ცოდნის მიღების შემდეგ, ისინი უფრო აქტიურ პოზიციებზეც ორიენტირდებიან.

  1. შეინარჩუნეთ გრძელვადიანი პერსპექტივა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინვესტირება გრძელვადიანი მოგზაურობაა, რომელიც დისციპლინას და მოთმინებას მოითხოვს. იყავით კონცენტრირებული თქვენს საინვესტიციო მიზნებზე, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ბაზრის მოკლევადიანი რყევებიდან გამომდინარე და მუდამ შეინარჩუნეთ გრძელვადიანი მიდგომა. გახსოვდეთ, სიმდიდრის დაგროვებას დრო და თანმიმდევრულობა სჭირდება.

  1. კონცენტრირდით განათლებაზე

ბაზრის პროგნოზირება რთულია, მაგრამ ერთი რამ ცხადია — ის არასტაბილური იქნება. დროდადრო, ბაზარი დაგიმტკიცებთ, რომ ცდებით. აღიარეთ ეს და თქვენს შეცდომებზე ისწავლეთ. დაუთმეთ დრო ფინანსურ განათლებას. იკითხეთ წიგნები პერსონალური ფინანსებზე, ინვესტირებაზე; თვალი ადევნეთ რეპუტაციულ ფინანსურ ვებგვერდებს და ბლოგებს; დაესწარით სემინარებს და ა. შ. რაც უფრო მეტი ცოდნა გექნებათ, მით უფრო მომგებიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას და მუდმივად ცვალებად ფინანსურ ლანდშაფტთან ადაპტირებას შეძლებთ.

წინა

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved