• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

ნოემბერი 11, 2024
in ინვესტიციის ანბანი
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
გაზიარება

ყველა საინვესტიციო ექსპერტი ვერ იქნება, თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი რჩევა, რომელთა გათვალისწინებითაც დამწყებ ინვესტორსაც კი შეუძლია, თავისი ინვესტიციები მაქსიმალურად გამოიყენოს. სწორი საინვესტიციო დაგეგმვა დიდი შემოსავლის მისაღებად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

დამწყები ინვესტორი, რომელსაც სხვადასხვა საინვესტიციო გზების შესახებ ნაკლები ცოდნა გააჩნია, შეიძლება ადვილად მოიხიბლოს პროდუქტით, რომელიც ბაზარზე დაწინაურებულია. თუმცა, ასეთი პროდუქტი შესაძლოა მის საინვესტიციო მიზნებს არ აკმაყოფილებდეს ან შემდგომ ეტაპზე უვარგისი აღმოჩნდეს. ასეთი შეცდომების თავიდან ასარიდებლად შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც თქვენი შედეგების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ჩაატარეთ კვლევა

ფულის ინვესტირებამდე კვლევა უპირველეს ამოცანას წარმოადგენს. შეისწავლეთ კომპანიის წარსული საქმიანობა, ფინანსური კოეფიციენტები, ზრდის პერსპექტივები და ა.შ. კვლევა დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რომელი საინვესტიციო პროდუქტია შედარებით უსაფრთხო და რომელი ექვემდებარება უკიდურეს ცვალებადობას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებმა დრო დაუთმონ კომპანიების კვლევას, რათა სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღონ. აქციების მხოლოდ სხვის რჩევებზე ან კომპანიის შესახებ არსებულ ზედაპირულ წარმოდგენებზე დაყრდნობით შეძენა კარგ შედეგს ნამდვილად არ მოგიტანთ.

განსაზღვრეთ რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის დონე

გაიაზრეთ რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის დონე და დაფიქრდით, როგორ იგრძნობდით თავს მთელი ინვესტირებული თანხა ან მისი ნაწილი რომ დაგეკარგათ. ახალბედა ინვესტორებს შორის გავრცელებული შეცდომა სწორედ ამ ფაქტორის არასწორად შეფასებაა. რეალურად, როდესაც მათი შედარებით სარისკო ინვესტიციების ღირებულება ეცემა, ისინი პანიკის საფუძველზე გაყიდვას იწყებენ. რისკისა და ანაზღაურებისადმი გააზრებული მიდგომა საშუალებას მოგცემთ, რომ ინვესტიციები რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის დონის შესაბამისად შეარჩიოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ რისკს შეიცავს — ეს ნაღდი ფულის შენახვასაც ეხება, რადგან, შესაძლოა, მისი მსყიდველობითი უნარი ინფლაციის გამო შემცირდეს.

განსაზღვრეთ ინვესტიციის მიზანი

ინვესტირების მიზანი შეიძლება იყოს პენსიაზე მშვიდად გასვლა, სახლის შეძენა, თქვენი შვილის განათლებისთვის საჭირო თანხის მოგროვება და ა. შ. მიზნის სწორად დადგენა დაგეხმარებათ, საინვესტიციო დროის ჰორიზონტიც განსაზღვროთ, ანუ გაიგოთ, მოკლევადიანია თქვენი ინვესტიცია, საშუალოვადიანი, თუ გრძელვადიანი. შემდეგ კი სწორედ ამ ფაქტორებს გაითვალისწინებთ თქვენთვის შესაფერისი ინვესტიციების შერჩევისას.

აკონტროლეთ ემოციები

ემოციების კონტროლი ადვილი ნამდვილად არ არის და როცა ფულს კარგავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს მუდმივად გაგრძელდება. თუმცა საფონდო ბირჟის ვარდნა სამუდამოდ არასოდეს გაგრძელებულა. როდესაც გრძნობთ, თითქოს თქვენი გეგმები ინგრევა და საინვესტიციო პორტფელი ნადგურდება, შესაძლოა, პანიკისგან გათავისუფლებაში ბირჟის ისტორიული მონაცემების გადახედვა დაგეხმაროთ.

მაგალითად, 2000 წლიდან 2002 წლამდე, თუ ინვესტიციას მხოლოდ დიდი კაპიტალიზაციის აქციებში ჩადებდით, მთლიანობაში დაახლოებით 38%-ს დაკარგავდით. $100,000 დოლარი რომ დაგებანდებინათ, თქვენი ინვესტიციის ღირებულება დაახლოებით $62,000-მდე შემცირდებოდა. თუმცა 2006 წლისთვის თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება საწყის მდგომარეობას ოდნავ გადააჭარბებდა კიდეც.

თავი აარიდეთ სპეკულაციას

დამწყებმა ინვესტორმა არასოდეს უნდა განიხილოს საინვესტიციო გზა ან პროდუქტი, რომელიც სპეკულაციაზეა დაფუძნებული. გაუაზრებელი გადაწყვეტილებების შედეგად შეძენილი ნებისმიერი აქცია არის სპეკულაცია და არა ინვესტიცია. ეს უკანასკნელი არის ის, რაც თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ და მისი დიდხანს შენარჩუნების სურვილი გაგაჩნიათ.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

რატომ არის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი?

შემდეგი

3 ფაქტორი, რომელიც დივიდენდურ აქციებში ინვესტირებისას უნდა გაითვალისწინოთ

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 ფაქტორი, რომელიც დივიდენდურ აქციებში ინვესტირებისას უნდა გაითვალისწინოთ

3 ფაქტორი, რომელიც დივიდენდურ აქციებში ინვესტირებისას უნდა გაითვალისწინოთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved