მას შემდეგ, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) საბოლოოდ სერიოზულად ეკიდება ინფლაციას, არსებობს შანსი, რომ საფონდო ბირჟამ კვლავ კრახი განიცადოს. თუ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, მსესხებლებს მეტის გადახდა მოუწევთ, ხოლო კრედიტორები უფრო მეტ მოგებას მიიღებენ. ეს ინვესტორებისთვის ფულის გასესხებას უფრო მიმზიდველს ხდის და აქციებისთვის ნაკლები ფული რჩება.
თუ ინვესტორი ხართ, უნდა გაიაზროთ ეს რისკი და უნდა მოემზადოთ ბაზარზე სავარაუდო რთული პერიოდისთვის. ამ სტატიაში მოცემული ოთხი გზა დაგეხმარებათ, რომ მოამზადოთ თქვენი საინვესტიციო პორტფელი მომავალი არასტაბილურობისთვის.
№ 1: აკონტროლეთ თქვენი ვალები
სავსებით დასაშვებია ინვესტირება მაშინ, როდესაც კონტროლს დაქვემდებარებული ვალი გაქვთ. თუ ვალს გააჩნია ფიქსირებული და დაბალი განაკვეთი, თქვენი ფულადი ნაკადებით ადვილად შეიძლება მისი დაფარვა და ემსახურება მიზანს, რომელიც თქვენს მომავალს უკეთესობისკენ ცვლის, მაშინ ის კონტროლს ექვემდებარება. თუ თქვენი ვალი ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ახლა საუკეთესო დროა ამ მდგომარეობის შესაცვლელად. მთლიანი საფონდო ბირჟა არც თუ ისე შორს არის მწვერვალებიდან და Fed-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ, შეიძლება, ვალების გაკონტროლების შესაძლებლობა სწრაფად მოსპოს.
თქვენი უკონტროლო ვალების გადახდა ან რეფინანსირება მრავალი გზით დაგეხმარებათ. პირველ რიგში, ცხადია საპროცენტო განაკვეთების ზრდა თქვენი ჯიბიდან უფრო მეტ ფულს ამოიღებს. ამასთან, თუ მზარდი საპროცენტო განაკვეთები საფონდო ბირჟის კრახს გამოიწვევს, უფრო მეტად ინანებთ, რომ ვალი კონტროლ ქვეშ არ მოაქციეთ მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა გქონდათ.
გარდა ამისა, საინვესტიციო პორტფელის ვარდნა არასოდეს არის სახალისო. პანიკური გაყიდვისკენ მიდრეკილება, რომელიც ხშირად ბაზრის დაცემასთან ერთად მოდის, მაშინ გაიზრდება, თუ გადასახადების და ვალის დასაფარად საჭიროზე ნაკლები ფული გაგაჩნიათ.
№ 2: იქონიეთ გონივრული საგანგებო ფონდი
ტიპური ფინანსური სახელმძღვანელო მიგვითითებს, რომ საგანგებო ფონდი, რომელიც სამიდან ექვს თვემდე საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას შეძლებს. საგანგებო ფონდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაზრის კრახის დროს, რადგან ეს მოვლენა ხშირად სამუშაო ადგილების დაკარგავს იწვევს.
საგანგებო ფონდი გიქმნით დამცავ ზონას, რომელიც დაგეხმარებათ გადალახოთ სამუშაოს დაკარგვის საწყისი შოკი ისე, რომ იძულებული არ გახდეთ თქვენი ხარჯების დასაფარად აქციები დაუყოვნებლივ გაყიდოთ. ის ასევე გაძლევთ ოდნავ მეტ მოქნილობას იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შემოსავალი შემცირდება მანამ, სანამ ეკონომიკა უხეში შეფერხებებით მოქმედებს.
№ 3: ფული, რომელიც მალე დაგჭირდებათ, აქციებში არ დააბანდოთ
ფული, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაგჭირდებათ, აქციებში არ უნდა ჩადოთ, რადგან მას შემდეგ, რაც ბაზარი კრახს განიცდის, შესაძლოა გამოჯანმრთელებას წლები დასჭირდეს. შედეგად, თუ იცით, რომ ფული მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაგჭირდებათ, ის აქციებზე უფრო კონსერვატიულ საშუალებაში უნდა დააბანდოთ. ეს შეიძლება იყოს სადეპოზიტო სერტიფიკატები (CD), სახაზინო ობლიგაციები და ა. შ.
ამ გზით, სავარაუდოდ, თქვენი ინვესტიციიდან დიდ ანაზღაურებას ვერ მიიღებთ, მაგრამ მეტი შანსია, რომ თქვენი ფულის ამოღებას შეძლებთ მაშინ, როდესაც ის დაგჭირდებათ, ბაზრის ვარდნის დროსაც კი.
№ 4: იცოდეთ თქვენი საკუთრების ღირებულება
საბოლოო ჯამში, აქციების ფლობა სხვა არაფერია თუ არა წილი კომპანიის საკუთრებაში. მეთოდის საშუალებით, რომელიც ცნობილია, როგორც დისკონტირებული ფულადი ნაკადების მოდელი (ეს არის შეფასების მეთოდი, რომელიც გამოიყენება ინვესტიციის ღირებულების შესაფასებლად მის სამომავლო ფულად ნაკადებზე დაყრდნობით), რომლის საშუალებითაც თქვენ ასახავთ კომპანიის მომავალ მოგებას. შემდეგ, შეიძლება, უარი თქვათ კონკრეტულ ინვესტიციაზე იმ შემთხვევაში, თუ ფულს, რომელიც მომავალში თქვენს ხელში აღმოჩნდება, უფრო ნაკლები ღირებულება ექნება ვიდრე იმ თანხას, რომელსაც ახლა ფლობთ. ამის შედეგად, თქვენ აფასებთ, თუ რა ღირებულება გააჩნია აქციის გამომშვებ კომპანიას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულყოფილი მაჩვენებელი არ არის (რადგან თქვენ მომავლის გამოცნობას ცდილობთ), დისკონტირებული ფულადი ნაკადების მოდელი, შეიძლება, ბიზნესის ღირებულების შეფასებაში დაგეხმაროთ. ბაზრის კრახის დროს ეს საშუალებას მოგცემთ დაბალ ფასად შეიძინოთ ძლიერი კომპანიის აქციები. რეალურად, შანსი გეძლევათ ბაზრის კრახით დიდი სარგებელი მიიღოთ.
დაიწყეთ ახლავე
ეს ოთხი მიდგომა ძალიან დაგეხმარებათ, მაგრამ ყველა მათგანი კარგად მუშაობს, თუ მათ ბაზრის კრახამდე მიმართავთ. იმის გამო, რომ ბაზარი ჯერ კიდევ უმაღლეს მაჩვენებლებთან ახლოს არის, ახლა, შეიძლება, თქვენი ფინანსების მოსამზადებლად კარგი დრო იყოს.
თუ კრახი მალე მოხდება, თქვენ მოხარული იქნებით, რომ ეს მიდგომები გაითვალისწინეთ. თუ ეს ასე არ მოხდა, მაინც შეგიძლიათ უფრო მშვიდად იყოთ, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ბაზრის ნორმალური პირობების შემთხვევაშიც ლოგიკურია. ასე რომ, დაიწყეთ ახლავე და მოამზადეთ საკუთარი თავი ბაზრის მომავალი კრახის დროს უკეთ ძილისთვის.