• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

4 საფეხური მოგებიანი პორტფოლიოს შესაქმნელად

იანვარი 11, 2022
in ინვესტიციის ანბანი
4 საფეხური მომგებიანი პორტფელის შესაქმნელად
გაზიარება

ნებისმიერი ინვესტორის წარმატებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დივერსიფიცირებული პორტფელი. თქვენ როგორც ინდივიდუალურმა ინვესტორმა უნდა იცოდეთ თუ როგორ მოახდინოთ აქტივების გადანაწილება, ისე რომ აღნიშნულმა დააკმაყოფილოს თქვენი როგორც საინვესტიციო მიზნები ასევე დარჩეს თქვენთვის დასაშვები რისკის ჩარჩოში.  შეიძლება აღნიშნული შემდეგნაირადაც გადმოვცეთ,  თქვენი პორტფელი უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი  მომავალი კაპიტალის მოთხოვნებს და ამ გზაზე სიმშვიდესაც უნდა უზრუნველყოფდეს.  ინვესტორებს შეუძლიათ პორტფელების შექმნა განსაზღვრული საინვესტიციო სტრატეგიების შესაბამისად. დღეს გაგაცნობთ რამოდენიმე გასაანალიზებელ მიმართულებას დივერსიფიკაციისათვის. 

მნიშვნელოვანი საკითხები: 

  • კარგად დივერსიფიცირებული პორტფელი საუკეთესო ნაბიჯია თქვენი ინვესტიციების თანმიმდევრული ზრდისთვის.
  • პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი საინვესტიციო მიზნებისა და რისკის ტოლერანტობის შესაბამისობა და აღნიშნულის გათვალისწინებით მოახდინეთ აქტივების გადანაწილება. 
  • მიუხედავად დივერსიფიცირებისა მოახდინეთ მუდმივი მონიტორინგი შეამოწმეთ, თუ როგორ იცვლება აქტივების მოცულობა.
  • საჭიროების შემთხვევაში გააკეთეთ პორტფელის კორექტირება, გადაწყვიტეთ, რომელი ნაკლებ ღირებულებიანი ფასიანი ქაღალდების შეძენა  ღირს, გადაჭარბებული ღირებულების მქონე ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით. 

1. განსაზღვრეთ აქტივების განაწილების წესი

პორტფელის შექმნისას პირველი ამოცანა თქვენი ინდივიდუალური ფინანსური მდგომარეობისა და მიზნების განსაზღვრაა. ამ დროს გასათვალისწინებელია ინვესტორის ასაკი და ის თუ რამდენი დრო გაქვთ თქვენი ინვესტიციების გასაზრდელად, ასევე ინვესტიციისთვის განკუთვნილი კაპიტალის ოდენობა და მომავალი შემოსავლის საჭიროება. დასაოჯახებელ სტუდენტს, რომელიც ახლა იწყებს კარიერას, სჭირდება განსხვავებული საინვესტიციო სტრატეგია, ხოლო  პირობითად 55 წლის დაოჯახებულ ადამიანს განსხვავებული. 

მეორე ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია არის თქვენი დამოკიდებულება რისკისადმი. მზად ხართ თუ არა რომ საფრთხე შეუქმნათ გარკვეული თანხის პოტენციურ დანაკარგს უფრო დიდი ანაზღაურების მიღების იმედად? ყველას სურს მიიღოს მაღალი შემოსავალი, მაგრამ თუ  თქვენი ინვესტიციები მოკლევადიან პერიოდში მცირდება და ამ მიზეზით ღამით ვერ იძინებთ, შესაძლოა მიღებული ამონაგები არც კი იყოს მიღებული სტრესის საპირწონე.

თქვენი ამჟამინდელი სიტუაციის, თქვენი სამომავლო კაპიტალისა და რისკისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს თქვენი ინვესტიციები სხვადასხვა ტიპის აქტივებს შორის. ცნობილია რომ უფრო დიდი ანაზღაურების შესაძლებლობა მოდის ზარალის უფრო მაღალი რისკის ხარჯზე (პრინციპი, რომელიც ცნობილია როგორც რისკისა და ანაზღაურების დამოკიდებულება). ცხოვრების წესისა და გარემოებიდან გამომდინარე კი რისკისადმი განხვავებული დამოკიდებულებები გვაქვს.  მაგალითად, ახალგაზრდას, რომლის სტაბილური შემოსავალიც არ არის დამოკიდებული ინვესტიციებზე, შეუძლია მიიღოს მეტი რისკი მაღალი შემოსავლის მიღების იმედად. მეორეს მხრივ, პენსიაზე მყოფმა პირმა უნდა გაამახვილოს ყურადღება საკუთარი აქტივების დაცვასა და ამ აქტივებიდან შემოსავლის მიღებაზე, თან ეს უნდა მოახერხოს მაქსიმალურად ეფექტურად და მჭიდრო ვადებში.

კონსერვატიული და აგრესიული ინვესტირება 

რაც უფრო მეტი რისკის აღება შეგიძლიათ, მით უფრო აგრესიული იქნება თქვენი პორტფელი, შემადგენლობით კი ასეთ შემთხვევაში უფრო დიდი ნაწილი დაეთმობა აქციებს და შედარებით ნაკლები ობლიგაციებსა და სხვა ფიქსირებული შემოსავლის ფასიან ქაღალდებს. იმ შემთხვევაში კი, თუ უფრო ნაკლები რისკის დაშვება შეგიძლიათ, მით უფრო კონსერვატიული იქნება თქვენი პორტფელი. გიზიარებთ აღნიშნულ პორტფელთა ვიზუალიზაციას აქტივების ტიპებისა და მათი წილების მიხედვით: 

 

კონსერვატიული პორტფელის მთავარი მიზანი მისი ღირებულების დაცვაა. ზემოთ ნაჩვენები განაწილება მოიტანს მიმდინარე შემოსავალს ობლიგაციებიდან და ასევე უზრუნველყოფს კაპიტალის ზრდის გარკვეულ გრძელვადიან პოტენციალს მაღალი ხარისხის აქციებში ინვესტიცირების შემთხვევაში.

 

2. შექმენით პორტფოლიო 

მას შემდეგ რაც განსაზღვრავთ აქტივების სწორ განაწილებას, თქვენ უნდა გაყოთ თქვენი კაპიტალი აქტივების შესაბამის კლასებს შორის. ყველაზე მარტივი ახსნით, ეს არ არის რთული, რადგან გვხვდება: აქციები და ობლიგაციები.

თუმცა თქვენ შეგიძლიათ დაყოთ სხვადასხვა აქტივების კლასები ქვეკლასებად, რომლებსაც ასევე აქვთ განსხვავებული რისკები და პოტენციური ანაზღაურების მოტანის შესაძლებლობა. მაგალითად, ინვესტორმა შეიძლება გაყოს პორტფელის კაპიტალის ნაწილი სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორსა და სხვადასხვა საბაზრო კაპიტალიზაციის კომპანიებს შორის, ასევე ადგილობრივ და უცხოურ აქციებს შორის. ობლიგაციების ნაწილი შეიძლება გამოიყოს მოკლევადიან და გრძელვადიან ობლიგაციებად, სახელმწიფო ან კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებად და ა.შ.

არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლიათ აირჩიოთ აქტივები და ფასიანი ქაღალდები თქვენი აქტივების განაწილების სტრატეგიისათვის (გახსოვდეთ, რომ გააანალიზოთ თითოეული აქტივის ხარისხი და პოტენციალი, რომელშიც ინვესტირებას აპირებთ):

აქციების არჩევა – შეარჩიეთ აქციები, რომლებიც აკმაყოფილებენ თქვენთვის მისაღებ რისკის დონეს;  ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია: სექტორი, საბაზრო კაპიტალი და აქციების ტიპი. გააანალიზეთ კომპანიები, რომლებიც იყენებენ საფონდო სკრინინგებს პოტენციური არჩევანის შერჩევის მიზნით, შემდეგ  თითოეულ შესყიდვამდე ჩაატარეთ უფრო ღრმა ანალიზი,  მისი შესაძლებლობებისა და რისკების განსაღვრისათვის. ეს არის ყველაზე შრომატევადი მიმართულება თქვენს პორტფელში ფასიანი ქაღალდების დასამატებლად, ის ასევე მოითხოვს რომ რეგულარულად აკონტროლოთ ფასების ცვლილებები  და თვალი ადევნოთ ინდუსტრიის სიახლეებში.

ობლიგაციების არჩევა – ობლიგაციების არჩევისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის კუპონი, ვადა, ობლიგაციების ტიპი და საკრედიტო რეიტინგი, ასევე ბაზარზე არსებული ზოგადი საპროცენტო განაკვეთები.

საერთო ფონდები – საერთო ფონდები ხელმისაწვდომი შესაძლებლობაა ინვესტირებისათვის და საშუალებას გაძლევთ შეინახოთ აქციები და ობლიგაციები, რომლებიც პროფესიონალურად არის შესწავლილი და შერჩეული ფონდის მენეჯერების მიერ. რა თქმა უნდა, ეს ფასიანი მომსახურებაა,  რაც შეამცირებს თქვენს შემოსავალს, თუმცა თქვენ შეიძლება მეტად დაცულად ჩათვალოთ თავი. ინდექსური ფონდები სხვა არჩევანს წარმოადგენს; მათ აქვთ უფრო დაბალი გადასახადები, რადგან ისინი ასახავს დადგენილ ინდექსს და, შესაბამისად, პასიურად იმართება.

საბირჟო ვაჭრობის ფონდები (ETF) – თუ თქვენ არ გსურთ ინვესტირება ერთობლივი სახსრებით, ETF შეიძლება იყოს საინტერესო ალტერნატივა.  წარმოადგენენ აქციების დიდ კალათას, რომელიც ჩვეულებრივ დაჯგუფებულია სექტორის, კაპიტალიზაციის, ქვეყნის და იდენტური მახასიათებლების მიხედვით. მაგრამ ისინი განსხვავდებიან იმით, რომ ისინი არ იმართება აქტიურად, არამედ აკონტროლებენ არჩეულ ინდექსს ან აქციების კალათას.  ETF ასევე მოიცავს აქტივების კლასების ფართო სპექტრს და შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი პორტფელის მრავალფეროვნებისათვის. 

3. პორტფოლიოს პერიოდული გადაფასება 

მას შემდეგ რაც ჩამოყალიბებული პორტფელი გექნებათ, პერიოდულად უნდა გააანალიზოთ და დააბალანსოთ ის, რადგან ფასების ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი საწყისი საინვესტიციო კაპიტალის მოცულობის შეცვლა. 

სხვა ფაქტორები, რომლებიც, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში შეიცვლება, არის თქვენი ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა, მომავალი საჭიროებები და რისკის მიმღებლობა. თუ ეს ყველაფერი შეიცვლება, შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი პორტფოლიოს გადახალისება. თუ თქვენი რისკის ტოლერანტობა დაეცა, შეიძლება დაგჭირდეთ აქციების რაოდენობის შემცირება. ან იქნებ ახლა მზად ხართ აიღოთ მეტი რისკი და თქვენი აქტივების განაწილება მოითხოვს, რომ თქვენი აქტივების მცირე ნაწილი ინახებოდეს უფრო არასტაბილურ მცირე კაპიტალის აქციებში.

4. სტრატეგიული დაბალანსება

მას შემდეგ რაც დაადგენთ რომელი ფასიანი ქაღალდები უნდა შეამციროთ და რა მოცულობით, გადაწყვიტეთ რომელი დაბალი შეფასების მქონე ფასიან ქაღალდებს იყიდით გადაჭარბებული შეფასების ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან. თქვენი ფასიანი ქაღალდების ასარჩევად გამოიყენეთ წინა საფეხურებში მიმოხილული რჩევები და მიდგომები.

 თქვენი პორტფელის ხელახალი დაბალანსებისა და კორექტირებისას გაითვალისწინეთ გადასახადების და პოტენციური საკომისიოს ნაწილიც. 

ამავე დროს, ყოველთვის გაითვალისწინეთ თქვენი ფასიანი ქაღალდების პერსპექტივა. ანალიტიკოსთა მოსაზრებები და კვლევითი ანგარიშები შეიძლება იყოს სასარგებლო ინსტრუმენტები თქვენი კაპიტალის პერსპექტივის შესაფასებლად. 

შეჯამება

პორტფელის მშენებლობის პროცესის განმავლობაში, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ შექმნათ და შეინარჩუნოთ დივერსიფიცირებული პორტფელი. ამისათვის  საკმარისი არ არის მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ფლობა თითოეული აქტივის კლასიდან; თქვენ ასევე უნდა გააკეთოთ ჩაშლა თითოეულ კლასში. დარწმუნდით, რომ თქვენი ინვესტირებული თანხა გადანაწილებულია განსხვავებულ ქვეკლასებსა და ინდუსტრიის სექტორებში.

როგორც აღვნიშნეთ, ინვესტორებს შეუძლიათ მიაღწიონ შესანიშნავ დივერსიფიკაციას საერთო ფონდებისა და ETF-ების გამოყენებით, ამას გარდა აღნიშნული საინვესტიციო საშუალებები დაგეხმარებათ შედარებით მცირე თანხებით მიიღოთ მასშტაბის ეკონომიაც. 

წინა

21 რჩევა უორენ ბაფეტისგან, რომლის გამოყენებაც ყველას შეუძლია

შემდეგი

რა ინვესტიცია უნდა ჩავდოთ 30 წლის ასაკში, რომ 50 წლისთვის მილიონერად ვიქცეთ?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ინვესტიცია უნდა ჩავდოთ 30 წლის ასაკში, რომ 50 წლისთვის მილიონერად ვიქცეთ?

რა ინვესტიცია უნდა ჩავდოთ 30 წლის ასაკში, რომ 50 წლისთვის მილიონერად ვიქცეთ?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved