• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ

მარტი 15, 2023
in ინვესტიციის ანბანი
4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ
გაზიარება

ბაზარზე არსებულმა მღელვარებამ შეიძლება გვაცდუნოს, დაგვავიწყოს გრძელვადიანი მიზნები და ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია სრულიად მოშალოს. არავინ იცის, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები, თუმცა არსებობს დროში გამოცდილი სტრატეგიები, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენს მომავალზე უფრო კონცენტრირებული იყოთ.

  1. პროცესი ავტომატური გახადეთ

როდესაც ვრცელდება ინფორმაციები ბაზრის მერყეობის, პოლიტიკური თუ ფინანსური მოვლენების შესახებ, ინვესტორებმა, შესაძლოა, გადაწყვეტილებები ემოციებზე დაყრდნობით მიიღონ. შედეგად, მაღალი შემოსავლის მიღების სურვილი მათ ხშირად პიკში ყიდვისკენ უბიძგებს, მეორეს მხრივ, ბაზრის ვარდნის დროს, პანიკის გამო ისინი ინვესტიციების დაბალ ფასად ყიდიან. ორივე ქმედება ეწინააღმდეგება ინვესტირების მთავარ კანონს — იყიდე იაფად, გაყიდე ძვირად.

ამის ნაცვლად, უმჯობესია რეგულარულად ინვესტირებაზე ორიენტირდეთ. მარტივი გზაა ავტომატური საინვესტიციო გეგმის შექმნა. ეს ნიშნავს, რომ ყოველთვიურად წინასწარ განსაზღვრულ თანხას ინვესტიციებში დააბანდებთ. ასეთი სტრატეგია საშუალებას მოგცემთ იყიდოთ მეტი აქცია, როდესაც ფასები დაბალია და — ნაკლები, როდესაც ფასები მაღალია.

  1. ნუ დაიწყებთ მომავლის გამოცნობას — შეინარჩუნეთ ინვესტიციები

კვლევები ადასტურებს, რომ საუკეთესო სტრატეგია არა ბაზრის მოძრაობებთან სინქრონიზება, არამედ წინასწარ კარგად შემუშავებული საინვესტიციო სტრატეგიის მიხედვით მოქმედებაა.

დაიმახსოვრეთ, რომ ინვესტირებისას გრძელვადიანი მიდგომის შენარჩუნების შემთხვევაში, დრო თქვენს მხარესაა. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნათლად არის ასახული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტიციების გრძელვადიან პერსპექტივაში ფლობა.

Power of Time
  1. ბაზრის ვარდნას განსხვავებულად შეხედეთ — დაინახეთ შესაძლებლობები

მრავალი გამოცდილი ინვესტორი ბაზრის ვარდნას „ფასდაკლებად“ აღიქვამს. თუ ამ მოვლენას განსხვავებული კუთხით შეხედავთ, მართლად დაინახავთ, რომ bear market-ის დროს გეძლევათ შესანიშნავი შანსი, ძლიერი კომპანიების აქციები დაბალ ფასად შეიძინოთ.

ლეგენდარული ინვესტორი — უორენ ბაფეტი ამბობს: „შესაძლებლობა იშვიათად მოდის. როცა ოქრო წვიმს, გამოიყენე სათლი და არა სათითე.” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, bear market-ის დროს თქვენი საყვარელი აქციები მკვეთრად გაიაფდება და ეს სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ.

  1. მიმართეთ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას

ინვესტირების კიდევ ერთი ძირითადი პრინციპი დივერსიფიკაციაა, რაც თქვენი ფულის მრავალი სახის ინვესტიციაზე განაწილებას გულისხმობს. სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო საშუალებები ცვლილებებზე განსხვავებულად რეაგირებს და ეს არასტაბილურობის მართვაში დაგეხმარებათ. როდესაც ერთი აქტივი არც თუ ისე კარგი წარმადობით ხასიათდება, შესაძლოა, საინვესტიციო პორტფელის დაბალანსებაში სხვა ტიპის აქტივი დაგეხმაროთ.

გარდა ამისა, დივერსიფიკაცია უნდა გასცდეს აქციების, ობლიგაციებისა და ნაღდი ფულის ზოგად კატეგორიებს. თითოეული მათგანი შეიძლება დაიყოს უფრო სპეციალიზებულ კატეგორიებად, რათა ბაზრების სხვადასხვა სექტორებით სარგებლობა შეძლოთ.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ Tesla-ს აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Zscaler-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Zscaler-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Zscaler-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved