• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 მარადიული გაკვეთილი უკანასკნელი 3 Bear Market-ის მაგალითზე

ივნისი 22, 2022
in ინვესტიციის ანბანი
3 მარადიული გაკვეთილი უკანასკნელი 3 Bear Market-ის მაგალითზე
გაზიარება

იქიდან გამომდინარე, რომ საფონდო ბირჟაზე ფასები ვარდნას განაგრძობს, ინვესტირება ახლა ადვილი არ არის. ბევრი ინვესტორი ახლა შეშფოთებულია იმით, რომ bear market, შეიძლება, რეცესიაში გადაიზარდოს. თუ თქვენს ფულზე ღელავთ, მარტო არ ხართ.

თუმცა, bear ბაზრები არ არის ისეთი საშიში, როგორიც შეიძლება ჩანდეს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში S&P 500-მა სამი bear market განიცადა: dot-com-ის ბუმი 2000-2002 წლებში, დიდი რეცესია 2007-დან 2009 წლამდე და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრახი 2020 წლის მარტში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სამი შემთხვევა მრავალი თვალსაზრისით განსხვავდება, არსებობს რამდენიმე მარადიული გაკვეთილი, რომლის მიღებაც ყველა ინვესტორს შეუძლია.

Investor
  1. ვარდნები დროებითია

თუკი ისტორია რაიმეს გვიჩვენებს, ეს არის ის, რომ ყველაზე უარესი bear ბაზრებიც კი სამუდამოდ არ გრძელდება. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვარდნა ან რამდენად შეიძლება შემცირდეს აქციების ფასები, მაგრამ თითქმის გარანტირებულია, რომ ბაზარი საბოლოოდ აღდგება.

გასული bear ბაზრები არც ისე ადვილი იყო. დიდი რეცესიის დროს S&P 500 დაახლოებით 57%-ით დაეცა, dot-com-ის ბუმის დროს კი – 50%-ით. კორონავირუსით გამოწვეული კრახის დროს ბაზარი რამდენიმე კვირაში დაახლოებით 33%-ით დაეცა. ამჟამად, იანვრის დასაწყისიდან S&P 500 დაახლოებით 23%-ით არის შემცირებული.

მიუხედავად ყველაფრისა, ყველა შემთხვევაში ბაზარი საბოლოოდ აღდგა.

  1. თქვენი ინვესტიციების შენარჩუნება საკვანძოა

მიუხედავად იმისა, რომ ეს, შეიძლება, პარადოქსულად ჟღერდეს, bear market-ის დროს გადასარჩენად ერთ-ერთი საუკეთესო გზა არაფრის კეთებაა. არ გაყიდოთ თქვენი აქციები და შეეცადეთ ფასების დაცემამ არ შეგაშინოთ. უბრალოდ შეინარჩუნეთ თქვენი ინვესტიციები და თუ ამის საშუალება გაქვთ ინვესტირება განაგრძეთ.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შემცირდება ფასები, თქვენ რეალურად არ დაკარგავთ ფულს, თუ აქციებს არ გაყიდით. შესაძლოა, თქვენმა საინვესტიციო პორტფელმა მოკლევადიან პერსპექტივაში ღირებულება დაკარგოს, მაგრამ ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მისი ღირებულებაც აღდგება.

გარდა ამისა, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, ვარდნა შესანიშნავი დროა ახალი პოზიციების დასამატებლად. ამ დროს აქციების ფასები საგრძნობლად დაბალია და შესაძლებლობა გეძლევათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი სარგებელი მიიღოთ.

  1. ძლიერი კომპანიები გადარჩებიან

Bear market-ის გადატანას ყველა კომპანია ვერ შეძლებს, მაგრამ ძლიერ ბიზნესებს გააჩნია შესაძლებლობა, რომ უფრო რთული პერიოდებიც გადალახოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორი ინვესტიციები შეარჩიოთ და დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოთ.

ბევრი დღეს არსებული უძლიერესი კორპორაცია უკვე მრავალ bear market-ს გადაურჩა. მიუხედავად იმისა, რომ, როდესაც საქმე ინვესტიციებს ეხება, გარანტიები არასოდეს არსებობს, დიდი შანსია, რომ ასეთი ძლიერი კომპანიები არსებულ სიტუაციებს გადალახავს.

იმის შემოწმებას, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელი სათანადოდ არის დივერსიფიცირებული, ასევე შეუძლია თქვენი ფულის დაცვა. როდესაც ინვესტიცია ახორციელებთ 25-30 განსხვავებულ აქციებში სხვადასხვა ინდუსტრიებიდან, თქვენი ფული უფრო დაცული იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ერთი ან ორი მათგანი რთულ პერიოდს ვერ გადაიტანს.

მიუხედავად იმისა, დამწყები ხართ თუ გამოცდილი ინვესტორი, ვარდნა, შეიძლება თქვენზე ძალიან ცუდად მოქმედებდეს. დაიმახსოვრეთ, რომ ეს მოვლენა დროებითია და სწორი სტრატეგიით მოქმედებით შეგიძლიათ თქვენი ფულის მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველყოთ.

წინა

3 აქცია, რომელსაც საუკეთესო ინვესტორები Bear Market-ის პირობებში ყიდულობენ

შემდეგი

ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც შთამბეჭდავ შედეგებს აფიქსირებს

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც შთამბეჭდავ შედეგებს აფიქსირებს

ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც შთამბეჭდავ შედეგებს აფიქსირებს

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved