ხუთშაბათს [28 აპრილი] Meta Platfroms-ის აქციების ფასი 17%-ზე მეტით გაიზარდა, შემდეგ კი, Amazon-ის აქციების ფასი, სავაჭრო დღის დასრულების შემდგომ საათებში, 12%-ით გაიზარდა. როდესაც ასეთი მსხვილი კომპანია დაღმასვლისკენ დიდ ნაბიჯს აკეთებს, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ბაზარი არასტაბილურია. Bear ბაზარი (ბაზარი, რომელშიც (აქციების) კურსის დაცემის ტენდენცია შეინიშნება) განისაზღვრება, როგორც ყველა დროის მაქსიმუმიდან მინიმუმ 20%-იანი კლება, ხოლო კორექცია, რომელსაც ახლა S&P 500 განიცდის, არის ყველა დროის მაქსიმუმთან შედარებით, მინიმუმ 10%-იანი ჩამორჩენა.
თუმცა, bear ბაზრები არსებითად ცუდი რამ არ არის. სწორი ტემპერამენტითა და მოთმინებით, შეგიძლიათ ეს მოვლენა სიმდიდრის დაგროვების მნიშვნელოვან ფაქტორად აქციოთ. ამ სტატიაში განხილულია სამი გაკვეთილი 2022 წლის Nasdaq-ის bear ბაზრის მაგალითზე, რომელსაც შეუძლია უკეთეს ინვესტორად გაქციოთ.
- ეს არის კიბე მაღლა მიმავალ გზაზე და ლიფტი დაბლისაკენ
არსებობს ძველი გამონათქვამი, რომ საფონდო ბირჟა არის კიბე მაღლისაკენ, ხოლო ქვედა მიმართულებით – ლიფტი. ეს ნიმუში კი ჩვენს თვალწინ მოქმედებს.
Bull ბაზრები (ბაზარი, სადაც შემჩნევა კურსის ამაღლების (აქციების) ტენდენცია), როგორც წესი, ნელი და სტაბილურია, ისინი მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება, ხოლო bear ნიშნები მკვეთრია და სწრაფი. ისინი, როგორც წესი, მხოლოდ ერთი ან რამდენიმე წელი გრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ისტორია ამას გვეუბნება. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, მეტ-ნაკლებად 12-წლიანი უწყვეტი bull ბაზარი არსებობდა. მაგრამ ამ პერიოდში შედის რამდენიმე bear ბაზრის მონაკვეთიც, როგორიც არის 2018 წლის შემოდგომის, 2020 წლის გაზაფხულის და ამჟამად მოქმედი bear ბაზრები.
მიუხედავად ამისა, S&P 500-მა, 2009 წლის 1 იანვრიდან მაინც გამოიმუშავა 375%-იანი ანაზღაურება (დივიდენდების გარეშე), ხოლო Nasdaq Composite-ის ანაზღაურებამ იმავე პერიოდში 700% შეადგინა (დივიდენდების გარეშე).
- შეფასებები მნიშვნელოვანია
ალბათ, ინვესტირებაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია შეფასება. სპექტრის ერთ ბოლოში არიან ისეთი ინვესტორები, როგორიც არის უორენ ბაფეტი, რომელიც ღირებულებაზე ორიენტირებულ ინვესტირებას ქადაგებს და იხდის მხოლოდ გონივრულ თანხებს ბიზნესისთვის მოგებაზე, ფულადი სახსრების თავისუფალ ნაკადზე და სხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მეორეს მხრივ, არის კეტი ვუდი, ინვესტორი, რომელიც ამტკიცებს, რომ ინოვაციურ კომპანიებს, რომლებიც ინდუსტრიის პარადიგმებს ცვლის, იმდენი დადებითი მხარე აქვს, რომ შეფასება მხოლოდ ამის შემდგომი საზომი უნდა იყოს.
საუკეთესო მიდგომა ინვესტორების უმეტესობისთვის არის ოქროს შუალედის პოვნა ღირებულებასა და ზრდას შორის რაც შეიძლება მეტი ცნობილი ცვლადის გამოყენებისა და უცნობი ცვლადების თავიდან აცილების გზით. ეს, ალბათ, ნიშნავს ისეთ ძირითადად დამკვიდრებულ კომპანიებზე ორიენტირებას, რომლებსაც პოზიტიური თავისუფალი ფულადი ნაკადები და ზრდის პოტენციალი გააჩნია. ეს ისეთი კომპანიებია, რომელთა აქციების ფლობაც განსაკუთრებით მოგინდებათ თუ ბაზარი კრახს განიცდის.
- ჩადეთ ინვესტიცია ისეთ კომპანიებში, რომლებშიც ერკვევით და რომლებიც თქვენი რისკისადმი ტოლერანტობის დონეს შეესაბამება
ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც შეიძლება ინვესტორმა დაუშვას არის რაიმეს ძალიან მალე გაყიდვა ან ძალიან ძვირად ყიდვა. ეს არის ინვესტირება ისეთ კომპანიებში, რომელთა საქმიანობაშიც ვერ ერკვევით და რომლებიც თქვენი რისკისადმი ტოლერანტობის ხარისხს არ შეესაბამება.
თქვენი პირადი რისკის უპირატესობების გათანაბრება კომპანიებთან, რომელთა საქმიანობა გესმით და თქვენში რწმენას იწვევს, საუკეთესო გზაა იმ ფსიქოლოგიური ტანჯვის თავიდან ასაცილებლად, როდესაც bear ბაზარი ერთნაირად დაატყდება თავს კარგ და ცუდ კომპანიებს, თქვენ კი გაურკვევლობაში ჩავარდებით. ამ პროცესის დაცვით საუკეთესო შანსი გეძლევათ, რომ ბაზრის ცვალებადობას გაუძლოთ და რთული პროცენტის ძალას გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენს სასარგებლოდ მოქმედების საშუალება მისცეთ.
ისწავლეთ მუდამ
ბევრ ინვესტორს, რომელიც საფონდო ბირჟაზე ახალბედაა, არასოდეს გამოუცდია მრავალწლიანი bear ბაზარი საკუთარ თავზე. 2018 წლის ბოლოს bear ბაზარი მხოლოდ რამდენიმე თვით გაგრძელდა. მსგავსი იყო 2020 წლის შემთხვევაც. ფაქტობრივად, 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც bear ბაზარმა 1 წელზე მეტხანს გასტანა. გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებით და ამავე დროს bear ბაზრის, როგორც სასწავლო გამოცდილების გამოყენებით, შეგიძლიათ, საფონდო ბირჟის არასტაბილურობის ეს თქვენი უნარების გასაძლიერებლად და უკეთეს ინვესტორად ქცევისთვის გამოიყენოთ.