• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

ერთი მარტივი ნაბიჯი საფონდო ბირჟის კრახის გადასალახად

მაისი 3, 2022
in ინვესტიციის ანბანი
ერთი მარტივი ნაბიჯი საფონდო ბირჟის კრახის გადასალახად
გაზიარება

ბოლო დროს საფონდო ბირჟა დაღმავალი მიმართულებით მოძრაობს, S&P 500 წლის დასაწყისიდან 12%-ზე მეტით დაეცა. ტექნოლოგიური აქციებით დატვირთულმა Nasdaq-მა ამავე პერიოდში კიდევ უფრო მკვეთრი 20%-იანი ვარდნა განიცადა.

მიუხედავად იმისა, დამწყები ინვესტორი ხართ თუ გამოცდილი, არასტაბილურობის გაძლება შეიძლება რთული იყოს.

ბაზრის ვარდნა იმდენად რთული პროცესია, რომ ცოტა რამის გაკონტროლება შეგვიძლია. არავინ იცის, თუ რამდენად დაეცემა აქციების ფასები ან რამდენი დრო დასჭირდება მათ აღდგენას და ეს გაურკვევლობა, შეიძლება, რთული იყოს.

თუმცა, არის ერთი ნაბიჯი, რომლის ახლავე გადადგმა არამარტო დაეხმარება თქვენს ინვესტიციებს, არამედ ცვალებადობას ნაკლებად დამაშინებელს გახდის: გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნება.

ინვესტიცია გრძელვადიანი თამაშია

სულაც არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებს ბაზარი დღეების, კვირების ან თუნდაც თვეების განმავლობაში. მთავარი გრძელვადიანი წარმადობაა.

საფონდო ბირჟა მოკლევადიან რყევებს მუდამ განიცდის. თუმცა, დროთა განმავლობაში, ბაზარი, მიუხედავად მოკლევადიანი არასტაბილურობისა, მუდმივად აფიქსირებდა პოზიტიურ საშუალო შემოსავალს. ამ გრძელვადიან ანაზღაურებაზე ფოკუსირებით, დროდადრო ქარიშხლების გადალახვა შეიძლება უფრო ადვილი გახდეს.

რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

როდესაც ბაზარი მერყევია, ძნელია თქვენი ინვესტიციების დასაცავად რაიმეს გაკეთების სურვილს წინააღმდეგობა გაუწიოთ. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება – უბრალოდ დალოდებაა.

თქვენი ფულის ბაზრიდან გატანა, შეიძლება, სარისკო იყოს, რადგან არავინ იცის, თუ როგორი იქნება ბაზარი უახლოეს პერიოდში. თუ თქვენს პოზიციებს გაყიდით და ბაზარი ზრდას განიცდის, ხელიდან მნიშვნელოვან მოგებას გაუშვებთ, მაგრამ თუ ძალიან დიდხანს აყოვნებთ გაყიდვას და ბაზარი უკვე დაეცა, შესაძლოა თქვენი აქციები ზარალით გაყიდოთ.

უმეტეს შემთხვევაში, საუკეთესო არჩევანი ინვესტიციების შენარჩუნებაა, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ბაზარზე. გახსოვდეთ, რომ პოზიციების გაყიდვამდე ტექნიკურად ფულს არ კარგავთ.

გაუძლებს თქვენი აქციები ბაზრის ვარდნას?

ინვესტირების დროს გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნების გასაღები არის იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელი მყარი აქციებით შეავსოთ.

ყველა კომპანია ვერ გაუძლებს ცვალებადობის პერიოდებს, მაგრამ ჯანსაღი საფუძვლების მქონე ძლიერი კომპანიები ამ დროს ყველაზე საიმედო არჩევანია. რაც უფრო მეტი ასეთი კომპანიის აქციას ფლობთ მით უფრო მეტია შანსი, რომ ბაზრის კრახი უმტკივნეულოდ გადაიტანოთ.

დაიმახსოვრეთ, რომ ყველაზე ძლიერმა კომპანიების აქციებმაც კი შეიძლება ბაზრის კრახის დროს დიდი დარტყმა განიცადოს, მაგრამ როდესაც მდგომარეობა აღდგება, ეს აქციები პირვანდელ კურსს აუცილებლად დაუბრუნდება.

ყველაზე გამოცდილი ინვესტორისთვისაც კი შეიძლება არასტაბილურობა ფსიქოლოგიურად რთული იყოს, მაგრამ საკუთარი თავის დაცვის გზები არსებობს. სწორი ინვესტიციების არჩევით და გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირების შენარჩუნებით, შეგიძლიათ უფრო მშვიდად დაიძინოთ, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენი ფულის უსაფრთხოებისთვის ყველაფერს აკეთებთ.

წინა

დივიდენდურ აქციებზე უარის თქმის 3 მიზეზი

შემდეგი

მოგზაურობა დაბრუნდა, ეს 2 კომპანია კი ზეიმობს

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
მოგზაურობა დაბრუნდა, ეს 2 კომპანია კი ზეიმობს

მოგზაურობა დაბრუნდა, ეს 2 კომპანია კი ზეიმობს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved