• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

6 რამ, რაც რეცესიისთვის მოსამზადებლად ახლავე უნდა გააკეთოთ

სექტემბერი 5, 2022
in ინვესტიციის ანბანი
6 რამ, რაც რეცესიისთვის მოსამზადებლად ახლავე უნდა გააკეთოთ
გაზიარება

რეცესია შეიძლება შემზარავი იყოს, მაგრამ ეს ეკონომიკური ციკლის ბუნებრივი ნაწილია. რეცესიის ნიშნები უმუშევრობის ზრდას, საფონდო ბირჟის ვარდნას, საბინაო ბაზრის დაცემას და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შემცირებას მოიცავს.

თუ ეს ყველაფერი გაღელვებთ, ამ სტატიაში გაეცნობით ექვს ნაბიჯს, რომელიც დღესვე უნდა გადადგათ, რათა შემდეგი ეკონომიკური ვარდნისთვის მოემზადოთ.

  1. გაზარდეთ თქვენი საგანგებო ფონდი

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც საფონდო ბირჟის ვარდნისას შეხვდებით არის ის, რომ, შესაძლოა, იძულებული გახდეთ თქვენი აქციები ხარჯების დასაფარად გაყიდოთ. ეს კი შესანიშნავი გზაა, რომ ბაზრის დროებითი ვარდნა კაპიტალის მუდმივ დანაკარგად აქციოთ.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად დაგეხმარებათ საგანგებო ფონდის შექმნა 3-6 თვის ხარჯებისთვის საკმარისი ფულადი სახსრებით. რა თქმა უნდა, დღევანდელ ინფლაციურ გარემოში, შესაძლოა, დიდი ოდენობით ნაღდი ფულის შენახვა კარგი იდეა არ იყოს, რადგან ფულის მსყიდველობითი უნარი მცირდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო ფონდის შექმნისას ზომიერება დაიცვათ და ფულადი დანაზოგების გადამეტებას მოერიდოთ.

  1. გადააბალანსეთ თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტი

გადახედეთ თქვენს ყოველთვიურ ბიუჯეტს და შეამცირეთ ნებისმიერი ხარჯი, რომლის გარეშე არსებობაც შეგიძლიათ. გააუქმეთ იმ სერვისების გამოწერები, რომელსაც არ იყენებთ და განსაზღვრეთ ბიუჯეტის ნებისმიერი ნაწილი, რომლის შემცირებაც შეიძლება. ეს საკითხი ინდივიდუალურია და თვითონ უნდა დაადგინოთ, თუ რა მიმართულებით შეძლებთ ფულის დაზოგვას.

  1. საინვესტიციო გადაწყვეტილებებიდან ემოციები გამორიცხეთ

ზოგიერთი ადამიანი ანადგურებს საკუთარ საინვესტიციო სტრატეგიას მაშინვე, როდესაც რეცესიის ნიშნები გამოჩნდება. ეს არა მხოლოდ ემოციური რეაქცია, არამედ სიმდიდრის დაგროვების შანსების მნიშვნელოვნად შემცირებაა. როგორც აღვნიშნეთ, რეცესიის ერთ-ერთი ნიშანი აქციების ფასების ვარდნაა. თუ ასეთ პერიოდში პოზიციებს გაყიდით, ზარალს გაანაღდებთ, ხოლო თუ გრძელვადიან საინვესტიციო კურსს შეინარჩუნებთ, დიდი შანსია, რომ თქვენი პორტფელის ღირებულება აღდგება (იმ შემთხვევაში, თუ ინვესტიციები ხარისხიან, ძლიერ კომპანიებში გაქვთ ჩადებული).

  1. შექმენით გეგმა ვალის გადასახდელად

თუ მაღალპროცენტიანი ვალების გადახდის საშუალება გაქვთ, გააკეთეთ ეს. თუ ამის ფუფუნება არ გაგაჩნიათ, გაარკვიეთ, როგორ შეიძლება მისი უფრო დაბალ და საუკეთესო შემთხვევაში ფიქსირებულ პროცენტებში რეფინანსირება. ასევე, ამ ვალების რაც შეიძლება სწრაფად გადასახდელად „ზვავის“ მეთოდი გამოიყენეთ.

„ზვავის“ მეთოდის გამოსაყენებლად დაახარისხეთ თქვენი ვალები საპროცენტო განაკვეთების მიხედვით (მაღლიდან დაბლა). თითოეული ვალისთვის (ყველაზე მაღალპროცენტიანის გამოკლებით) გადაიხადეთ მინიმუმი. ყველაზე მაღალპროცენტიანი ვალისთვის კი გადაიხადეთ იმდენი, რამდენსაც გასწვდებით. შემდეგ იგივე გააკეთეთ მომდევნო მაღალპროცენტიანი ვალისთვის და გაიმეორეთ ეს პროცესი იქამდე, სანამ ყველა ვალს არ გადაიხდით.

შესაძლოა ვალის გარკვეული ნაწილი ჯერჯერობით დაუფარავი გქონდეთ და ისე მიმართოთ ინვესტირებას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ვალი ვალდებულებაა. ასევე გაიაზრეთ, რომ აქციების ფასები ყოველთვის არ იზრდება და, შესაძლოა, ვალის დასაფარად აქციების ფულად ქცევის ხელსაყრელი საშუალება ყოველთვის არ მოგეცეთ.

  1. აღმოაჩინეთ თქვენი გატაცება

ცხოვრებაში დრო ყველაზე ძვირფასი აქტივია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხარჯავთ მას. პირველ რიგში უნდა აღმოაჩინოთ თქვენი გატაცება და შემდეგ გაარკვიოთ, არსებობს თუ არა მისი მონეტიზაციის საშუალება.

მაგალითად, თუ ხის მასალებზე მუშაობა გეხერხებათ, შეგიძლიათ თქვენი ნამუშევრები ონლაინ პლატფორმების საშუალებით გაყიდოთ და თუ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავთ, დღეს ამ მიმართულებითაც მრავალი საშუალება არსებობს ფულის გამოსამუშავებლად.

თქვენი გატაცების აღმოჩენით გარდა შემოსავლის მიღებისა, აკეთებთ ყველაზე მთავარს – ხარჯავთ დროს იმის კეთებაში, რაც ბედნიერებას განიჭებთ.

  1. პანიკას ნუ აჰყვებით

History.com-ის მიხედვით, მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, აშშ-მ 13 რეცესია განიცადა. საშუალოდ, ყოველმა რეცესიამ 10 თვეს გასტანა და თითოეული შემთხვევას მოჰყვა ზრდისა და ექსპანსიის პერიოდი, რომელიც (თითო) საშუალოდ 57 თვეს გაგრძელდა. რეცესიები მოდის და მიდის. ამ მოვლენისთვის მომზადებამ შეიძლება ცოტა მეტი სიმშვიდით უზრუნველგყოთ. გამოსავალი არა პანიკაში ჩავარდნა, არამედ სწორი დაგეგმვაა.

წინა

ილონ მასკის თქმით, მსოფლიოს მეტი ნავთობი და ბუნებრივი აირი სჭირდება

შემდეგი

რომელია ახლა უკეთესი ინვესტიცია – Walmart თუ Target?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რომელია ახლა უკეთესი ინვესტიცია – Walmart თუ Target?

რომელია ახლა უკეთესი ინვესტიცია - Walmart თუ Target?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved