მაგია დაიწყო 1957 წლის 13 დეკემბერს, როდესაც ჯოელ გრინბლატი, რომელმაც მოგვიანებით ბაზრის დამარცხების „ჯადოსნურ ფორმულა“ აღმოაჩინა, ნიუ-იორკში ებრაულ ოჯახში დაიბადა.
განვითარება
მშვიდი ბავშვობის შემდეგ, ჯოელ სწავლაზე ორიენტირდა და 1985 წელს, Wharton School of the University of Pennsylvania მაგისტრის ხარისხით დაამთავრა. იმავე წელს, მაიკლ მილკენის მხარდაჭერით, მან დააფუძნა საკუთარი საინვესტიციო ფონდი — Gotham Capital $7,000,000-ის ოდენობით საწყისი კაპიტალით.
ჯოელის უნარების წყალობით 1988-1994 წლებში საინვესტიციო ფონდი ინვესტორებს 30%-იანი წლიური ანაზღაურებით (გადასახადებისა და მოსაკრებლების გამოკლების შემდეგ) უზრუნველყოფდა.
2000 წელს Gotham Capital დაეხმარა მაიკლ ბერის — Scion-ის ფონდის შექმნაში და ამისთვის $1 მილიონი გამოყო. წლების განმავლობაში ჯოელის ფონდი მაიკლს დაახლოებით $100 მილიონს ანდობდა.
მიუხედავად იმისა, რომ მათი თანამშრომლობა ნაყოფიერი იყო, 2006 მაიკლის მიერ იპოთეკური ბაზრის წინააღმდეგ ფსონის გაკეთებამ ჯოელს (ისევე, როგორც სხვა ბევრ ინვესტორს) Scion-იდან თავისი კაპიტალის ამოღების მცდელობისკენ უბიძგა, თუმცა მაიკლმა მას ამის საშუალება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მისცა.
საბოლოო ჯამში, ბერი მართალი აღმოჩნდა და ჯოელმა მიიღო სარგებელი, როგორც კი 2008 წლის იპოთეკური ფინანსური კრიზისი დაიწყო, თუმცა მან Scion-დან თავისი კაპიტალი მაინც გაიტანა.
2008 წელს ჯოელ გრინბლატმა შექმნა ახალი ფირმა — Gotham Asset Management LLC. მასთან ერთად, 2010 წლისთვის ინვესტორი უძღვებოდა ოთხ სტრუქტურირებულ ფონდს, რომლებმაც $360 მილიონის მოზიდვა შეძლო. 2019 წლის ბოლოს კი ინვესტორი $5 მილიარდზე მეტის ღირებულების აქტივებს მართავდა.
გარდა თავისი საინვესტიციო ფირმის მართვისა, ჯოელი 1996 წლიდან კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორია. მან ასევე დააარსა ექსკლუზიური კლუბი — „ღირებულებაზე ორიენტირებულ ინვესტორთა კლუბი“, რომელშიც მხოლოდ 250 ამ ტიპის ინვესტორი მიიღება, რათა ერთმანეთს სასარგებლო რჩევები და ბაზრის შესახებ საკუთარი შეხედულებები გაუზიარონ.
ამ აქტივობების წყალობით მან ფინანსური განათლების მნიშვნელობა გააცნობიერა და დაწერა ოთხი წიგნი, მათ შორის ცნობილი ნამუშევარი — The Little book that beats Market, რომელშიც ხსნის თავის ჯადოსნურ ფორმულას ბაზრის დამარცხების შესახებ. ეს ფორმულა წარმოადგენს წესებზე დაფუძნებულ საინვესტიციო სტრატეგიას, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს საშუალებას აძლევს, დაუფასებელი ან ფართო ბაზარზე უკეთესი წარმადობის მქონე კომპანიები გამოავლინონ.
ჯოელ გრინბლატის საინვესტიციო სტილი
ჯოელ გრინბლატმა არა მხოლოდ ღიად გამოხატა თავისი საინვესტიციო სტილი, არამედ გამოაქვეყნა წიგნები დიდი შემოსავლის მისაღებად თავისი მეთოდოლოგიის შესახებ. იგი საკუთარ თავს ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების მიმდევრად მიიჩნევს.
ბაზრის გაუმჯობესების ჯოელ გრინბლატისეული ჯადოსნური ფორმულა დაფუძნებულია იმ კომპანიების პოვნაზე, რომელთა აქციებსაც დაბალი ფასები, მაგრამ მაღალი ანაზღაურება გააჩნია.
ჯოელის სტილის მეორე საკვანძო ფაქტორი მდგომარეობს იმაში, რომ ფონდის მენეჯერების უმეტესობის ყურადღება ბაზარზე არსებული კომპანიების 40%-სკენ არის მიმართული, იგი კი ღირებულებას საფონდო ბირჟის სამყაროს დანარჩენ 60%-ში ეძებს, რომელსაც მენეჯერები პრაქტიკულად უყურადღებოდ ტოვებენ.