• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ვინ არის დევიდ ტეპერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

ივლისი 14, 2023
in ადამიანები
ვინ არის დევიდ ტეპერი? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

დევიდ ტეპერი ცნობილი ინვესტორი და ჰეჯ-ფონდის მენეჯერია. $18.5 მილიარდის მოცულობის ქონებით იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 100-ეულში შედის.

ადრეული ცხოვრება და განათლება

დევიდ ტეპერი 1957 წლის 11 სექტემბერს პიტსბურგში, პენსილვანიაში დაიბადა. 1978 წელს მან დაამთავრა პიტსბურგის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით ეკონომიკაში, ხოლო მაგისტრის წოდება 1982 წელს კარნეგი მელონის უნივერსიტეტში მიიღო. დევიდის ადრეული კარიერა ფინანსებში Equibank-ში, Republic Steel-სა და Goldman Sachs-ში მუშაობით დაიწყო.

Appaloosa Management L.P.

1985 წელს დევიდი ნიუ-იორკში Goldman Sachs-ს საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციაზე შეუერთდა. როგორც მთავარი ტრეიდერი იგი აქ შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა. 1993 წელს დევიდმა, როგორც უიმედო ვალების, განსაკუთრებით, გაკოტრების და სპეციალური ვალების სიტუაციების სპეციალისტმა, Goldman Sachs დატოვა, რათა თავის ყოფილ კოლეგასთან, ჯეკ უოლტონთან ერთად Appaloosa Management L.P დაეარსებინა.

ვალში ინვესტირება

როგორც შეზღუდული პარტნიორობის ჰეჯ-ფონდმა, Appaloosa-მ მდიდარი ინვესტორების მცირე ჯგუფი შემოიკრიბა. Appaloosa, დიდი მოგების მისაღებად, იყენებდა მაღალი რისკის შემცველ მეთოდებს, როგორიც არის ინვესტირება ნასესხები ფულით. ჰეჯ-ფონდი მიზანში იღებდა დიდი პრობლემების მქონე კომპანიების ვალს და მისი პირველი ინვესტიცია იყო Algoma Steel, რომელიც ახლა გაკოტრებულია. Appaloosa აგრძელებდა პრობლემური კომპანიების ობლიგაციების შესყიდვებზე ფსონების დადებას და წარმატების მიღწევას ისეთი ფირმებში ინვესტირებით, როგორებიც არის Enron, Worldcom, Marconi Corp. და Williams Co.

დაარსებისას, Appaloosa-ს კაპიტალი $57 მილიონს შეადგენდა და ექვს თვეში აქტივებზე ანაზღაურებამ 57% შეადგინა. ფონდის ღირებულება სტაბილურად იზრდებოდა (1994 წელი — $300 მილიონი; 1996 წელი — $800 მილიონი) და 2022 წელს Appaloosa $3.82 მილიარდის ღირებულების აქტივებს მართავდა.

2008 წლის ბაზრის კრახი

დევიდ ტეპერის აგრესიული სტილი და თავდაჯერებულობა ხშირად განიხილება, როგორც მისი, როგორც ჰეჯ-ფონდის მენეჯერის, საუკეთესო თვისება. აშშ-ში 2008 წლის საბინაო ბაზრის კრახის შემდეგ, როდესაც პანიკაში ჩავარდნილი გამყიდველები ამცირებდნენ ისეთი ფინანსური ინსტიტუტების ღირებულებას, როგორებიც არის Bank of America და Citigroup, დევიდი მათში ინვესტირებით იყო დაკავებული. ჰეჯ-ფონდის მაგნატმა თითქმის $2 მილიარდის ღირებულების კომერციული გირავნობის საბუთით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები შეიძინა. როდესაც ბანკების გადარჩენაში აშშ-ის მთავრობა ჩაერია, Appaloosa-მ $7 მილიარდის ოდენობით მოგება მიიღო. 2008 წლის ბაზრის კრახის შემდეგ დევიდ ტეპერის მიერ ჩადებული ინვესტიციები ხშირად განიხილება, როგორც ერთ-ერთი უდიდესი საბაზრო ვაჭრობა, რაც კი ოდესმე განხორციელებულა.

საოჯახო ოფისი

2019 წელს დევიდ ტეპერმა განაცხადა, რომ Appaloosa საოჯახო ოფისში გადაინაცვლებდა. იმ დროს ჰეჯ-ფონდი მართავდა $14 მილიარდის მოცულობის აქტივებს, რომელთა 70% თავად დევიდს ეკუთვნოდა. როდესაც ფონდი საოჯახო ოფისში გადავიდა, Appaloosa-მ დაუბრუნა კაპიტალის ნაშთი ყველა ინვესტორს, რომელსაც დევიდთან პირდაპირი ოჯახური კავშირი არ ჰქონდა.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved