• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ვინ არის ბილ აკმანი? — ინვესტორის ბიოგრაფია

აპრილი 28, 2023
in ადამიანები
ვინ არის ბილ აკმანი? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

უილიამ ალბერტ აკმანი, იგივე ბილ აკმანი, 1966 წლის 11 მაისს დაიბადა. მდიდარი და გაურთულებელი ბავშვობის შემდეგ მან 1988 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით ისტორიაში, შემდეგ კი — ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა Harvard Business School-ში.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში უძრავი ქონების სფეროში მამასთან მუშაობის შემდეგ მან გადაწყვიტა თავისი პირველი ჰეჯ-ფონდი 1992 წელს ჯოელ გრინბლატთან ერთად შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფონდის მოღვაწეობა წარუმატებელი არ ყოფილა, 2002 წელს ბილმა მისი დახურვა გადაწყვიტა. ორი წლის შემდეგ მან გახსნა Pershing Square Capital Management L.P. $54 მილიონის ოდენობით საწყისი კაპიტალით.

Pershing Square Capital Management

ბილის ახალმა ფონდმა პრაქტიკულად მყისიერ წარმატებას მიაღწია; მან კაპიტალის საგრძნობლად გაზრდა მოახერხა, მაგალითად, 2014 წელს წლიურმა ზრდამ 40% შეადგინა. პარალელურად, Pershing Square-ის საშუალებით, მან მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობა დაიწყო, ძირითადად ბავშვებისა და განათლების მხარდაჭერის კუთხით.

განსხვავებული სტილი

ბილის საინვესტიციო სტილი ყოველთვის კამათის საგანი ხდებოდა. როგორც მისი ნაბიჯები, ასევე შედეგებიც არაერთგვაროვანი იყო — ზოგჯერ ბილის გადაწყვეტილებებს მისთვის მილიარდი დოლარი მოჰქონდა, ხანდახან კი ინვესტორი ისეთ ფსონებს აკეთებდა, რომ მილიარდობით დოლარს კარგავდა.

ბილი საკუთარ თავს მიიჩნევს „აქტივისტ ინვესტორად“, რომელიც ეძებს მსხვილ კომპანიებს დიდი პოტენციალით, მაგრამ ფინანსური პრობლემებით. იგი ამ პრობლემებს წყვეტს ისე, რომ აქციების ფასი იზრდება და, შესაბამისად, ინვესტორი სარგებელს იღებს.

ბილ აკმანი vs Herbalife

მიუხედავად იმისა, რომ ბილს დიდი პოტენციალის მქონე კარგი კომპანიების გადარჩენა უყვარს, იგი სარგებლის მიღებას ცდილობს მოკლე პოზიციების დაჭერითაც (საინვესტიციო აქტივობა, რომლის დროსაც ინვესტორი სესხულობს და ყიდის ფასიან ქაღალდებს იმ იმედით, რომ შემდგომში მათ უფრო იაფად შეიძენს) იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებსაც ის გარკვეულწილად თაღლითებად მიიჩნევს.

2012 წლის დეკემბერში მან გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც Herbalife-ს პირამიდული სქემით მოქმედებაში ადანაშაულებდა. ბილმა ასევე განაცხადა, რომ კომპანიის პროდუქტები თავიანთ დანიშნულებას არ ასრულებდა და Herbalife ატყუებდა როგორც მომხმარებლებს, ასევე პარტნიორებს.

მოხსენებამ აქციების ფასის დაცემა გამოიწვია, თუმცა, აკმანის ძველი ნაცნობისა და კონკურენტის, კარლ აიკანის ჩარევამ, რომელმაც ფსონი დიეტური დანამატების კომპანიის სასარგებლოდ გააკეთა, Herbalife-ის აქციების გადაფასება გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც ბილმა კომპანიის წინააღმდეგ დაახლოებით $50 მილიონი დახარჯა, მან ზარალი განიცადა, თუმდა Herbalife-ში პოზიციები მაინც შეინარჩუნა.

2014 წელს, Herbalife-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის შედეგად, მასაჩუსეტსის სენატორმა — ედ მარკიმ SEC-ს (ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია) მიმართა და კომპანიის პირამიდული სქემის შესახებ გამოძიების ჩატარება მოითხოვა. ამან გამოიწვია აქციების ფასის დაცემა, ნელ-ნელა, 50%-მდე. ამ ფაქტმა კი ბილ აკმანს საშუალება მისცა, დაეფარა თავისი მოკლე პოზიცია, თუმცა ზარალის სრულად აღდგენის გარეშე.

როგორია ბილის საინვესტიციო სტილი?

ბილს კარიერაში არაერთგვაროვანი შედეგები ჰქონდა, 2019 წელს მან თავისი ჰეჯ-ფონდისთვის 58%-იანი ანაზღაურების გამომუშავება შეძლო, განსხვავებით იმ ზარალისა, რომელიც Herbalife-ის წინააღმდეგ მოკლე პოზიციის დაკავებით განიცადა.

2020 წელს მან მოახერხა $27 მილიონის $2.6 მილიარდად გარდაქმნა მხოლოდ ერთი ნაბიჯით, როდესაც ფსონი გააკეთა ბაზრის ფართო ვარდნაზე იმ პანდემიის შედეგების ფონზე, რომელიც მაშინ მსოფლიოში იწყებოდა.

ბილ აკმანი დღეს

ბილ აკმანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორია, რომელიც კვლავ ინარჩუნებს ორ განსხვავებულ მიდგომას — აკეთებს ფსონებს იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მას არ მოსწონს და ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად, რომელთა საქმიანობითაც მოხიბლულია.

წინა

ინვესტირების ანბანი — ისწავლე, როგორ დაიწყო აქციებში ინვესტირება

შემდეგი

First Republic-ის აქტივების უმეტესობის შეძენას JPMorgan Chase გეგმავს

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
First Republic-ის აქტივების უმეტესობის შეძენას JPMorgan Chase გეგმავს

First Republic-ის აქტივების უმეტესობის შეძენას JPMorgan Chase გეგმავს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved