• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა არის ROI?

მარტი 28, 2022
in ინვესტიციის ანბანი
გაზიარება

ROI (Return on Investment/განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი) არის ფინანსური საზომი, როგორც წესი, გამოხატული პროცენტით ან კოეფიციენტით, რომელიც ზომავს დროთა განმავლობაში თქვენი ინვესტიციების მომგებიანობას.

  • შეგიძლიათ გამოთვალოთ რამდენიმე ტიპის ROI, რათა გაითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორიც არის გადახდილი საკომისიო, გამომუშავებული დივიდენდები და რთული პროცენტის ეფექტი.
  • ძირითადი ROI-ის გამოსათვლელად, ინვესტიციის საბოლოო ღირებულებას გამოაკელით ინვესტიციის საწყისი ღირებულება, მიღებული სიდიდე შეაფარდეთ თქვენი ინვესტიციის ღირებულებაზე და შედეგი 100%-ზე გაამრავლეთ.
  • ისტორიული მონაცემების გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, რაც უფრო ადრე ჩადებთ ინვესტიციას, მით უკეთეს ანაზღაურებას მიიღებთ. მაგალითად, 1957 წლიდან თანამედროვე S&P 500-ის ანაზღაურება თითქმის 1000%-ს შეადგენს, ხოლო 1971 წლიდან Nasdaq Composite-ის – თითქმის 14,000%-ს.

ინვესტირება ხშირად მდიდრების ინსტრუმენტად განიხილება. მაგრამ, სინამდვილეში, მათთვის, ვინც ჯერ არ გამდიდრებულა, ინვესტირება სიმდიდრის დაგროვების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

რა თქმა უნდა , ყველა ვინც ინვესტიციას დებს ავტომატურად მდიდარი არ ხდება. თუმცა თითქმის ყველა, ვინც ორმოცდაათი წლის განმავლობაში ინვესტირებით არის დაკავებული, უფრო მდიდარი ხდება ვიდრე ის, ვინც ამას არ აკეთებს.

ამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი ის არის, რომ ინვესტიციების ზრდა ინფლაციისგან მუდმივი ჰეჯირების ძალიან ეფექტური გზაა. გარდა ამისა, მიუხედავად პერიოდული ეკონომიკური ვარდნისა, ბაზარი, ისტორიულად, საბოლოოდ ყოველთვის წარმატებული წარმადობით ხასიათდება და დიდ წაგებასთან ერთად დიდი მოგების მიღების შესაძლებლობაც არსებობს. ROI კი არის ყველაზე დიდი არგუმენტი იმისა, თუ რატომ უნდა ჩადოთ ინვესტიცია (და ადრეული ინვესტირება, თუ ეს შესაძლებელია).

Investor

რას ნიშნავს ROI?

თქვენი ROI ან ინვესტიციის დაბრუნება, არის ფინანსური მეტრიკა (ჩვეულებრივ გამოხატული პროცენტულად), რომელიც თქვენი ინვესტიციების პოტენციურ და რეალურ მომგებიანობას ზომავს დროთა განმავლობაში.

ROI-ის გამოყენების გათავისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითმართული ინვესტორებისთვის, რადგან ამ მაჩვენებელს შეუძლია მათ მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

მოდით, პირველ რიგში საბაზისო გამოთვლები განვიხილოთ.

ROI-ს გამოთვლა

ROI-ის ფუნქცია არის შეადგინოს თანაფარდობა, რომელიც თქვენი ინვესტიციის პროცენტულ დანაკარგს ან მოგებას წარმოადგენს. შეგიძლიათ ROI-ის რამდენიმე ტიპი გამოთვალოთ, მაგრამ მოდით, უბრალოდ ძირითად ფორმულად შევხედოთ:

დავუშვათ, ყიდულობთ iLuvDogs 100 აქციას $1.50-ად, გამოდის რომ მთლიანი ინვესტიცია $150-ს შეადგენს. ერთი წლის შემდეგ თითო აქციას $5-ად ყიდით. თქვენი ROI-ის გამოსათვლელად, ცვლადები ზემოთ მოცემულ ფორმულაში შემდეგნაირად უნდა ჩასვათ:

განტოლების გასამარტივებლად:

რა თქმა უნდა, თქვენი გამოთვლები იშვიათად იქნება ასეთი მარტივი. უფრო რთული ROI ფორმულები, შეიძლება, შეიცავდეს ისეთ ფაქტორებს, როგორებიც არის საინვესტიციო ხარჯები (საკომისიო, საბროკერო გადასახადი და ა. შ.) გადასახადები, მიღებული დივიდენდები და ა. შ. ამ განტოლებების საბაზისო მონახაზი ასე გამოიყურება:

ამ განტოლების მრიცხველში ამატებთ ან აკლებთ ნებისმიერ შესაბამის შემოსავალს ან ხარჯს, რათა გამოთვალოთ თქვენი წმინდა მოგება, იმის მიხედვით, თუ რომელი ტიპის ROI-ის გამოთვლა გსურთ.

ახლა შეგიძლიათ გადახედოთ საკუთარ ინვესტიციებს და განსაზღვროთ ROI ან გადააფასოთ თქვენი საინვესტიციო სტრატეგიები.

წინა

საფონდო ბაზარი შეიძლება კვლავ დაეცეს

შემდეგი

უორენ ბაფეტის 3 მარადიული გაკვეთილი, რომელიც ახლავე უნდა გამოიყენოთ

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
უორენ ბაფეტის 3 მარადიული გაკვეთილი, რომელიც ახლავე უნდა გამოიყენოთ

უორენ ბაფეტის 3 მარადიული გაკვეთილი, რომელიც ახლავე უნდა გამოიყენოთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved