• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა არის საინდექსო ფონდი?

მარტი 29, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რა არის საინდექსო ფონდი?
გაზიარება

საინდექსო ფონდებს საფონდო ბირჟაზე უნიკალური ადგილი უკავია, როგორც „კალათებს“, რომლებიც შეიცავს განსაზღვრულ ინდექსში არსებულ ყველა ფასიან ქაღალდს ან მათ უმეტესობას.

საინვესტიციო ფონდები არის ფინანსური ფონდები, რომლებიც, ასე ვთქვათ, მრავალი ინვესტორის კაპიტალს აერთიანებს. საინვესტიციო ფონდის დანიშნულებაა, რომ თითოეულმა პირმა შეძლოს წილის ფლობა ფასიანი ქაღალდების მოცემულ კომპლექტში, ფონდში გაერთიანებული ცალკეული ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებლად შეძენის საპირისპიროდ.

ინვესტირების ეს მეთოდი ხელმისაწვდომს ხდის დიდი რაოდენობით ფასიანი ქაღალდების შეძენის პრაქტიკას იმ პირებისთვის, რომლებიც ფრთხილობენ ან მათი ფინანსური მდგომარეობა გარისკვის საშუალებას არ იძლევა. ზოგჯერ ასეთი ფონდები, მთლიან ბაზართან შედარებით, დაბალი რისკის პაკეტებით ხასიათდება, ეს კი საშუალო ინვესტორისთვის ფონდებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. გაითვალისწინეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ფონდი დაბალი რისკის შემცველია ან გამოიმუშავებს შემოსავალს.

საინდექსო ფონდები არ არის ფონდების რაიმე გამოყოფილი სახეობა, მაგრამ ისინი მრავალი ურთიერთდახმარებისა და გაცვლითი სავაჭრო ფონდების (ETF) გაგების განუყოფელი ნაწილია. ბევრი საინდექსო ფონდი იმეორებს S&P 500-ის მუშაობას. ეს ნიშნავს, რომ ასეთი ფონდები იყენებს S&P 500-ს, როგორც „ძირითად ინდექსს“ იმის დასადგენად, თუ რომელი ფასიანი ქაღალდები უნდა იყიდოს ფონდმა და რა რაოდენობით.

ეს მიდგომა ხელმისაწვდომს ხდის ცალკეული ინვესტორებისთვის ასობით ან თუნდაც ათასობით კომპანიის აქციების შეძენას, თითოეული ფასიანი ქაღალდის ცალკე შერჩევის გარეშე. გარდა ამისა, საინდექსო ფონდები კარგი საშუალებაა წარმომადგენლობითი ნიმუშს შესაძენად, იმ დიდი თანხის დახარჯვის გარეშე, რომელიც ინდექსში გაერთიანებული თითოეული აქციის საყიდლად არის საჭირო.

თავად უორენ ბაფეტი, სხვა ცნობილ ინვესტორებთან ერთად, სწორედ ამის საფუძველზე უწევს რეკომენდაციას საინდექსო ფონდებს. ბაფეტმა განაცხადა, რომ უფრო ლოგიკურია შეიძინოთ ყველა ფასიანი ქაღალდის გამაერთიანებელი ფონდის ნაწილი, ვიდრე ყოველი ფასიანი ქაღალდის მცირე ნაწილი.

რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

მათი საბაზისო სტრუქტურის შედეგად, საინდექსო ფონდები არის ყველაზე დივერსიფიცირებული, დაბალი რისკის მქონე საინვესტიციო საშუალებები. როგორც წესი, ისინი ასევე გვთავაზობს სტაბილურ შემოსავალს, დივიდენდების ან საპროცენტო ანაზღაურების მეშვეობით. რამდენიმე კომპანიაზე ან აქტივების მხოლოდ ერთ კლასზე ორიენტირების თავიდან არიდებით, ინვესტორებს შეუძლიათ ფსონი ბაზრის გრძელვადიან ტენდენციებზე დადონ. ეს უფრო მომგებიანი გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე სახელდახელოდ შერჩეული პორტფელი.

წინა

აქციების ფასები იზრდება, ნავთობის – მცირდება

შემდეგი

4 ჭკვიანური ინვესტიცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაგამდიდრებთ

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
4 ჭკვიანური ინვესტიცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაგამდიდრებთ

4 ჭკვიანური ინვესტიცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაგამდიდრებთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved