• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა არის რთული პროცენტი?

დეკემბერი 20, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რა არის რთული პროცენტი?
გაზიარება

რთული პროცენტი არის სიმდიდრის დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს მძლავრი ინსტრუმენტი თქვენი ანგარიშების ზრდას დააჩქარებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, რთული პროცენტი არის გამომუშავებული ფულის რეინვესტირება სესხზე ან დეპოზიტზე. ის გამოითვლება რეგულარულ, განსაზღვრულ ინტერვალებში და ყოველი ახალი პერიოდი ითვალისწინებს წინა პერიოდის ნებისმიერ დაგროვილ პროცენტს.

სხვა სიტყვებით, ეს არის „პროცენტის პროცენტი“, რაც თქვენს ბალანსს ჩვეულებრივ პროცენტზე უფრო სწრაფად ზრდის. ასეთ დროს, წლიური საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება, გარდა ამისა, ყოველი შემდეგი დარიცხვა ძირი თანხისა და უკვე დარიცხული პროცენტის ჯამზე ხორციელდება. მარტივი პროცენტი გამოითვლება მხოლოდ თავდაპირველი დეპოზიტის ან სესხის თანხის მიხედვით.

როგორ გამოითვლება რთული პროცენტი?

რთული პროცენტის გამოთვლა საკმაოდ მარტივია, როდესაც განტოლების დაშლა შეგიძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საშიშად გამოიყურება, მთავარია სწორი ცვლადები ჩასვათ შემდეგ განტოლებაში:

A = P(1+(r/n))(nt)

ამ ფორმულაში:

  • A = თქვენი საბოლოო ბალანსი
  • P = თქვენი ძირითადი, საწყისი ბალანსი
  • r = თქვენი წლიური საპროცენტო განაკვეთი, გამოხატული ათწილადებში (1% = 0.01 და ა. შ.)
  • n = რა სიხშირით აგროვებთ წელიწადში პროცენტს (დღიური დაგროვება = 365; ნახევარწლიური დაგროვება = 2 და ა. შ.)
  • t = თქვენი დროის პერიოდი წლების განმავლობაში (1 წელი = 1; 6 თვე = 0.5 და ა. შ.)

მოდით, ეს ფორმულა მაგალითის მიხედვით გავაანალიზოთ. დავუშვათ, ₾10,000 შეიტანეთ 10-წლიან დეპოზიტზე, რომელიც ყოველდღიურად 5%-ის ოდენობით წლიურ პროცენტს გამოიმუშავებს. ამ მაგალითში:

  • P = ₾10,000
  • r = 0.05
  • n = 365
  • t = 10

შესაბამისად, თქვენი ფორმულა ასეთ სახეს მიიღებს:

A = ₾10,000(1+(0.05/365))(365)x(10) = ₾16,486.65

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 10 წლის განმავლობაში, თქვენი ანგარიშის ბალანსი ₾16,486.65-მდე გაიზრდება. გამოდის, რომ საწყის თანხას პროცენტების სახით ₾6,486.65 დაემატება.

შეგვიძლია იგივე მაგალითი გამოვიყენოთ და ამ შემთხვევაში გავიგოთ, რა შეიცვლება, თუ პროცენტის გამომუშავება არა ყოველდღიური, არამედ წლიური იქნება:

A = ₾10,000(1+(0.05/1))(1)x(10) = ₾16,288.95

ამ შემთხვევაში თქვენი ანგარიში ₾16,288.95-მდე გაიზრდება, ანუ 10 წლის განმავლობაში, წინა შემთხვევასთან შედარებით, პროცენტების სახით დაახლოებით ₾200-ით ნაკლები დაგერიცხებათ.

რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

რთული პროცენტით სარგებლობის საუკეთესო გზა დაზოგვა და ინვესტირებაა. რაც უფრო ადრე შეუდგებით ამ საქმეს, მით უფრო მეტი დრო გექნებათ სიმდიდრის დასაგროვებლად.

შემნახველი ანგარიშები თქვენი მოკლევადიანი დანაზოგისთვის ღირებულ თავშესაფარს წარმოადგენს. მაღალშემოსავლიან შემნახველ ანგარიშებს, ფულის ბაზრის ანგარიშებს და სადეპოზიტო სერტიფიკატებს (CD) შეუძლია საპროცენტო განაკვეთი თქვენს სასარგებლოდ მომართოს. მთავარია იპოვოთ ანგარიშები მინიმალური გადასახადებით, უფრო მაღალი წლიური საპროცენტო სარგებელით (APY) და პროცენტის უფრო ხშირი დარიცხვის გრაფიკით.

თუმცა საუკეთესო ანგარიშების საპროცენტო განაკვეთებიც კი ფერმკრთალია საფონდო ბირჟის ანაზღაურებასთან შედარებით, რომელიც საშუალოდ 9%-10%-ს შეადგენს (ინფლაციის გარეშე).

ამრიგად, თუ ნამდვილად გსურთ სიმდიდრის შექმნა და თქვენი შემოსავლის პოტენციალის ათვისება, ინვესტირება – იქნება ეს საპენსიო თუ საბროკერო ანგარიშზე – თქვენი საუკეთესო მეგობარია. მოძებნეთ რისკის მიხედვით მორგებული ანგარიშები მინიმალური საკომისიო გადასახადითა და დივიდენდის ავტომატური რეინვესტირებით, რათა თქვენი შემოსავალი გაზარდოთ.

 
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

7 საინვესტიციო შეცდომა, რომელიც ახლავე უნდა ავიცილოთ თავიდან

შემდეგი

რომელია თქვენთვის საუკეთესო გზა ინვესტირების დასაწყებად?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რომელია თქვენთვის საუკეთესო გზა ინვესტირების დასაწყებად?

რომელია თქვენთვის საუკეთესო გზა ინვესტირების დასაწყებად?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved