• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს აქტივთა განაწილება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

სექტემბერი 5, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს აქტივთა განაწილება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
გაზიარება

აქტივთა განაწილება არის საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს, დააბალანსოს რისკი და ანაზღაურება საინვესტიციო პორტფელის აქტივების გადანაწილებით ინდივიდუალური მიზნების, რისკისადმი ტოლერანტობისა საინვესტიციო დროის ჰორიზონტის მიხედვით. აქტივთა სამ ძირითად კლასს — აქციები, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინვესტიციები, ნაღდი ფული და მისი ეკვივალენტები — რისკისა და შემოსავლიანობის განსხვავებული დონე ახასიათებს, ამიტომ თითოეული მათგანი დროთა განმავლობაში განსხვავებული ქცევით ხასიათდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი აქტივთა განაწილება?

არ არსებობს მარტივი ფორმულა, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ადამიანისთვის აქტივთა სწორი განაწილების პოვნას შეძლებთ. თუმცა, ფინანსური პროფესიონალების უმრავლესობა თანხმდება, რომ აქტივების განაწილება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ინვესტორები იღებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცალკეული ფასიანი ქაღალდების შერჩევა არის მეორე ეტაპი, რომელსაც წინ ფულის აქციებზე, ობლიგაციებზე, ნაღდ ფულსა და მის ეკვივალენტებზე გადანაწილება უნდა უძღოდეს. სწორედ ეს იქნება თქვენი ინვესტიციების შედეგების ძირითადი განმსაზღვრელი.

შესაძლოა ინვესტორებმა სხვადასხვა მიზნისთვის აქტივთა განსხვავებული განაწილება გამოიყენონ. მაგალითად, თუ ადამიანის მიზანი მომავალ წელს ავტომობილის შეძენაა, მისი პორტფელი შეიძლება ნაღდი ფულის, სადეპოზიტო სერტიფიკატებისა (CD) და მოკლევადიანი ობლიგაციების ძალიან კონსერვატიული ნაზავისგან შედგებოდეს. თუ ინვესტორის მიზანი პენსიაზე მშვიდად გასასვლელად ინვესტირებაა და საპენსიო ასაკამდე ჯერ კიდევ ათწლეულებია დარჩენილი, მაშინ პორტფელში აქციების წილის გაზრდა ლოგიკური ნაბიჯი იქნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რისკისადმი ტოლერანტობა. ადამიანმა, რომლისთვისაც რისკი ძალიან არასასიამოვნოა, გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტის მიუხედავად, შეიძლება უფრო კონსერვატიული პორტფელის ფლობა გადაწყვიტოს.

Investor

აქტივთა განაწილება ასაკის საფუძველზე

ზოგადად, აქციების ფლობა რეკომენდებულია ხუთი ან უფრო მეტი წლის განმავლობაში. ნაღდი ფულის და ფულადი ბაზრის ანგარიშები შესაფერისია მიზნებისთვის, რომელთა განხორციელებაც მოცემული მომენტიდან ერთ წელზე ნაკლებით არის დაშორებული. ობლიგაციები დაახლოებით ამ დიაპაზონის შუაში იკავებს ადგილს.

წარსულში, ფინანსური მრჩევლები გვთავაზობდნენ მარტივ წესს, რომლის მიხედვითაც 100-ს უნდა გამოაკლოთ თქვენი ასაკი, რათა დაადგინოთ, პორტფელის რა ნაწილს უნდა მოიცავდეს აქციები. ამ წესის მიხედვით, თუ, მაგალითად, 40 წლის ხართ თქვენი დანაზოგის 60% აქციებში უნდა დააბანდოთ. არსებობს ამ წესის ვარიაციები, რომლებიც ამ ტოლობაში 100-ის ნაცვლად 110-ის ან 120-ის გამოყენებას გულისხმობს იმის გათვალისწინებით, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კვლავ იზრდება. როდესაც ინდივიდი უახლოვდება საპენსიო ასაკს, იგი აქტივთა კონსერვატიულ განაწილებაზე უნდა კონცენტრირდეს, რათა საკუთარი დანაზოგის დაცვა შეძლოს.

აქტივთა განაწილება სასიცოცხლო ციკლის ფონდების მეშვეობით

აქტივების განაწილების ურთიერთდახმარების ფონდები, ასევე ცნობილი როგორც სასიცოცხლო ციკლის, ან სამიზნე თარიღის ფონდები, არის მცდელობა, ინვესტორი უზრუნველყოს პორტფელის სტრუქტურით, რომელიც ინვესტორის ასაკს, რისკისადმი ტოლერანტობის დონეს და საინვესტიციო მიზნებს ითვალისწინებს. თუმცა, ამ მიდგომის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საინვესტიციო პორტფელის აქტივთა განაწილების სტანდარტიზებული გადაწყვეტა პრობლემურია, რადგან ინდივიდუალური ინვესტორები ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებენ.

ასეთი ფონდის მაგალითს წარმოადგენს Vanguard Target Retirement 2030, რომელიც სამიზნე თარიღის მიახლებასთან ერთად რისკს პორტფელებში თანდათან ამცირებს — უფრო სარისკო აქციების ნაცვლად აქცენტი ნაკლებად რისკიან ობლიგაციებზე კეთდება. Vanguard 2030 2028-დან 2032 წლამდე პენსიაზე გასვლის მსურველთათვის შეიქმნა და 2022 წლის 31 იანვრისთვის მისი აქტივთა განაწილება ასეთი იყო: აქციები — 65%, ობლიგაციები — $35$. 2030 წლის მოახლოებასთან ერთად, ფონდი თანდათან აქტივთა უფრო კონსერვატიულ ნაზავზე გადავა.

წინა

რას ნიშნავს, როცა ერთი კომპანია მეორეს შეისყიდის?

შემდეგი

რას ნიშნავს თავდაცვითი აქციები?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს თავდაცვითი აქციები?

რას ნიშნავს თავდაცვითი აქციები?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved