ადმინისტრაციული ხარჯები არის ორგანიზაციის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული მის კონკრეტულ ძირითად ფუნქციასთან, როგორებიც არის წარმოება ან გაყიდვები. ეს ზედნადები ხარჯები დაკავშირებულია მთლიან ორგანიზაციასთან და არა ცალკეულ დეპარტამენტებთან ან ბიზნეს ერთეულებთან.
ადმინისტრაციული ხარჯების გააზრება
ადმინისტრაციული ხარჯები შეიძლება მოიცავდეს მაღალი რგოლის მენეჯმენტის ხელფასებს და ზოგად მომსახურებასა, თუ მიწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, როგორებიც არის იურიდიული სერვისი, ბუღალტრული აღრიცხვა, საკანცელარიო სამუშაო და საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT). ეს ხარჯები, როგორც წესი, პირდაპირ არ არის დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების წარმოებასთან და, ჩვეულებრივ, გამორიცხულია მთლიანი მარჟებიდან.
კომპანიები გასწევენ ადმინისტრაციულ ხარჯებს ძირითადი ოპერაციების შესასრულებლად, როგორებიც არის სახელფასო ან ჯანდაცვის შეღავათების ადმინისტრირება. ამ ტიპის ხარჯების მიზანი არის ზედამხედველობისა და ეფექტიანობას გაზრდა ან/და კანონებისა და რეგულაციების შესრულება. მოგება-ზარალის ანგარიშგებაში ადმინისტრაციული ხარჯები წარმოდგენილია გაყიდული საქონლის ღირებულების (COGS) ქვემოთ და ისინი შეიძლება ნაჩვენები იყოს ერთიანობაში სხვა ხარჯებთან, როგორებიც არის ზოგადი ან გაყიდვის ხარჯები.
ზოგიერთი ადმინისტრაციული ხარჯი ფიქსირებული ხასიათისაა, რადგან ისინი წარმოიქმნება როგორც ბიზნეს ოპერაციების საფუძვლის ნაწილი. ისინი იარსებებს წარმოების ან გაყიდვების დონის მიუხედავად. სხვა ადმინისტრაციული ხარჯები ნახევრად ცვალებადია — ბიზნესი ყოველთვის გამოიყენებს ელექტროენერგიის მინიმალურ დონეს განათების შესანარჩუნებლად. ამასთან, კომპანიას შეუძლია მიიღოს ზომები ელექტროენერგიის გადასახადის შესამცირებლად.
ბიზნესს შეუძლია, გააუქმოს ადმინისტრაციული ხარჯები მის მიერ გაყიდულ ან წარმოებულ პროდუქტზე პირდაპირი ზემოქმედების გარეშე, ამიტომ ეს ხარჯები, როგორც წესი, ბიუჯეტის შემცირების შემთხვევაში პირველ რიგში არის გათვალისწინებული. მენეჯმენტი ძლიერ მოტივირებულია შეინარჩუნოს დაბალი ადმინისტრაციული ხარჯები სხვა დანახარჯებთან შედარებით, რადგან ეს ბიზნესს საშუალებას აძლევს ბერკეტები უფრო ეფექტიანად გამოიყენოს. გაყიდვების შეფარდება ადმინისტრაციული ხარჯებთან მენეჯმენტს ეხმარება გაზომოს, თუ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის რა ნაწილი გამოიყენება ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად.
კომპანიებს შეუძლიათ, თავიანთ საგადასახადო დეკლარაციაში გამოიკვლიონ ადმინისტრაციული ხარჯები, რომლებიც გონივრული, ჩვეული და აუცილებელია ბიზნეს ოპერაციებისთვის. ეს ხარჯები უნდა იქნას გაწეული ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ადმინისტრაციული ხარჯების სხვა სახეები
ხელფასები და შეღავათები გარკვეული თანამშრომლებისთვის, როგორებიც არიან ბუღალტრები და IT პერსონალი, ადმინისტრაციულ ხარჯებად ითვლება. ყველა აღმასრულებლის კომპენსაცია ასევე ხარჯების ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ამასთან, შენობების იჯარა, დაზღვევა, გამოწერის სერვისები, კომუნალური და საოფისე მასალები შეიძლება კლასიფიცირდეს ზოგად ან ადმინისტრაციულ ხარჯებად.
გარდა ამისა, ამორტიზაციის ხარჯები შეიძლება მიჩნეულ იქნას ზოგად, ადმინისტრაციულ ან გაყიდვის (მარკეტინგის) ხარჯებად (დამოკიდებულია აქტივზე, რომელიც ამორტიზაციას განიცდის). ორგანიზაციებს შეუძლიათ კონსულტაციისა და იურიდიული საფასური ასევე ადმინისტრაციულ ხარჯებად ჩათვალონ, მაგრამ კვლევისა და განვითარების (R&D) ხარჯები ამ კატეგორიის ხარჯებს არ მიეკუთვნება.