• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას გვეუბნება უორენ ბაფეტი საკუთარ თავში ინვესტირების შესახებ?

მაისი 28, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რას მოიცავს კომუნალური მომსახურების სექტორი?
გაზიარება

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მილიარდერი ინვესტორის — უორენ ბაფეტის მიმდევრებმა კარგად იციან, რომ წარმატება გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებით მიიღწევა. თუმცა, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებებს აქციებთან და ობლიგაციებთან საერთო არაფერი ჰქონდეს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ბაფეტმა განაცხადა: „საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ თავში ჩადებული ინვესტიციაა“.

ეს შეიძლება ომაჰას ორაკულისგან (ბაფეტის მეტსახელი) ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გაკვეთილი იყოს. საკუთარ თავში ინვესტირება ნიშნავს, რომ არასოდეს შეწყვიტოთ ცოდნის შეძენა — ისეთი ცოდნის, რომელიც გაუმჯობესებთ მთლიანობაში როგორც ადამიანს და არა მხოლოდ — ინვესტორს.

დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და შემოგთავაზებთ სამ გზას საკუთარ თავში ინვესტირებისთვის.

გააუმჯობესეთ თქვენი კომუნიკაციური უნარები

„შესაძლოა მსოფლიოში არსებულ მთელ გონებრივ ძალას ფლობდეთ, მაგრამ მისი სხვისთვის გადაცემა უნდა შეგეძლოთ და ეს სწორედ კომუნიკაციის საშუალებით მიიღწევა“ ­— ამბობს უორენ ბაფეტი.

იგი ასევე მიიჩნევს, რომ ინვესტირებას კომუნიკაციურ უნარებში — როგორც წერილობითში, ასევე ვერბალურში — შეუძლია თქვენი ფასეულობა მინიმუმ 50%-ით გაზარდოს.

ჩადეთ ინვესტიცია ლიდერული უნარების განვითარებაში

ბაფეტი საკმაოდ ხშირად გასცემს რჩევებს ლიდერობის შესახებ. იგი ხაზს უსვამს ერთი აუცილებელი მახასიათებლის მნიშვნელობას, რომელიც ყველა ლიდერში უნდა იყოს: კეთილსინდისიერება.

ერთხელ ლეგენდარულმა ინვესტორმა თქვა: „კადრების ძებნისას ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ სამ თვისებაზე: კეთილსინდისიერება, ენერგია ან ინიციატივა და ინტელექტი. თუ მათ არ ექნებათ პირველი, დანარჩენი ორი გაგანადგურებთ, რადგან თუ სამსახურში არაკეთილსინდისიერ ადამიანს აიყვანთ, სჯობს, იგი ზარმაცი და სულელი იყოს“.

ჩადეთ ინვესტიცია საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესებაში

წარმატების მისაღწევად ერთ-ერთ საუკეთესო სტრატეგიას წარმოადგენს ის, რომ გარშემორტყმული იყოთ სწორი ადამიანებით. რამდენიმე წლის წლის უორენ ბაფეტმა კოლეჯის სტუდენტებთან საუბრისას თქვა: „თქვენ იმ ადამიანების კვალს დაადგებით, რომლებთანაც მეგობრობთ. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც თქვენზე უკეთესები არიან“.

როგორც ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება: „ჩვენ ვართ იმ ხუთი ადამიანის საშუალო არითმეტიკული, ვისთანაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ“. ამიტომ, დარწმუნდით, რომ საკუთარ ცხოვრებას სწორ ადამიანებს დაუკავშირებთ.

წინა

შესაძლოა, Nvidia-მ $5 მილიარდი დაკარგოს

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved