• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “Average ticket”?

თებერვალი 20, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს “Average ticket”?
გაზიარება

“Average ticket” არის მეტრიკა, რომელიც თითო მომხმარებლის მიერ ერთ ვიზიტზე დახარჯული თანხას გვიჩვენებს. ეს მაჩვენებელი გამოითვლება მოცემულ პერიოდში დაფიქსირებული მთლიანი გაყიდვების გაყოფით იმ ვიზიტების რაოდენობაზე, რომლებიც მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვით დასრულდა.

ეს მეტრიკა გამოიყენება მრავალი კომპანიის მიერ ბიზნეს საქმიანობის, გაყიდვების აქტივობისა და მომგებიანობის ანალიზისას.

“Average Ticket”-ის გააზრება

“Average ticket” არის ბიზნესის წარმადობის მეტრიკა, რომელიც კომპანიებს ეხმარება, გააანალიზონ გაყიდვები და ტენდენციები. მას ხშირად აქვეყნებენ საცალო ვაჭრობის კომპანიები, საკრედიტო ბარათების გამყიდველები და ბროკერები/დილერები. ტერმინი “ticket” გულისხმობს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ შესყიდვას თითოეული ვიზიტისას და სიტყვიდან გამომდინარე არ უნდა დავასკვნათ, რომ ის აუცილებლად კონცერტის, თვითმფრინავის ან თეატრის ბილეთებთან არის დაკავშირებული.

“Average ticket”-ის გამოთვლა კომპანიების მმართველ გუნდებს ეხმარება, გაიაზრონ გაყიდვების ტენდენციები და ბიზნესის მთლიანი მომგებიანობა. კომპანიები “average ticket”-ის გამოსათვლელად დროის განსხვავებულ ჩარჩოებს იყენებენ. ზოგადად, ფირმები აქვეყნებენ სხვა სტატისტიკასაც, რომელიც ამ მაჩვენებლის დიაპაზონის დადგენაში გვეხმარება. ესენია: “lowest ticket”, “highest ticket” და “median ticket”.

“Average Ticket”-ის გამოთვლა

ამ მაჩვენებლის გამოსათვლელად, უნდა მენეჯმენტმა უნდა დაადგინოს კომპანიის მთლიანი გაყიდვები იმ პერიოდისთვის, რომლის შეფასებაც სურს. ამ ინფორმაციის მოძიების შემდეგ, მიღებული მაჩვენებელი იმავე პერიოდში განხორციელებული გაყიდვების რაოდენობაზე უნდა გაიყოს. ფორმულა ასე უნდა გამოიყურებოდეს:

“Average Ticket” = მთლიანი გაყიდვები (დოლარებში)/გაყიდვების რაოდენობა

ასე რომ, თუ თვეში კომპანიის წმინდა გაყიდვებმა $50,000-ს მიაღწია, ხოლო გაყიდვების რაოდენობამ — 1,000-ს, მაშინ “average ticket” $50-ს გაუტოლდება.

მაგალითები

საცალო ვაჭრობის კომპანიები, როგორიც არის, Home Depot, თავიანთ კვარტალურ ანგარიშებში “average ticket”-საც ითვალისწინებენ. მაგალითად, 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $83.04-ს მიაღწია, ხოლო 2020 წელს — $74.32-ს.

საკრედიტო ბარათების კომპანიებიც ასევე აქტიურად იყენებენ ამ მეტრიკას. მათ შემთხვევაში “average ticket” მომხმარებლების საკრედიტო ბარათებიდან ჩამოჭრილ საშუალო თანხას გულისხმობს. მაგალითად, 2021 წელს American Express-ის “average ticket”-მა გლობალურად $20.392-ს მიაღწია.

წინა

Capital One კონკურენტის — Discover Financial Services-ის $35.3 მილიარდად შეძენას გეგმავს

შემდეგი

რა ხდებოდა 20 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 20 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 20 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved