ფრაქციული, იგივე წილადობრივი, აქციის ყიდვით, თქვენ კომპანიის ან ფონდის აქციის ნაწილს ფლობთ. თქვენ შეგიძლიათ ფრაქციული აქციები მიიღოთ აქციების შესყიდვის, დაყოფის, კომპანიების შერწყმის ან დივიდენდების რეინვესტირების გზით.
ფრაქციული აქციების არსის გაგება
ფრაქციული აქცია უბრალოდ არის ისეთი კაპიტალის ნაწილი, როგორიც არის თავად აქცია, საინდექსო ან გაცვლითი სავაჭრო ფონდი (ETF). ისტორიულად, ფრაქციული აქციების მოპოვება ადვილი არ იყო, თუმცა ურთიერთდახმარების ფონდები დიდი ხანია ფრაქციულ აქციებში ინვესტორების საშუალებას იძლევა. ინვესტორების უმეტესობამ ისინი მიიღო აქციების დაყოფის, კორპორატიული შერწყმის ან დივიდენდების რეინვესტირების გეგმების (DRIP) მეშვეობით. ზოგიერთი საინვესტიციო სტრატეგია, როგორიც არის დოლარის ღირებულების საშუალო შეფასება (DCA) (საინვესტიციო სტრატეგია, რომლის დროსაც ინვესტორი ინვესტიციის მთლიან თანხას მიზნობრივი აქტივის პერიოდულ შესყიდვებზე ყოფს, რათა მთლიან შესყიდვაზე არასტაბილურობის გავლენა შეამციროს) ასევე აძლევს ინვესტორებს ფრაქციული აქციების ფლობის საშუალებას.
მაგრამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საინვესტიციო ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალა ონლაინ ბროკერების, რობო-მრჩევლებისა და მიკრო-ინვესტირების პლატფორმების წყალობით. დღესდღეობით, ბევრი საბროკერო კომპანია ცალსახად გვთავაზობს ფრაქციულ აქციებს შესაძენად. ზოგიერთი კი გაძლევთ საშუალებას მიუთითოთ ზუსტი პროცენტი, რომლის ფლობაც დაწესებული თანხის სანაცვლოდ გსურთ.
რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
ყველას არ გააჩნია საკმარისი ფულადი რესურსი, რომ თავის საინვესტიციო პორტფელში ერთი მსხვილი კომპანიის თუნდაც ერთი აქცია დაამატოს. ამასთან, ბევრი წარმატებული ინვესტორი ამტკიცებს, რომ დივერსიფიკაციის ნაცვლად, ყველა კვერცხის ერთ კალათში მოთავსება არ არის კარგი იდეა.
სწორედ ამ შემთხვევაში გამოგადგებათ ფრაქციული აქციები. ინვესტიციის ამ მეთოდით, თქვენ შეძლებთ შეიძინოთ აქციების ის რაოდენობა, რომელსაც შეგიძლიათ გასწვდეთ.
ფრაქციული ინვესტირება ძალიან მოსახერხებელია ინვესტორებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ერთ აქციაში უზარმაზარი კაპიტალის ჩადება. გარდა ამისა, ეს, თქვენი სახსრების უფრო მეტ ფასიან ქაღალდზე გადანაწილებით, აადვილებს თქვენი პორტფელის დივერსიფიცირებას.
ფრაქციულ აქციებს, შეიძლება, თან ახლდეს, თქვენს საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობის პროპორციული დივიდენდური ანაზღაურებაც. მაგალითად, თუ თქვენ ფლობთ აქციის 1/2 ნაწილს, რომელიც კვარტალში $1 დოლარის ოდენობით დივიდენდებს იხდის, თქვენ 50 ცენტს მიიღებთ.
ზოგიერთი საბროკერო კომპანია, ფრაქციული აქციების მფლობელებს, ხმის უფლებასაც კი ანიჭებს.
ფრაქციული ინვესტირება განსაკუთრებით ღირებული მეთოდია, თუ საინვესტიციო საქმიანობას შეზღუდული ფინანსური რესურსებით იწყებთ ან თქვენი პორტფელის სწრაფად დივერსიფიკაცია გსურთ. თუმცა, ზოგიერთი ბროკერს ნაღდი ფულის მინიმალური ზღვარი აქვს დაწესებული, რაც ფრაქციული აქციების შეძენას ართულებს.