როცა ობლიგაციას ყიდულობ, ფულს მთავრობას, კომპანიას ან სხვა დაწესებულებას ასესხებ. სანაცვლოდ კი შენი მოვალე (ობლიგაციის გამომშვები) ვალდებულია, გადაგიხადოს ეს სესხი გარკვეული პროცენტის დამატებით. ტრადიციულად, ობლიგაციები ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტია, რადგან გადახდები წინასწარ დადგენილი განრიგის მიხედვით სრულდება. სხვა საინვესტიციო კატეგორიები აქციებისა და ობლიგაციების გარდა კიდევ რამდენიმე სახის ინვესტიცია არსებობს.
ესენია: უძრავი ქონება, ფიუჩერსი, კრიპტოვალუტები, ოპციონი, საბირჟო საქონელი და სხვა. სანამ რაიმე სახის აქტივში ინვესტირებას გადაწყვეტდე, მნიშვნელოვანია, რომ მისი პირობები, საკომისიოები და არსებული რისკები კარგად შეისწავლო.