• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

ამ საკითხების გააზრება ფინანსური წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

ნოემბერი 6, 2023
in ინვესტიციის ანბანი
ამ საკითხების გააზრება ფინანსური წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ
გაზიარება

ფინანსური წარმატება არის ფართო ტერმინი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებულ რამეს ნიშნავდეს, მაგრამ ის ზოგადად ფინანსური მიზნებისა და ამოცანების მიღწევას გულისხმობს. დღეს კი ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომელთა გააზრებაც ფინანსური წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

რისკის ბუნება

რისკი ადამიანთა უმრავლესობისთვის უსიამოვნებასთან ასოცირდება. ადრეული ასაკიდან მოგვიწოდებენ, რომ რისკი ნებისმიერ ფასად თავიდან ავიცილოთ და ჩვენ ვცდილობთ, ის საკუთარ ცხოვრებაში მაქსიმალურად შევამსუბუქოთ — მივმართავთ დაზღვევას, ვერიდებით რისკიან ინვესტიციებს და ა. შ. ჩვენ ვცდილობთ, რისკი პირად ცხოვრებაშიც ავირიდოთ. არ ვსვამთ სარისკო კითხვებს, თავს ვიკავებთ ლაპარაკისგან მაშინ, როდესაც ვფიქრობთ, რომ შეიძლება ამან უსიამოვნება მოგვიტანოს.

ფინანსებში (და არამარტო) კი ვიგებთ, რომ რისკი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჯილდოსთან. თქვენ ვერ მიიღებთ სარგებელს რაიმეს დათმობის სურვილის გარეშე.

სწორედ ამიტომ ადამიანმა რისკთან ურთიერთობა უნდა ისწავლოს, შეძლოს სხვადასხვა პოტენციური სცენარის გააზრება და გათვლილ, გონივრულ რისკზე წასვლა.

მოქნილობა

თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობის შეცვლა, როგორიც არ უნდა იყოს ის, შესაძლებელია. შეიძლება დაგჭირდეთ მეტი კრეატიულობის გამომჟღავნება, უამრავი კვლევის ჩატარება, დიდი დროის დახარჯვა, მაგრამ საბოლოოდ ცხოვრების შეცვლა შეგიძლიათ.

ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი მდგომარეობა სტატიკურია. სწორედ თქვენ ხართ ის, ვისაც მისი შეცვლის ძალა შესწევს.

თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ, თუ…

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ცხოვრებაში ის, რისი მიღწევაც გსურთ, თუ მზად ხართ ამისთვის აუცილებელი მსხვერპლი გაიღოთ. სამყარო თქვენთან ვალში არ არის, ამიტომ თუ რაიმე გსურთ, მის სანაცვლოდ რაღაცაზე უარის სათქმელად უნდა იყოთ მზად.

როგორ მუშაობს ბაზრები

ჩვენ ინვესტირების ოქროს ხანაში ვცხოვრობთ. თუ საფონდო ბირჟაზე ფულის დაბანდების სურვილი გაქვთ, ამას ძალიან მარტივად შეძლებთ. თუმცა კვლევები მუდმივად აჩვენებს, რომ ინდივიდუალური ინვესტორების უმეტესობა ფულის მართვას ეფექტიანად ვერ ახერხებს. ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ საბაზისო ცოდნა იმის შესახებ, თუ რა არის ბაზრები და როგორ მუშაობს ისინი.

Investor

პირველ რიგში შეისწავლეთ საფუძვლები და უფრო სიღრმისეულ საკითხებს მხოლოდ ამის შემდეგ შეეხეთ. ამ თემატიკასთან დაკავშირებით მოუსმინეთ პოდკასტებს და იკითხეთ ფინანსური ლიტერატურა. რაც უფრო მეტს გაიგებთ ინვესტიციების შესახებ, მით უფრო სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებთ.

ნაღდი ფული უსაფრთხო არ არის

ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ინვესტირება ძალიან რისკიანია, ხოლო ნაღდი ფულის შენახვა — უსაფრთხო. თუმცა ეს სულაც არ შეესაბამება რეალობას. ინფლაცია დროთა განმავლობაში ფულის მსყიდველუნარიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს და სტატისტიკურად ინფლაციის დასამარცხებლად ყველაზე ეფექტიან საშუალებას სწორედ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება წარმოადგენს.

დიახ, ნაღდი ფული უსაფრთხოა იმით, რომ პროგნოზირებადია. თუმცა ის ღირებულებას კარგავს. ნაღდ ფულს მნიშვნელოვანი როლი აქვს, მაგრამ ეს თქვენი სიმდიდრის შენარჩუნება არ არის.

თუ რაღაც არ გესმით, მისით ნუ დაკავდებით

ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. რაიმეს სწორად გასაკეთებლად აუცილებელია, მისი არსი გესმოდეთ.

ფინანსებში ცოდნა ნამდვილად ძალაა. რაც უფრო მეტად ერკვევით სხვადასხვა ფინანსურ საკითხში, რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ, მით უკეთ შეძლებთ ამ ყველაფრის თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას.

ამასთან გაითვალისწინეთ, რომ, თუ რაღაც არ გესმით, მას თავი არ უნდა აარიდოთ. ეს ფაქტი უბრალოდ იმას უნდა გეუბნებოდეთ, რომ ნაბიჯის გადადგმამდე კონკრეტული საკითხის შესახებ საკმარისი ინფორმაცია უნდა მიიღოთ.

წინა

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved